27 აპრილი, 2013
''რასაც ახლა შენ ჩალიჩობ, არაკაცობაა''
''რას ვხედავთ ქართულ კონკურსებზე?! მიმბაძველი გოგონები აკეთებენ პაროდიას სტარებისა. მღერიან იმაზე, რაც არ განუცდიათ და არ უგრძნიათ და ჰგონიათ, რომ სწორად აღებული მაღალი ნოტი წარმატების გარანტიაა''. მინდა, იმ პოსტის შესახებ მოგითხროთ, რომელიც შალვა რამიშვილმა ''ფეისბუქის'' საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა და ეკა კვალიაშვილის აღშფოთება გამოიწვია.

''კიდევ და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რატომ არ მომწონს, როცა კარგი ვოკალური ტექნიკის მქონე დამწყები ქართველი მომღერლები ასრულებენ უიტნი ჰიუსტონის, გლედის ნაითის და სხვა სოულდივების სიმღერებს. რა არის მომღერლის ხიბლი?! მე ჩემს აზრს
მოგახსენებთ:
მაგარია მომღერალი არა იმიტომ, რომ დიაპაზონი აქვს დიდი ან კარგად აკეთებს მელიზმებს ან დეტონაცია არ ეპარება და სწორად სუნთქავს. ამის სწავლა შეიძლება. ეს ამ საქმის ყველა სპეციალისტმა იცის. მაგარია მომღერალი მაშინ, როცა შესრულებისას ის შოუს აწყობს. როცა მას ესმის სიმღერის ხასიათი და ვოკალური დრამატურგიის და არტისტიზმის მეშვეობით გაჯერებს, რომ შესრულებისას ის განიცდის იმას, რასაც მღერის. რომ სიმღერა მისი ცხოვრების ამსახველი ნაწილია, რომ ის, რასაც მღერის არა მარტო ნოტებისაგან, არამედ ეგზისტენციური ვნებებისაგან შედგება. აი, ამიტომ იყვნენ მაგარი ზემოთ ჩამოთვლილი ვარსკვლავები.
რას ვხედავთ ქართულ კონკურსებზე?! მიმბაძველი გოგონები აკეთებენ პაროდიას სტარებისა. მღერიან იმაზე, რაც არ განუცდიათ და არ უგრძნიათ და ჰგონიათ, რომ სწორად აღებული მაღალი ნოტი წარმატების გარანტიაა. არადა, არც გარეგნობა აკლიათ და არც უსმენობას უჩივიან. მათ უნდა იმღერონ იმაზე, რაც თავს გადახდენიათ. იმღერონ იმ ენაზე, რომელზეც ისინი სიყვარულში უტყდებიან, რომლითაც ხუმრობენ, ილანძღებიან, ემოციებს გამოხატავენ.
ეს იმდენად ცხადია ჩემთვის, რომ მიკვირს, რატომ არ ასწავლიან აღნიშნულს კონკურსის მესვეურები''.

შალვა რამიშვილმა ''ფეისბუქზე'' გამოქვეყნებულ ამ პოსტს ზედ ''საქართველოს ვარსკვლავის'' ახალი სეზონის ერთ-ერთი მონაწილის, ეკა კვალიაშვილის ქალიშვილის, ნუკა გვალიას ვიდეო დაურთო, სადაც ის სწორედ უიტნი ჰიუსტონის სიმღერას ასრულებს.

ეს არ გამორჩენია ეკა კვალიაშვილს და ტელეწამყვანს ვალში არ დარჩა. აი, მისი კომენტარებიც:
''შალვა, რასაც ახლა შენ ჩალიჩობ, ეს არაკაცობაა. დარწმუნებული ვარ, ახლა ზიხარ და ამ კომენტარებზე ხალისობ. ამას ენერგეტიკული ვამპირიზმი ჰქვია. მე ნუ დამეტაკები, არ გინდა, დამიჯერე!!! თქვენ კი, აგრესიულო და შურიანო ხალხო, გაიგეთ, რომ ეს ადამიანი კაიფობს თქვენი სისუსტეებით, ასე ერთობა. ნუ გახდებით ჯამბაზები. შალვა, უამრავი რამ მაქვს მოთმენილი ამ ცხოვრებაში, რაც მე შემეხებოდა, მაგრამ გაფრთხილებთ, ნუკას ნუ შეეხებით. გაიგოს მან, ვისაც ეხება. დანარჩენებს გმადლობთ მხარდაჭერისთვის. ეს კაცუნა კი ავანტიურისტია''.

''შალვა, როდის აქეთ გახდი ასეთი განსწავლული სასიმღერო ხელოვნების ზუსტ, ნიუანსურ კრიტიკაში? იქნებ, მეც მასწავლო, სიმღერა როგორ უნდა? რა არის არტისტიზმი, ან სასიმღერო ხელოვნება? ალბათ ჩემზე მეტი იცი და სულ ტყუილად მიმღერია 35 წელი. იქნებ, ვიარო შენთან გაკვეთილებზე სიმღერის შესრულებაში. ერთს გეტყვი, საყვარელო, შენ კარგი ბიჭი ხარ და გააკეთე შენი საქმე იქ, სადაც არავინ შეგედავება. ყველაფერში შავი პიარშიკის იმიჯი, დამიჯერე, არ გამოგადგება და არც გიხდება კაცობის თვალსაზრისით. შენ მე კარგად მიცნობ და იცი, რომ მე არ შემეშლებოდა გადაწყვეტილება, როდის უნდა დამდგარიყო სცენაზე ჩემი შვილი! მეცინება შენი მუსიკალური კრიტიკის წაკითხვისას. იმ დივებმა, შენ რომ ჩამოთვალე, საფეხურები გაიარეს და ისე გახდნენ დივები. ასე რომ, სადაც გინდა, იქ გავმართოთ დებატები ამ საკითხზე და გავარჩიოთ თითოეული ფრაზა ''შენი ნააზრევიდან''. მაგრამ... შენთან რა ვარჩიო, მე ამ საქმის პროფესიონალი სპეციალისტები თუ დამიმტკიცებენ შენს სიმართლეს. მაგრამ, ვერც ეგენი ვერ დაამტკიცებენ, რადგან არ ხარ მართალი. ამიტომ, მიხედე შენს საქმეს და ნუ იქნები ყოველთვის ნეგატიური, ყველაფერში პროფესიონალი, ვითომ ყველაფერი იცი. პატივისცემით, ეკა კვალიაშვილი''.
არ ვიცი, შალვამ უბრალოდ უკან დაიხია თუ ეკასთან კონფლიქტს მოერიდა, მაგრამ ეკას კომენტარების მერე შალვა ამ სტატუსის ქვეშ აღარ ''გამოჩენილა'', ეკასთან დებატებში არ შესულა.
- შალვა, შენი ფეისბუქსტატუსი ვნახეთ, ქართველ შემსრულებლებს აკრიტიკებდი, რომელსაც ნუკა გვალიას ვიდეო დაურთე. ეკა კვალიაშვილი გამოგეხმაურა...
- მართლა? არ წამიკითხავს. რას წერს?
- მგონი, უმჯობესია ნახო და შემდეგ გააკეთო კომენტარი.
- ერთი წუთით... კატერინა კვალიაშვილია ეკა კვალიაშვილი?
- ეგ გახლავთ.
- ნუ, რა ვუყო, კვალიაშვილთან ხომ არ დავიწყებ კამათს. ბრაზიანი საუბარია ეს. მის კომენტარებს წავშლი, ლათინური ასოებით წერია. წესი მაქვს ასეთი, ლათინური შრიფტით დაპოსტილს ვშლი, ეკას მოუწევს ქართულად წერა.
- შალვა, ნუკას ვიდეო რატომ დაურთე ტექსტს?
- მიუხედავად იმისა, რომ ამ გოგონას აქვს კარგი ვოკალური ტექნიკა, ჩემი აზრით, ის უიტნის სიმღერას არ უნდა მღეროდეს. ეს ჩემი აზრია. ეკას კომენტარები არც წამიკითხავს, მაგრამ რაც უნდა ყოფილიყო, არ მინდა მასთან კამათი. ერთია იყო კარგი ვოკალური ტექნიკის მქონე მომღერალი და მეორეა, აფასებდე მუსიკას, როგორც შოუბიზნესში რაღაცის გამკეთებელი ადამიანი. ნუკას საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. უბრალოდ, ვთქვი ის, რაც ვთქვი.

რა თქმა უნდა, ეკა კვალიაშვილსაც დავუკავშირდი, თუმცა მან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 47 /
გიორგი
აქ კიდევ მთავარი. ერთი რაღაც გამოგრჩათ... ზუსტად იმათ აღიარეს ვინც ჟიურიში იყო და წარმატებულებმა საქართველოში ხო? ხალხმაც აღიარა, როგორ ყველა იტყუება არა ტო? ))) სასაცილოა რა. თქვენ ხართ ჭკვიანები მაგ საქმეში და სხვამ არ იცის ასე გამოდის... პასუხები იცოცხლე მზად აქვს მიშას... მოდი მე ჩემად გეტყვი. არ წამიკითხავსო ლათინურად წერია და წავშლიო... შენც ხარ და რამეს არ წაიკითხავ რაა )))) ჭკვიანი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებ და შენი პოსტები რომ წავიკითხე თავი ბაგა-ბაღის დირექტორად ვიგრძენი და შენი კუტხეში დაყენება მომინდა ))) და ვინც ეთანხმება იმისი დასჯა კიდევ შენთან ერთად )) თავისი აზრი რომ არ ქონდა და რომ აგყვა იმიტომ ))) გთხოვთ ბოლომდე წაიკითხოთ გამოგადგებათ...
14:07 / 30-04-2013
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
ჩემს აზრს ვიტყვი და ძალიან არ მაინტერესებს მოხვდება თუ არა ვინმეს რა... უიტნიო ამბობთ. ბიონსეო და ასე შემდეგ, გამცეს პასუხი კომპეტენტურმა ამ საკითხში რა. მაინტერესებს გამოვიდა სცენაზე ეს ორი და ღუნდაც სხვა დივები და ვარკსვლავები იმღერეს თავისი სიმღერა და გახდნენ დივები? მათ ვინ ასწავლიდათ ნეტა? ან ვისი სიმღერა იმღერეს? დგეს პრიტანულ ტალანტებს უყურებს ვიგაც და მოსწონს ვიგაც მაიკლის ნამღერი როგორ იმღერა მან ფრედი მერკურის სიმღერა და არ მოსწონს ქართველის ნამღერი და რაგაც თითიდან გამოწოვილ სისულელეებს ბოდიალობს მართლა აქ, ის მაიკლი გახდა ვარსკვლავი მერე და დღეს ბომონდშია ხო. და რა დააშავა ნებისმიერმა ქართველმა, ოთო ჩემი მეგობარია და თქვით ეხლა მაგაზე რამე, ნემსაძეზე ვლაპარაკობ, ბავშობიდან ერთად გაზრდილები ვართ, ჯენის ჯოპლინს უსმენდა.. ჯო კოკერის სიმღერა იმღერა თუ ნებისმიერის მაგით გაიცნო ხალხმა და დღეს საამაყოა მთელი საქართველოსთვის და უკრაინისთვისაც უკვე თუ ვინმე უყურებს და აინტერესებს. გინდაც ნუკა დიდი მომავალი აქვს და უბრალოდ რატო ტო? რატო ამბობთ რომ ქართულად უნდა იმღეროს? გაიზრდება ჩამოყალიბდება და შეიუქმიან მერე და იმღერებს. ჯერ პოპულარობაა საჭირო. ტვინი გისკდება შალვა რომ გკითხოს კაცმა და მიპასუხე ერთი ოთარი ცუდია? და რითი დაიწყო თუ გახსოვს საერთოდ? ან ნებისმიერი ბავშვი რომელიც კარგად მღერის. პაროდია რაარის იცი საერთოდ? ერთია უბრალოდ ვინც ასე ფიქრობთ როგორც მიშა ასეთები ძალიან ცოტანი ხართ და ხელს ნუ უშლით განვითარებას თქვენი რეპლიკებით ბავშვებს... ყველას წარმატებას ვუსურვებ, ვისაც მუსიკა უყვარს ასეთ რაღაცას არ იტყვის... ბევრ სწორს აკეთებ შენს საქმეში და მეტის გირსებიც არიან ზოგიერთები ვისაც ეხები მიშა და მიხედე მაგ საქმეს...
14:00 / 30-04-2013
გამოხმაურება / 0 /
ციცინო მჭედლიშვილი
შალვა, ცუდი კაცი ხარ, ეტყობა დაბადებიდან მოგყვება ბოღმა...
10:56 / 30-04-2013
გამოხმაურება / 0 /
დუდა
შალვა არის ტ....ის მიმცემი ყოვლის მცოდნე და ეს მიცემაც კარგად იცის, შეეშვით ამ დასირებულ ცინიკოსს
08:03 / 30-04-2013
გამოხმაურება / 0 /
კვალიაშვილი რასაც თავის თავს უკეთებს, იმას სხვა, მტერიც ვერ გაუკეთებს.ნამდვილად ღალატობს გემოვნება, რაც "პროფილში", მისი ჩაცმის სტილსაც ეტყობოდა.
06:46 / 30-04-2013
გამოხმაურება / 0 /
გეგა აფრასიძე
არაფერი მაქვს საწინააღმდეგო არც ეკა კვალიაშვილის და მითუმეტეს მისი ქალიშვილის პირიქით გულშემატკივრობ ეკას, როგორც დიდ მომღერალს და მის გოგონას როგორც დამწყებს, მაგრამ შალვა რამიშვილი, მართალია.იმღერე ქართულად, ვიტნის, სიმღერა ქართველი მომღერალის შესრულებით რათქმაუნდა მისი პაროდია იქნება,როგორც ეკას, ქართული სიმღერა რომ შეასრულოს ინგლისურენოვანმა მომღერამა.ეკას, მხრიდან ესეთი გაბრაზება ალბად მის ემოციურ მდგარეობაზე მიუთითებს, რადგან ბევრი ცუდი გაუკეთეს ქართველმა მუსიკის "მამამთავრებმა"ამ "ნაცკულტურის" 9წლიან პერიოდში.
06:35 / 30-04-2013
გამოხმაურება / 0 /
მაია
აბსოლუტურად ვეტანხმები მუსიკოსს!
01:57 / 30-04-2013
გამოხმაურება / 0 /
მაკა
შალვა მართალია-იმღერონ ქართულად...
01:15 / 30-04-2013
გამოხმაურება / 0 /
რა არ მოგწონს ერთი შენ,ნეტა დაეტეოდე შენ ტყავში.უძლიერესი მონაცამენების გოგოა, უკეთესად თქვენ შეასრულეთ,ყველაფრისმცოდნეებო...ყველამ თავის საქმეს რომ მიხედოს, შეიძლება მაშინ ეშველოს ამ ქვეყანას რამე
00:46 / 30-04-2013
გამოხმაურება / 0 /
ტასო
მიშა მართალია
23:29 / 29-04-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS