27 აპრილი, 2013
''რასაც ახლა შენ ჩალიჩობ, არაკაცობაა''
''რას ვხედავთ ქართულ კონკურსებზე?! მიმბაძველი გოგონები აკეთებენ პაროდიას სტარებისა. მღერიან იმაზე, რაც არ განუცდიათ და არ უგრძნიათ და ჰგონიათ, რომ სწორად აღებული მაღალი ნოტი წარმატების გარანტიაა''. მინდა, იმ პოსტის შესახებ მოგითხროთ, რომელიც შალვა რამიშვილმა ''ფეისბუქის'' საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა და ეკა კვალიაშვილის აღშფოთება გამოიწვია.

''კიდევ და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რატომ არ მომწონს, როცა კარგი ვოკალური ტექნიკის მქონე დამწყები ქართველი მომღერლები ასრულებენ უიტნი ჰიუსტონის, გლედის ნაითის და სხვა სოულდივების სიმღერებს. რა არის მომღერლის ხიბლი?! მე ჩემს აზრს
მოგახსენებთ:
მაგარია მომღერალი არა იმიტომ, რომ დიაპაზონი აქვს დიდი ან კარგად აკეთებს მელიზმებს ან დეტონაცია არ ეპარება და სწორად სუნთქავს. ამის სწავლა შეიძლება. ეს ამ საქმის ყველა სპეციალისტმა იცის. მაგარია მომღერალი მაშინ, როცა შესრულებისას ის შოუს აწყობს. როცა მას ესმის სიმღერის ხასიათი და ვოკალური დრამატურგიის და არტისტიზმის მეშვეობით გაჯერებს, რომ შესრულებისას ის განიცდის იმას, რასაც მღერის. რომ სიმღერა მისი ცხოვრების ამსახველი ნაწილია, რომ ის, რასაც მღერის არა მარტო ნოტებისაგან, არამედ ეგზისტენციური ვნებებისაგან შედგება. აი, ამიტომ იყვნენ მაგარი ზემოთ ჩამოთვლილი ვარსკვლავები.
რას ვხედავთ ქართულ კონკურსებზე?! მიმბაძველი გოგონები აკეთებენ პაროდიას სტარებისა. მღერიან იმაზე, რაც არ განუცდიათ და არ უგრძნიათ და ჰგონიათ, რომ სწორად აღებული მაღალი ნოტი წარმატების გარანტიაა. არადა, არც გარეგნობა აკლიათ და არც უსმენობას უჩივიან. მათ უნდა იმღერონ იმაზე, რაც თავს გადახდენიათ. იმღერონ იმ ენაზე, რომელზეც ისინი სიყვარულში უტყდებიან, რომლითაც ხუმრობენ, ილანძღებიან, ემოციებს გამოხატავენ.
ეს იმდენად ცხადია ჩემთვის, რომ მიკვირს, რატომ არ ასწავლიან აღნიშნულს კონკურსის მესვეურები''.

შალვა რამიშვილმა ''ფეისბუქზე'' გამოქვეყნებულ ამ პოსტს ზედ ''საქართველოს ვარსკვლავის'' ახალი სეზონის ერთ-ერთი მონაწილის, ეკა კვალიაშვილის ქალიშვილის, ნუკა გვალიას ვიდეო დაურთო, სადაც ის სწორედ უიტნი ჰიუსტონის სიმღერას ასრულებს.

ეს არ გამორჩენია ეკა კვალიაშვილს და ტელეწამყვანს ვალში არ დარჩა. აი, მისი კომენტარებიც:
''შალვა, რასაც ახლა შენ ჩალიჩობ, ეს არაკაცობაა. დარწმუნებული ვარ, ახლა ზიხარ და ამ კომენტარებზე ხალისობ. ამას ენერგეტიკული ვამპირიზმი ჰქვია. მე ნუ დამეტაკები, არ გინდა, დამიჯერე!!! თქვენ კი, აგრესიულო და შურიანო ხალხო, გაიგეთ, რომ ეს ადამიანი კაიფობს თქვენი სისუსტეებით, ასე ერთობა. ნუ გახდებით ჯამბაზები. შალვა, უამრავი რამ მაქვს მოთმენილი ამ ცხოვრებაში, რაც მე შემეხებოდა, მაგრამ გაფრთხილებთ, ნუკას ნუ შეეხებით. გაიგოს მან, ვისაც ეხება. დანარჩენებს გმადლობთ მხარდაჭერისთვის. ეს კაცუნა კი ავანტიურისტია''.

''შალვა, როდის აქეთ გახდი ასეთი განსწავლული სასიმღერო ხელოვნების ზუსტ, ნიუანსურ კრიტიკაში? იქნებ, მეც მასწავლო, სიმღერა როგორ უნდა? რა არის არტისტიზმი, ან სასიმღერო ხელოვნება? ალბათ ჩემზე მეტი იცი და სულ ტყუილად მიმღერია 35 წელი. იქნებ, ვიარო შენთან გაკვეთილებზე სიმღერის შესრულებაში. ერთს გეტყვი, საყვარელო, შენ კარგი ბიჭი ხარ და გააკეთე შენი საქმე იქ, სადაც არავინ შეგედავება. ყველაფერში შავი პიარშიკის იმიჯი, დამიჯერე, არ გამოგადგება და არც გიხდება კაცობის თვალსაზრისით. შენ მე კარგად მიცნობ და იცი, რომ მე არ შემეშლებოდა გადაწყვეტილება, როდის უნდა დამდგარიყო სცენაზე ჩემი შვილი! მეცინება შენი მუსიკალური კრიტიკის წაკითხვისას. იმ დივებმა, შენ რომ ჩამოთვალე, საფეხურები გაიარეს და ისე გახდნენ დივები. ასე რომ, სადაც გინდა, იქ გავმართოთ დებატები ამ საკითხზე და გავარჩიოთ თითოეული ფრაზა ''შენი ნააზრევიდან''. მაგრამ... შენთან რა ვარჩიო, მე ამ საქმის პროფესიონალი სპეციალისტები თუ დამიმტკიცებენ შენს სიმართლეს. მაგრამ, ვერც ეგენი ვერ დაამტკიცებენ, რადგან არ ხარ მართალი. ამიტომ, მიხედე შენს საქმეს და ნუ იქნები ყოველთვის ნეგატიური, ყველაფერში პროფესიონალი, ვითომ ყველაფერი იცი. პატივისცემით, ეკა კვალიაშვილი''.
არ ვიცი, შალვამ უბრალოდ უკან დაიხია თუ ეკასთან კონფლიქტს მოერიდა, მაგრამ ეკას კომენტარების მერე შალვა ამ სტატუსის ქვეშ აღარ ''გამოჩენილა'', ეკასთან დებატებში არ შესულა.
- შალვა, შენი ფეისბუქსტატუსი ვნახეთ, ქართველ შემსრულებლებს აკრიტიკებდი, რომელსაც ნუკა გვალიას ვიდეო დაურთე. ეკა კვალიაშვილი გამოგეხმაურა...
- მართლა? არ წამიკითხავს. რას წერს?
- მგონი, უმჯობესია ნახო და შემდეგ გააკეთო კომენტარი.
- ერთი წუთით... კატერინა კვალიაშვილია ეკა კვალიაშვილი?
- ეგ გახლავთ.
- ნუ, რა ვუყო, კვალიაშვილთან ხომ არ დავიწყებ კამათს. ბრაზიანი საუბარია ეს. მის კომენტარებს წავშლი, ლათინური ასოებით წერია. წესი მაქვს ასეთი, ლათინური შრიფტით დაპოსტილს ვშლი, ეკას მოუწევს ქართულად წერა.
- შალვა, ნუკას ვიდეო რატომ დაურთე ტექსტს?
- მიუხედავად იმისა, რომ ამ გოგონას აქვს კარგი ვოკალური ტექნიკა, ჩემი აზრით, ის უიტნის სიმღერას არ უნდა მღეროდეს. ეს ჩემი აზრია. ეკას კომენტარები არც წამიკითხავს, მაგრამ რაც უნდა ყოფილიყო, არ მინდა მასთან კამათი. ერთია იყო კარგი ვოკალური ტექნიკის მქონე მომღერალი და მეორეა, აფასებდე მუსიკას, როგორც შოუბიზნესში რაღაცის გამკეთებელი ადამიანი. ნუკას საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. უბრალოდ, ვთქვი ის, რაც ვთქვი.

რა თქმა უნდა, ეკა კვალიაშვილსაც დავუკავშირდი, თუმცა მან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 47 /
მუსიკოსი
შალვამ სწორი შენიშვნა მისცა დამწყებ მომღერლებსა და ჟიურის წევრებს. ქართულად მომღერალ ადამიანებსაც უნდა მიეცეთ ამ კონკურსებში მონაწილეობის უფლება. ინგლისურად ყველა მღერის, ქართულად კი მარტო ჩვენ და ამასაც უკვე აღარ კადრულობენ, რადგან გოიმობა ჰგონია ზოგიერთს. რაც შეეხება ეკასა და მის ქალიშვილს, მართლაც შესანიშნავად მღერიან და როგორც მივხვდი, შალვა ნუკას მონაცემებს ეჭვის ქვეშ ნამდილად არ აყენებდა. მართალია, პროფესიონალი არ არის, მაგრამ კარგი რჩევა მისცა მომღერლებს.
21:14 / 29-04-2013
გამოხმაურება / 0 /
კატო
საოცარი ქვეყანა ვართ. ვინც ეკრანზე გამოჩნდა ყველაფრის ექსპერტობაზე აქვს პრეტენზია. შალვა თუ მუსიკაშიც კომპეტენტური იყო არ ვიცოდი.:)) შალვა-მუსიკის ექსპერტი,(ფიზიკის ფაკულტეტზე მარადმწვანე სტუდენტობის პარალელურად ალბათ კონსერვატორიაშიც ასწრებდა განათლების მიღებას. ია ფარულავა- ფსიქოლოგიის დედაა ( კიდვ კარგი მამარდაშვილი და ფროიდი ვერ მოესწრნენა ამ მოვლენას), ....... ყველას ჩამოთვლას ერთი ვრცელი სტატია უნდა.
20:41 / 29-04-2013
გამოხმაურება / 0 /
ვაკო
ეკა უმაგრესი მომჰერალია,ვერ სჰეედრება საკარტველოსჰი ვერავინ !!
20:34 / 29-04-2013
გამოხმაურება / 0 /
კეთილი სურვილებით
სულ ტყუილი აჟიოტაჟია ატეხილი. ბოროტად არაფერი უთქვამს შალვას. აზრის გამოთქმის უფლება ყველას აქვს. მე ნუკას ადგილზე დავუფიქრდებოდი ყველა შენიშვნას და მგონია დედა უფრო ცუდ სამსახურს უწევს ამჯერად. ნუკა მართლაც კარგი გოგოა. მე მომწონს მისი ნამგერიც,უშუალობაც და თავმდაბლობაც, რასაც ვერ იტყვი დედაზე. ნუკას ვურჩევ რჩევა ჰკითხოს უსაყვარლეს ქალბატონს, მარიკა კვალიაშვილს და მისი აზრი გაითვალისწინოს.
20:29 / 29-04-2013
გამოხმაურება / 0 /
ბესიკ დუღაშვილი
ვინაა ეკა კვალიაშვილი ვიცი, ძირის ძირამდე. აი, შალვა ვინაა, რას წარმოადგენს ის გამაგებინეთ.. ერთი ინტრიგანი, მედროვე, ფულზე დახარბებული კაცუნაა!
19:41 / 29-04-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ნუკა დამწყები მომღერალია და ბევრ ძველ მომღერალს სჯობია.ნუ დაახრჩობთ მიეცით გზა მომავალს! ეკა კვალიაშვილი კი ქართული სიმღერის ოსტატია და იქნებ არ შეეშალოს შვილისათვის მიმართულების მიცემა!!!
19:28 / 29-04-2013
გამოხმაურება / 0 /
ოოეეე
ნუკა ძალიან კარგად მღერის. (უფრო კარგად ვიდრე ჟიურის ზოგიერთ წევრი) მაგრამ შალვას ვეთანხმები დამწყებ მომღერლებს ზოგადად ინგლისური გამოთქმა არ უვარგათ და საშინელი დიალექტი აქვთ
19:08 / 29-04-2013
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
კიდევ უნდა ავღნიშნო, რომ თვითონ ეკა ნამდვილად იყო და არის ქართული სიმღერის მშვენება
19:05 / 29-04-2013
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
შალვა სწორს ამბობს. ის არ იწუნებს მონაცემებს, ვოკალს და ა.შ., მაგრამ სულ ენის ჩლექვა უცხოურად არ გეხამუშებათ?! რას იზამ, ბევრი ფიქრობს (თუმცა არ იცნობს), რომ ვაჟა-ფშაველა ქალამნებიანი გოიმია. გოიმი -კი ცხადია ვინც არის.
19:02 / 29-04-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ვეტანხმები შალვას.ასე მგონია ბევრის სათქმელი თქვა.
18:55 / 29-04-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS