16 იანვარი, 2015
''ბესელკების'' მფლობელის სტილი
თეთრი ჩექმის ფასი ინტერნეტში დაახლოებით 43 დოლარია მუდმივად მიიჩნეოდა, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში საუკეთესო გემოვნებით სწორედ ჩვენი ერის წარმომადგენლები გამოირჩეოდნენ. ქართველ ქალებს კარგად ჩაცმა რომ უყვართ, ეს ნამდვილად არ არის ახალი ამბავი, სხვების ჩაცმულობასაც დიდი სიამოვნებითა და ენთუზიაზმით არჩევენ. განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში არიან შოუბიზნესის წარმომადგენლები, მომღერლები თუ მსახიობები, ასევე პოლიტიკოსი ქალებიც.

Rating

ბოლო დროის ინტერნეტვარსკვლავი ამ მიმართულებით ერთმნიშვნელოვნად ადვოკატი ეკა ბესელიაა, რომელმაც მცირე ხნის წინ თეთრი ბეწვიანი პალტოთი და ბეწვითვე გაწყობილი თეთრი ჩექმებით გაიბრწყინა. ეს ფოტო მას
შემდეგ გავრცელდა, რაც ალილოზე პარლამენტთან მისულ ხალხს, დავით უსუფაშვილსა და სხვა დეპუტატებთან ერთად, ბესელიაც გამოეგება ნუგბარით ხელში. ფოტომ ისეთი სისწრაფით მოიარა ინტერნეტი, რომ ქალბატონმა ეკამ, ალბათ, ჩაჩაჩული ჩექმის გასწორებაც ვერ მოახერხა.

Rating

რასაკვირველია, განსაკუთრებით ამ ფოტოთი ნაციონალებმა და მათმა მომხრე ქალბატონებმა გაიხარეს. გამორჩეულად თამარ ჩერგოლეიშვილმა, რომელიც, უნდა ვაღიაროთ, ჩაცმის განსაკუთრებული სტილით არის ცნობილი. ის ეკა ბესელიას თეთრმა ლუქმა დილიდან ძალიან ცუდ განწყობაზე დააყენა და ამის თაობაზე ''ფეისბუქზე'' დაიჩივლა.

Rating

ჩერგოლეიშვილს არც ნაციონალი მამაკაცები ჩამორჩნენ და კოლეგა ქალბატონს ''დითირამბები'' მიუძღვნეს, გოგა ხაჩიძემ ერთსტროფიანი ლექსი დაუწერა, ხოლო ნიკა მელიამ მის ჩექმებს ''ბესელკები'' უწოდა. როგორც ცნობისმოყვარეებმა გამოარკვიეს, თეთრი ჩექმის ფასი ინტერნეტში დაახლოებით 43 დოლარია. მოკლედ, ინგლისური ენის ცნობილი სკანდალი ახალმა სკანდალმა გადაფარა და როგორც ჩანს, ''ოცნების'' ერთ-ერთი აქტიური სახე არც მომავალში მოგვაწყენს.

Rating

უცნობია, ჰყავს თუ არა ეკას დიზაინერი და როგორ არჩევს სამოსს, თუმცა, ჟურნალისტებს გვახსოვს, ჯერ კიდევ ადვოკატობიდან მოყოლებული, თავისებური ჩაცმულობით, ასევე სამკაულებით გამოირჩეოდა. ერთადერთი, რაც ამდენი წლის განმავლობაში უცვლელი დარჩა, ეს ბესელიას ვარცხნილობაა. ცნობილია მისი სიყვარული ქურქების მიმართ, ასევე ძალიან მოსწონს სხვადასხვა ტიპის პიჯაკი. რაც შეეხება სამკაულებს, დიდი ზომის აქსესუარების მორგება აშკარად მისი გატაცებაა.

Rating

გთავაზობთ, ერთად გადავავლოთ თვალი ეკა ბესელიას ბოლოდროინდელ ფოტოებს.

დიჯეი ''ბუკლე''
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
ნათოლუ
რა ბოროტები ხართ, ვისთვის მისაბაძია ბესელია, ვისთვის არა, მაგრამ ყველამ სარკეში თვითონ ჩაიხედეთ, ისე, ყოველშემთხვევაში
10:07 / 08-01-2016
გამოხმაურება / 0 /
LILE
ნოსირელი ხიხოსგან აბა რას ელოდით?ჩაცმულობა იაეთი აქვს,როგოიც თვითონაა-ბანძი!ქურდების ადვოკატს ეს არ უხდება!
10:05 / 30-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ლელა
ზუსტად ჩვენ ჩიტირეკია ჟურნალისტებზეა ნათქვამი (თუ არ ვცდები) კახური ანეგდოტი მოცლილი კაცი ........ ...... ....... :(
13:47 / 24-01-2015
გამოხმაურება / 0 /
eka
Kargit ra,romel dizainerzea saubari.am kals me mgoni sarkets Ar akvs saxlshi.
06:28 / 20-01-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS