27 აპრილი, 2013
''რასაც ახლა შენ ჩალიჩობ, არაკაცობაა''
''რას ვხედავთ ქართულ კონკურსებზე?! მიმბაძველი გოგონები აკეთებენ პაროდიას სტარებისა. მღერიან იმაზე, რაც არ განუცდიათ და არ უგრძნიათ და ჰგონიათ, რომ სწორად აღებული მაღალი ნოტი წარმატების გარანტიაა''. მინდა, იმ პოსტის შესახებ მოგითხროთ, რომელიც შალვა რამიშვილმა ''ფეისბუქის'' საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა და ეკა კვალიაშვილის აღშფოთება გამოიწვია.

''კიდევ და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რატომ არ მომწონს, როცა კარგი ვოკალური ტექნიკის მქონე დამწყები ქართველი მომღერლები ასრულებენ უიტნი ჰიუსტონის, გლედის ნაითის და სხვა სოულდივების სიმღერებს. რა არის მომღერლის ხიბლი?! მე ჩემს აზრს
მოგახსენებთ:
მაგარია მომღერალი არა იმიტომ, რომ დიაპაზონი აქვს დიდი ან კარგად აკეთებს მელიზმებს ან დეტონაცია არ ეპარება და სწორად სუნთქავს. ამის სწავლა შეიძლება. ეს ამ საქმის ყველა სპეციალისტმა იცის. მაგარია მომღერალი მაშინ, როცა შესრულებისას ის შოუს აწყობს. როცა მას ესმის სიმღერის ხასიათი და ვოკალური დრამატურგიის და არტისტიზმის მეშვეობით გაჯერებს, რომ შესრულებისას ის განიცდის იმას, რასაც მღერის. რომ სიმღერა მისი ცხოვრების ამსახველი ნაწილია, რომ ის, რასაც მღერის არა მარტო ნოტებისაგან, არამედ ეგზისტენციური ვნებებისაგან შედგება. აი, ამიტომ იყვნენ მაგარი ზემოთ ჩამოთვლილი ვარსკვლავები.
რას ვხედავთ ქართულ კონკურსებზე?! მიმბაძველი გოგონები აკეთებენ პაროდიას სტარებისა. მღერიან იმაზე, რაც არ განუცდიათ და არ უგრძნიათ და ჰგონიათ, რომ სწორად აღებული მაღალი ნოტი წარმატების გარანტიაა. არადა, არც გარეგნობა აკლიათ და არც უსმენობას უჩივიან. მათ უნდა იმღერონ იმაზე, რაც თავს გადახდენიათ. იმღერონ იმ ენაზე, რომელზეც ისინი სიყვარულში უტყდებიან, რომლითაც ხუმრობენ, ილანძღებიან, ემოციებს გამოხატავენ.
ეს იმდენად ცხადია ჩემთვის, რომ მიკვირს, რატომ არ ასწავლიან აღნიშნულს კონკურსის მესვეურები''.

შალვა რამიშვილმა ''ფეისბუქზე'' გამოქვეყნებულ ამ პოსტს ზედ ''საქართველოს ვარსკვლავის'' ახალი სეზონის ერთ-ერთი მონაწილის, ეკა კვალიაშვილის ქალიშვილის, ნუკა გვალიას ვიდეო დაურთო, სადაც ის სწორედ უიტნი ჰიუსტონის სიმღერას ასრულებს.

ეს არ გამორჩენია ეკა კვალიაშვილს და ტელეწამყვანს ვალში არ დარჩა. აი, მისი კომენტარებიც:
''შალვა, რასაც ახლა შენ ჩალიჩობ, ეს არაკაცობაა. დარწმუნებული ვარ, ახლა ზიხარ და ამ კომენტარებზე ხალისობ. ამას ენერგეტიკული ვამპირიზმი ჰქვია. მე ნუ დამეტაკები, არ გინდა, დამიჯერე!!! თქვენ კი, აგრესიულო და შურიანო ხალხო, გაიგეთ, რომ ეს ადამიანი კაიფობს თქვენი სისუსტეებით, ასე ერთობა. ნუ გახდებით ჯამბაზები. შალვა, უამრავი რამ მაქვს მოთმენილი ამ ცხოვრებაში, რაც მე შემეხებოდა, მაგრამ გაფრთხილებთ, ნუკას ნუ შეეხებით. გაიგოს მან, ვისაც ეხება. დანარჩენებს გმადლობთ მხარდაჭერისთვის. ეს კაცუნა კი ავანტიურისტია''.

''შალვა, როდის აქეთ გახდი ასეთი განსწავლული სასიმღერო ხელოვნების ზუსტ, ნიუანსურ კრიტიკაში? იქნებ, მეც მასწავლო, სიმღერა როგორ უნდა? რა არის არტისტიზმი, ან სასიმღერო ხელოვნება? ალბათ ჩემზე მეტი იცი და სულ ტყუილად მიმღერია 35 წელი. იქნებ, ვიარო შენთან გაკვეთილებზე სიმღერის შესრულებაში. ერთს გეტყვი, საყვარელო, შენ კარგი ბიჭი ხარ და გააკეთე შენი საქმე იქ, სადაც არავინ შეგედავება. ყველაფერში შავი პიარშიკის იმიჯი, დამიჯერე, არ გამოგადგება და არც გიხდება კაცობის თვალსაზრისით. შენ მე კარგად მიცნობ და იცი, რომ მე არ შემეშლებოდა გადაწყვეტილება, როდის უნდა დამდგარიყო სცენაზე ჩემი შვილი! მეცინება შენი მუსიკალური კრიტიკის წაკითხვისას. იმ დივებმა, შენ რომ ჩამოთვალე, საფეხურები გაიარეს და ისე გახდნენ დივები. ასე რომ, სადაც გინდა, იქ გავმართოთ დებატები ამ საკითხზე და გავარჩიოთ თითოეული ფრაზა ''შენი ნააზრევიდან''. მაგრამ... შენთან რა ვარჩიო, მე ამ საქმის პროფესიონალი სპეციალისტები თუ დამიმტკიცებენ შენს სიმართლეს. მაგრამ, ვერც ეგენი ვერ დაამტკიცებენ, რადგან არ ხარ მართალი. ამიტომ, მიხედე შენს საქმეს და ნუ იქნები ყოველთვის ნეგატიური, ყველაფერში პროფესიონალი, ვითომ ყველაფერი იცი. პატივისცემით, ეკა კვალიაშვილი''.
არ ვიცი, შალვამ უბრალოდ უკან დაიხია თუ ეკასთან კონფლიქტს მოერიდა, მაგრამ ეკას კომენტარების მერე შალვა ამ სტატუსის ქვეშ აღარ ''გამოჩენილა'', ეკასთან დებატებში არ შესულა.
- შალვა, შენი ფეისბუქსტატუსი ვნახეთ, ქართველ შემსრულებლებს აკრიტიკებდი, რომელსაც ნუკა გვალიას ვიდეო დაურთე. ეკა კვალიაშვილი გამოგეხმაურა...
- მართლა? არ წამიკითხავს. რას წერს?
- მგონი, უმჯობესია ნახო და შემდეგ გააკეთო კომენტარი.
- ერთი წუთით... კატერინა კვალიაშვილია ეკა კვალიაშვილი?
- ეგ გახლავთ.
- ნუ, რა ვუყო, კვალიაშვილთან ხომ არ დავიწყებ კამათს. ბრაზიანი საუბარია ეს. მის კომენტარებს წავშლი, ლათინური ასოებით წერია. წესი მაქვს ასეთი, ლათინური შრიფტით დაპოსტილს ვშლი, ეკას მოუწევს ქართულად წერა.
- შალვა, ნუკას ვიდეო რატომ დაურთე ტექსტს?
- მიუხედავად იმისა, რომ ამ გოგონას აქვს კარგი ვოკალური ტექნიკა, ჩემი აზრით, ის უიტნის სიმღერას არ უნდა მღეროდეს. ეს ჩემი აზრია. ეკას კომენტარები არც წამიკითხავს, მაგრამ რაც უნდა ყოფილიყო, არ მინდა მასთან კამათი. ერთია იყო კარგი ვოკალური ტექნიკის მქონე მომღერალი და მეორეა, აფასებდე მუსიკას, როგორც შოუბიზნესში რაღაცის გამკეთებელი ადამიანი. ნუკას საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. უბრალოდ, ვთქვი ის, რაც ვთქვი.

რა თქმა უნდა, ეკა კვალიაშვილსაც დავუკავშირდი, თუმცა მან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 47 /
ვახო
ეკა მაგარი გოგო ხარ. გილოცავ ბზობას . გაიხარე
18:48 / 29-04-2013
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
ნეტა ვინ ეკითხე ამ ცინიზმით სავსე ჟურნალისტს და ვის აინტერესებს მისი აზრი, ყველგან ცხვირს რო ყოფს, როგორ შეიზლება ამაზე კემათი რო ნუკა გვალია მართლა არაჩვეულებრივი გოგოა და კიდევ ერთი მშვენიერი მომღერალი შეგვემატა
18:44 / 29-04-2013
გამოხმაურება / 0 /
სვანი
შალვას ვეთანხმები მე პირადად .. თანაც მას არაფერი დაუწერია ირონიით .. და არც არავისთვის უკადრებია რამე .. არც კვალიაშვილი მომწონდა ოდესმე და არც რამიშვილისადმი ვიყავი სიმპათიით განწყობილი, მაგრამ შალვამ ბოლო-ბოლო რადიო 105 გვაჩუქა .. რეალური მიზეზი შალვას პოსტისა კი ის იყო რომ ქართულად აღარ მღერიან, მეტიც სიმღერებსაც აღარ წერენ .. მხოლოდ ვაკის პარკი და 33ა შემორჩა ..
18:28 / 29-04-2013
გამოხმაურება / 0 /
tedo-re
ასეთი ზუსტი შეფასება შალიკოსთვის ჯერ არავის გაუბედნია...)))ბრავო ქ-ნო ეკა.(თუმცა რაღაცეების დამატება კიდევ შეიძლება,მაგრამ ეს კაცი ამად არ ღირს.)
18:07 / 29-04-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანი.
შალვას ვეთანხმები 100% -ით. გულით მინდა ქართველებმა ქართულად იმღერონ.და იქ დავინახო მათი ნიჭი, განსაკუთრებით კონკურსებზე. და რა თქმა უნდა ერთი უცხოური სიმღერას შეიძლება....
18:00 / 29-04-2013
გამოხმაურება / 0 /
ალექს
შალვას ნაწილობრივ ვეთანხმები. თუმცა ნუკა გვალიამ არაჩვეულებრივად შეასრულა,უიტნი ჰიუსტონის, სიმღერა და ღირსეულად დაიმსახურა დარბაზის ოვაციები!!! ეკა კვალიაშვილის აღშფოთებაც აბსოლუტურად ლოგიკურია, რა თქმა უნდა, ნუკას ვიდეოს არ უნდა დართვოდა შალვას პოსტი... ეს, მართლაც არ არის კარგი საქციელი.....
17:22 / 29-04-2013
გამოხმაურება / 0 /
გენიოსი
ის სიმღერა რაც ნუკამ შეასრულა კლასიკად ქცეული სიმღერაა შესაბამის მიმდინარეობაში და ყველას შეუძლია შეასრულოს ეს ნაწარმოები ცისაც ასე თუ ისე სეცწევს უნარი ამ სიმღერის შესრულების შმდეგ მსმენელი შეაფასებს ვინ ცუდად მღერის და ვინ კარგად.ოპერებში სოლო პარტიები კონკრეტული მომღერლებისთვის იწერებოდა და დღემდე ყველა მღერის იმ სოლო პარტიებს,რა აღაუნ უნდა იმღერონ და დიხუროს მსოფლიოში ოპერები?! ის ხომ კარუზოსთვის,ჯილისთვის და კიდევ ბევრისთვის დაირერა. ასე ინება და არის უკვე ამ მიმდინარეობაშიც ეს ისმღერები უკვდავია და მას ძალიან ბევრი შეასრულებ მომავალსიც.
16:44 / 29-04-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS