- სიმართლე გითხრათ, ზუსტად არც ვიცი, რ
- მაგალითად?
- ნანა შონია, ზაზა იაქაშვილი, შორენა ბეგაშვილიც, თუ არ ვცდები. აზერბაიჯანელი მსახიობებიც თამაშობენ, გადაღებები ბაქოშიც იქნება.
- რეჟისორი ქართველია თუ აზერბაიჯანელი?
- ქართულ ნაწილს ქართველი იღებს, ოთარ შამათავა.
- შენ რა როლი გაქვს?
- ტელეწამყვანი ვარ.
- ახლა იმ ფოტოსესიაზე გვიამბე, „ფეისბუქის“ შენს გვერდზე რომ გამოამზეურე...
- ეს ფოტოები მონასტერშია გადაღებული. „ჩემი ცოლის დაქალების“ ბოლო სერიას ვიღებდით, როცა გაჩნდა ამ ფოტოების გადაღების იდეა. ეს მოტო ჩვენი სერიალის მხატვრისაა, ჯინოსი. ამ ტრანსპორტით გადაადგილდება. სწორედ ის ზის ფოტოებში ჩემ უკან. სახალისო იყო ამ ფორმით მოტოციკლზე დაჯდომა. ვიხალისეთ, ეს იყო და ეს.
- იქიდან გამომდინარე, რომ ჯინოს საზოგადოების დიდი ნაწილი არ იცნობს, კითხვები გაჩნდა, ხომ არ არის ეს ადამიანი ნინოს რჩეული მამაკაცი?
- (იცინის) არა, მხოლოდ თანამშრომლები და კარგი ნაცნობები ვართ. ერთმანეთი „რაც ყველაზე ძალიან გიყვარს 2“ -ის გადაღებებზე გავიცანით. ეპიზოდური როლი ჰქონდა ჯინოს, ციხეში იჯდა ჩვენ გვერდით საკანში. მერე სერიალის მხატვარი გახდა. გვარიც კი არ ვიცი მისი (იღიმება), როგორ შეიძლება რამე ხდებოდეს.
- ცხელი ზაფხული დაგვიდგა თბილისში, რას აპირებ?
- ჯერ იმაზე ვფიქრობ, სექტემბერში რით დავკავდე და სად დავიწყო მუშაობა. აქედან გამომდინარე, ჯერ დაგეგმილი არაფერი მაქვს.
- „ჩემი ცოლის დაქალებში“ აღარ გამოჩნდები?
- არ ვიცი, რა ფორმით უნდა გამოვჩნდე. ერთი შანსი მაქვს, დათოს თუ გაახსენდება ყოფილი სიყვარული (იცინიან), რაშიც ეჭვი მეპარება.
- ახალ სამსახურს ვეძებო, მითხარი. ტელეეკრანს ხომ არ დაუბრუნდები წამყვანის ამპლუაში?
- ამის დიდი სურვილი მაქვს, რამდენად მოვახერხებ, არ ვიცი, ვნახოთ.
დიჯეი ბუკლე
ჟურნალი „რეიტინგი“