01 ივლისი, 2013
რატომ ამხედრდა ნინო მუმლაძე მოტოციკლზე
ერთმანეთი „რაც ყველაზე ძალიან გიყვარს 2“ -ის გადაღებებზე გავიცანით. ეპიზოდური როლი ჰქონდა ჯინოს, ციხეში იჯდა ჩვენ გვერდით საკანში.ერთმანეთი „რაც ყველაზე ძალიან გიყვარს 2“ -ის გადაღებებზე გავიცანით. ეპიზოდური როლი ჰქონდა ჯინოს, ციხეში იჯდა ჩვენ გვერდით საკანში. „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაუჩინარებული ნინო მუმლაძის „ფეისბუქის“ გვერდზე საკმაოდ საინტერესო ფოტოები აღმოვაჩინე. მონასტერში გამწესებული ნათია მოტოციკლზე ამხედრებულა და საკმაოდ პიკანტური ფოტოსესია გაუმართავს. ნინოს რომ დავუკავშირდი, გადაღება ჰქონდა და შესაბამისად, გადაღების დეტალებითაც დავინტერესდი.

- სიმართლე გითხრათ, ზუსტად არც ვიცი, რ
ამდენად შეიძლება მოვყვე ამ გადაღებაზე, მაგრამ რამდენიმე სიტყვით გეტყვით. ეს არის ქართულ-აზერბაიჯანული პროექტი, რომელსაც, სავარაუდოდ, სექტემბრისთვის იხილავს ქართველი მაყურებელი. ეს არის დეტექტიური ჟანრის სერიალი. სულ თექვსმეტი სერია იქნება. ბევრი ცნობილი ქართველი მსახიობი თამაშობს.

- მაგალითად?
- ნანა შონია, ზაზა იაქაშვილი, შორენა ბეგაშვილიც, თუ არ ვცდები. აზერბაიჯანელი მსახიობებიც თამაშობენ, გადაღებები ბაქოშიც იქნება.
- რეჟისორი ქართველია თუ აზერბაიჯანელი?
- ქართულ ნაწილს ქართველი იღებს, ოთარ შამათავა.
- შენ რა როლი გაქვს?
- ტელეწამყვანი ვარ.
- ახლა იმ ფოტოსესიაზე გვიამბე, „ფეისბუქის“ შენს გვერდზე რომ გამოამზეურე...
- ეს ფოტოები მონასტერშია გადაღებული. „ჩემი ცოლის დაქალების“ ბოლო სერიას ვიღებდით, როცა გაჩნდა ამ ფოტოების გადაღების იდეა. ეს მოტო ჩვენი სერიალის მხატვრისაა, ჯინოსი. ამ ტრანსპორტით გადაადგილდება. სწორედ ის ზის ფოტოებში ჩემ უკან. სახალისო იყო ამ ფორმით მოტოციკლზე დაჯდომა. ვიხალისეთ, ეს იყო და ეს.
- იქიდან გამომდინარე, რომ ჯინოს საზოგადოების დიდი ნაწილი არ იცნობს, კითხვები გაჩნდა, ხომ არ არის ეს ადამიანი ნინოს რჩეული მამაკაცი?
- (იცინის) არა, მხოლოდ თანამშრომლები და კარგი ნაცნობები ვართ. ერთმანეთი „რაც ყველაზე ძალიან გიყვარს 2“ -ის გადაღებებზე გავიცანით. ეპიზოდური როლი ჰქონდა ჯინოს, ციხეში იჯდა ჩვენ გვერდით საკანში. მერე სერიალის მხატვარი გახდა. გვარიც კი არ ვიცი მისი (იღიმება), როგორ შეიძლება რამე ხდებოდეს.
- ცხელი ზაფხული დაგვიდგა თბილისში, რას აპირებ?
- ჯერ იმაზე ვფიქრობ, სექტემბერში რით დავკავდე და სად დავიწყო მუშაობა. აქედან გამომდინარე, ჯერ დაგეგმილი არაფერი მაქვს.
- „ჩემი ცოლის დაქალებში“ აღარ გამოჩნდები?
- არ ვიცი, რა ფორმით უნდა გამოვჩნდე. ერთი შანსი მაქვს, დათოს თუ გაახსენდება ყოფილი სიყვარული (იცინიან), რაშიც ეჭვი მეპარება.
- ახალ სამსახურს ვეძებო, მითხარი. ტელეეკრანს ხომ არ დაუბრუნდები წამყვანის ამპლუაში?
- ამის დიდი სურვილი მაქვს, რამდენად მოვახერხებ, არ ვიცი, ვნახოთ.

დიჯეი ბუკლე
ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
gio
ანა, მართალი ხარ.
14:57 / 03-07-2013
გამოხმაურება / 0 /
კოსტა
ოხ ანა შენ ტვინში ჩამახედა!!!))))))
13:32 / 02-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ანა
ფილმში ეგ შავი კაბა როგორც მორჩილს ისე აცვია
12:07 / 02-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ანას
რა შუაშია მართლმადიდებლობა?????? შავი კაბა თუ გაცვია, მართლმადიდებლობას თელავ?? :D:D:D
10:48 / 02-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ანა
რა არის ეს მართლმადიდებლობის ფეხქვეშ გათელვა,საპოზიოროდ მეტი ფორმა ვერ შეარჩია
09:27 / 02-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS