04 ივლისი, 2013
რა აჩუქეს ოქროს დაბადების დღეზე გიორგი აფციაურს ცოლმა და სიდედრმა
მედია გაზეთებით ხელში შემოგვიერთდა, სკოლის მოსწავლეები - პირზე აკრული ''სკოჩით'' და უკან ხელჯოხიანი მასწავლებლით. ღონისძიება იუბილარმა, გიორგი აფციაურმა გახსნა ბოლო დროს იმდენი უფლებადამცველი ორგანიზაცია გაჩნდა ჩვენს ქვეყანაში, აღარც კი ვიცი, რომელს მივმართო, ოდესმე ჩემი უფლებების დარღვევა თუ განიზრახა ვინმემ. ამჯერად პრეზიდენტის ყოფილმა პაროდისტმა გიორგი აფციაურმა თავისი ახალი სამსახურის, პროფკავშირების ახალგაზრდული გაერთიანების მიერ ორგანიზებულ ფორუმზე მიმიპატიჟა. 

26 ივნისს გიორგის დაბადების დღეზე პროფკავშირების კულტურის სახლში ახალგაზრდებმა მოიყარეს თავი. აღმოჩნდა, რომ ზემოხსენებულ ორგანიზაციას ახალგაზრდა არასამთავრობოები, სტუდენტები, მედიის წარმომადგენლები, სკოლის
მოსწავლეები, შოუბიზნესის წარმომადგენლები შეუერთდნენ და ერთმანეთის უფლებების დასაცავად გაერთიანდნენ.

ყველა ჩემ მიერ ჩამოთვლილი ჯგუფი ტრანსპარანტებით ხელში სხვადასხვა მუსიკის ფონზე, სხვადასხვა მოძრაობით შემოდიოდა დარბაზში. მედია გაზეთებით ხელში შემოგვიერთდა, სკოლის მოსწავლეები - პირზე აკრული ''სკოჩით'' და უკან ხელჯოხიანი მასწავლებლით. ღონისძიება იუბილარმა, გიორგი აფციაურმა გახსნა:

- სიჩუმე მჭირდება, სანამ სიტყვას დავამთავრებ, ისეთი სიჩუმე, რომ პრეზიდენტის გაფრენის ხმა ისმოდეს. მაგრამ არც ისეთი, რომ პრემიერ-მინისტრის ანეკდოტები მოვისმინოთ. ჩვენი ორგანიზაცია არც ერთი პოლიტიკური გაერთიანები აზრს არ ითვალისწინებს, ჩვენ ვართ დამოუკიდებელნი და ასეთებად დავრჩებით ბოლომდე.
- თქვეს, რომ დაბადების დღე გაქვს დღეს, გილოცავ.
გიორგი:
- ოქროს დაბადების დღე მაქვს. 26 წლის გავხდი. სპეციალურად არ დამიმთხვევია ამ დღისთვის ეს ფორუმი, უბრალოდ, სასწავლო წელი დამთავრდა და მერე ამ ახალგაზრდების შეკრება გართულდებოდა.
- შენს გამოსვლას პოლიტიკური დასაწყისი ჰქონდა, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მოგენატრა სცენა და იუმორი...
- ვერ ვიტყვი, რომ ის ადამიანი მომენატრა, რომელიც ვახსენე (იცინის). იმის თქმა მინდოდა, რომ ჩვენს მხარდამჭერებსა და პარტნიორებში არც ერთი პოლიტიკური გაერთიანება არ მოიაზრება.
- მეუღლემ უკვე მოგილოცა დაბადების დღე?
- კი.
- რა გისახსოვრა?
- სალიტამ და ჩემმა სიდედრმა ერთობლივი საჩუქარი გამიკეთეს. მიყიდეს პიჯაკი, რომლითაც დღეს უნდა გამოვსულიყავი ტრიბუნასთან.
Rating
დიჯეი ბუკლე
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 11 /
ნი
ძალიან მიყვარხართ ! :)
11:04 / 10-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ლუკა
გიო, ოქროს დაბადების დგეს გილოცავ,ჯერ პატარა ბიჭი ხარ მომავალი ცინ არის.26 წლის კაცს ზალიან ბევრი გაქვს გაკეთებული.
20:00 / 06-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნიკა
მე ვფიქრობ ამ კაცის საქმე პაროდისტობაა. გიო გილოცავ დაბადების დგეს, ცარმატებები კველა საქმესში.
19:57 / 06-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ზურა
მეც მაგრა მევასებოდა, მაგარი საკვარელი გოგოა.
19:53 / 06-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნიკა
აუ რა, სალიატა მაგრა მევასებოდა, შაქრად შეგარგოს გიო.რასიზამ სად შენ და სად მე.
19:52 / 06-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS