26 ივნისი, 2013
რუსუდან ლაგვილავა - სოხუმელი დიზაინერი, რომელიც მუსლიმან ქალებს აცმევს
დედით ქართველმა და მამით რუსმა რუსუდანმა ისლამი მიიღო და მუსლიმანებისთვის დაიწყო სამოსის შექმნა. რუსუდან კობიაკოვა-ლაგვილავას შესახებ პირველად რამდენიმე წლის წინ გესაუბრეთ. მაშინ, როცა დამწყებმა დიზაინერმა, დედით ქართველმა და მამით რუსმა რუსუდანმა ისლამი მიიღო და მუსლიმანებისთვის დაიწყო სამოსის შექმნა.

დღეს მას საკუთარი შემოქმედებითი გაერთიანება აქვს - ''ლაბორატორია 13'' , საკუთარი ბრენდი - RUSIKO, აწყობს ჩვენებებს და ცოტა ხნის წინ პირადი ცხოვრებაც აიწყო.

რუსეთში რუსუდანს დიდ პატივს სცემენ, რადგან მისი შემოქმედებითი აღმავლობა სწორედ იქ დაიწყო. ის ცნობილი
რუსი დიზაინერის სლავა ზაიცევის ''მოდის ლაბორატორიის'' კურსდამთავრებულია.რუსეთის მოდის კვირეულზე ჰქონდა დებიუტი, როგორც დამოუკიდებელ დიზაინერს, და მისი გამოსვლა მოდის ანალიტიკოსებმა დადებითად შეაფასეს.

რუსუდანს ხშირად სთხოვენ ინტერვიუებს, რამდენიმე ამონარიდმა დამაინტერესა და მათ გთავაზობთ.

''აფხაზეთში დავიბადე. საბჭოთა კავშირის დანგრევისა და ჩემს სამშობლოში ომის დაწყების შემდეგ ჩემი ოჯახი მოსკოვთან ახლოს გადმოვიდა საცხოვრებლად. მამა რუსი მყავს, დედა - ქართველი. ორივენი ფიზიკოსები არიან, მამა მეცნიერებათა დოქტორია, დედა მეცნიერ-თანამშრომელია. დღემდე მუშაობენ სამეცნიერო ინსტიტუტში.
Rating
სკოლის დამთავრების შემდეგ მოსკოვში უმაღლესში ჩავაბარე და ეკონომიკური განათლება მივიღე, თუმცა ბავშვობიდან ვკერავდი, ვქსოვდი, ვქარგავდი. მაშინ ეს მხოლოდ გატაცება იყო. თანდათან ჰობი რაღაც უფრო დიდში გადაიზარდა და მივხვდი, რომ მინდოდა, სერიოზულად მომეკიდა ამისთვის ხელი. უნივერსიტეტის შემდეგ ოთხი წელი ვსწავლობდი სამკერვალო-ტექნოლოგიურ კოლეჯში. მერე იყო ზაიცევის ლაბორატორია...

19 წლის ვიყავი, როცა ისლამი მივიღე. ჩემი მაჰმადიანური სახელი ჯამილაა. თანდათან შეიცვალა ჩემი გარდერობიც, მერე კი იმას შევეჩეხე, რომ ძნელია ისეთი ტანსაცმლის მოძებნა, რომელიც მოდურიც იქნება და მუსლიმანურ კანონებსაც დაემორჩილება. ასე მივედი აღმოსავლურ თემატიკამდე და მისი განვითარება დავიწყე.
Rating
გარდა ამისა, ჩემს კოლექციებში 1920-იანი წლების სტილის სათავეებიც ჩანს - არტ-დეკო. ვგიჟდები ამ პერიოდზე, ის ჩემი შთაგონების წყაროა. ჩემი სადიპლომო და შემდეგი კოლექციებიც მუსლიმანი ქალებისთვის არის განკუთვნილი.

კარიერასთან ერთად, პირადი ცხოვრებისთვისაც მოვიცალე. ჩემი ქმარი 15 წლით არის ჩემზე უფროსი. პატარა ქალიშვილი გვყავს, ორი წლის. ეს ჩემი პირველი შვილია, ქმარს კი პირველი ქორწინებიდან სამი მოზრდილი შვილი ჰყავს'' .
Rating
თქვენი ბუკლიკოსთვის კი გულდასაწყვეტი ის აღმოჩნდა, რომ ქართველი დედის მიუხედავად, რუსუდანი თავს აფხაზად მიიჩნევს და აფხაზეთს თავის სამშობლოდ და ცალკე ქვეყნად მოიხსენიებს:

''რუსეთის მოდის კვირეულში ვმონაწილეობდი, როგორც დიზაინერი აფხაზეთიდან. სიამაყით წარმოვადგინე ჩემი ქვეყანა. აფხაზეთი ახალგაზრდა სახელმწიფოა ათასწლოვანი ისტორიით და ეს-ესაა შეუდგა დამოუკიდებელ გზას. მინდა, რომ მთელმა მსოფლიომ იცოდეს ჩემს სამშობლოზე და იქ მცხოვრებ ხალხზე. სამომავლოდაც იმაზე ვფიქრობ, რომ საფირმო მაღაზიები გავხსნა მოსკოვსა და სოხუმში'' .

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 58 /
ია
ეჭვი მეპარება, მას ქართული სისხლი ჰქონდეს,ღმერთმა გვაშოროს ასეთი ქართველები. ყველა რელიგიას პატივს ვცემ,მაგრამ,ადამიანი მამა-პაპის რწმენას რომ უარყოფს და სხვა სარწმუნოებაზე გადავა,მოღალატედ მიმაჩნია.არ აქვს მნიშვნელობა,მუსულმანი შეიცვლის სარწმუნოებას თუ ქრისტიანი.ორივე შემთხვევაში სარწმუნოების და ერის გამყიდველია.
13:59 / 27-06-2013
გამოხმაურება / 0 /
კ.კ.
ნამდვილი ნაგავია...
13:56 / 27-06-2013
გამოხმაურება / 0 /
მაიკო
შეიძლება კარგი დიზაინერია, მაგრამ სარწმუნოება რატომ შეიცვალა, თავისზე უფროსი ცოლ-შვილიანი კაცის გამო? ან საერთოდ აფხაზეი როგორაა თუ დედა ქართველი ყავს და მამა რუსი? ისე რწმენის ტავისუფლებაა და რაც უნდა ის იწამოს, ვისი რა საქმეა
13:12 / 27-06-2013
გამოხმაურება / 0 /
აჰმადი
თქვენ ქვესველიებო ვის რა გინდათ და ვინ გეკითხებათ ვინ რა რელიგიის იქნება.
12:16 / 27-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ძია
გადაჯიშებული. გადაჯიშდი, შენი ტვინიც ...!
11:14 / 27-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ნენო
ნენეს გასაგონად რა მეგრელებს გადაწვდი? გააფხაზებული სხვა კუთხის ხალხი არ გაგიგონიათ?
09:05 / 27-06-2013
გამოხმაურება / 0 /
იკა
რა წუნკალი გამოხედვაც გაქვს, სულიც ისეთი გაქვს. რჯულისა და სამშობლოს გამყიდველო
08:25 / 27-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ნია
ჟურნალმა "რეიტინგმა" სხვა ვერავინ მონახა ინტერვიუსთვის ამ უჯიგრო და გადაგვარებული ქალის გარდა. ოღონდ კი ჟურნალის გვერდები შეავსოღ და არ დაეძებენ რას წერენ ან რას ბოდავენ, არც ჟურნალისტური ეთიკა ანაღვლებთ არვ აადამიანური მორალი...
08:20 / 27-06-2013
გამოხმაურება / 0 /
კრისტი
მინდა გაგლანძღო, მაგრამ ვერ ვპოულობ სიტყვებს ამისათვის. მე თვითონ აფხაზეთიდან ვარ. სარწმუნოების შეცვლისათვის და აფხაზეთის ცალკე სახელმწიფოდ მოხსენიებისათვის ღირსი ხარ იმ ლანძღვის, რასაც ახლა ისმენ შენ ქართველი ხალხისაგან უტვინო ქალო.
05:38 / 27-06-2013
გამოხმაურება / 0 /
წადი შენი..
04:16 / 27-06-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS