22 დეკემბერი, 2014
სიყვარულის 9 სახეობა - ემოციური თავგადასავალი თუ ერთი მთლიანობა?
სიყვარულის 9 სახეობა - ემოციური თავგადასავალი თუ ერთი მთლიანობა?
ლონდონელმა ფსიქოლოგმა საიმონ უოლტსმა სიყვარულის ბუნება გააანალიზა და დაასკვნა, რომ მამაკაცსა და ქალს შორის შესაძლოა 9 სახის სიყვარული არსებობდეს.

1. მოწიფული სიყვარული
ეს არის ურთიერთობა ორ ადამიანს შორის, რომლებიც ერთმანეთს ენდობიან, აფასებენ და ყველანაირად მხარს უჭერენ.

2. კუპიდონის ისარი
ამ სახის სიყვარული ანტონიუსსა და კლეოპატრას ჰქონდათ. ისინი ისე იყვნენ ამ გრძნობით დაბრმავებული, რომ გარშემო ვეღარაფერს ამჩნევდნენ.

3. ჰედონისტური სიყვარული
ძველი ბერძნული ფილოსოფიური სკოლის სწავლებით, სიცოცხლის აზრსა და უდიდეს სიკეთეს
ტკბობა წარმოადგენს. ასეთი სიყვარულის დროს როგორც ქალის, ისე მამაკაცისთვის უმთავრესი წამიერი სიამოვნების მიღებაა.

4. რომანტიკული სიყვარული
სიყვარული, როგორც კავშირი ადამიანებს შორის.

5. მითებისგან გათავისუფლებული სიყვარული
ასეთი ურთიერთობის დროს ადამიანები მიიჩნევენ, რომ სიყვარულის შესანარჩუნებლად აუცილებელია განუწყვეტელი მუშაობა საკუთარ თავზე, მოთმინების დიდი უნარის გამოჩენა და უამრავ დათმობაზე წასვლა.

6. თავგადასავალი
მამაკაცებისა და ქალების ნაწილისთვის სიყვარული შესანიშნავი ემოციური თავგადასავალია.

7. კუპიდონის ისრიდან ნამდვილი ურთიერთობისკენ
საკმაოდ ხშირად ხდება ისე, რომ თავბრუდამხვევი სიყვარული ქალისა და მამაკაცის ნამდვილ ურთიერთობად გადაიქცევა. ამაში კი გარკვეული წვლილი საზოგადოების აზრსაც შეაქვს.

8. კუპიდონის ისრიდან ახლო მეგობრობამდე
ერთ დროს ვნებიანი საყვარლები უახლოესი მეგობრები ხდებიან და ერთმანეთთან როგორც ფიზიკური, ისე სულიერი სიახლოვეც აქვთ.

9. ერთი მთლიანობა
ქალსა და მამაკაცს შორის წარმოშობილი გრძნობა, რომელსაც პარტნიორულ სიყვარულს ეძახიან. ამ დროს ორი ადამიანი ერთ მთლიანობად იქცევა. ერთ მათგანს მეორის ფრაზის დამთავრებაც კი შეუძლია.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS