26 ივნისი, 2013
რუსუდან ლაგვილავა - სოხუმელი დიზაინერი, რომელიც მუსლიმან ქალებს აცმევს
დედით ქართველმა და მამით რუსმა რუსუდანმა ისლამი მიიღო და მუსლიმანებისთვის დაიწყო სამოსის შექმნა. რუსუდან კობიაკოვა-ლაგვილავას შესახებ პირველად რამდენიმე წლის წინ გესაუბრეთ. მაშინ, როცა დამწყებმა დიზაინერმა, დედით ქართველმა და მამით რუსმა რუსუდანმა ისლამი მიიღო და მუსლიმანებისთვის დაიწყო სამოსის შექმნა.

დღეს მას საკუთარი შემოქმედებითი გაერთიანება აქვს - ''ლაბორატორია 13'' , საკუთარი ბრენდი - RUSIKO, აწყობს ჩვენებებს და ცოტა ხნის წინ პირადი ცხოვრებაც აიწყო.

რუსეთში რუსუდანს დიდ პატივს სცემენ, რადგან მისი შემოქმედებითი აღმავლობა სწორედ იქ დაიწყო. ის ცნობილი
რუსი დიზაინერის სლავა ზაიცევის ''მოდის ლაბორატორიის'' კურსდამთავრებულია.რუსეთის მოდის კვირეულზე ჰქონდა დებიუტი, როგორც დამოუკიდებელ დიზაინერს, და მისი გამოსვლა მოდის ანალიტიკოსებმა დადებითად შეაფასეს.

რუსუდანს ხშირად სთხოვენ ინტერვიუებს, რამდენიმე ამონარიდმა დამაინტერესა და მათ გთავაზობთ.

''აფხაზეთში დავიბადე. საბჭოთა კავშირის დანგრევისა და ჩემს სამშობლოში ომის დაწყების შემდეგ ჩემი ოჯახი მოსკოვთან ახლოს გადმოვიდა საცხოვრებლად. მამა რუსი მყავს, დედა - ქართველი. ორივენი ფიზიკოსები არიან, მამა მეცნიერებათა დოქტორია, დედა მეცნიერ-თანამშრომელია. დღემდე მუშაობენ სამეცნიერო ინსტიტუტში.
Rating
სკოლის დამთავრების შემდეგ მოსკოვში უმაღლესში ჩავაბარე და ეკონომიკური განათლება მივიღე, თუმცა ბავშვობიდან ვკერავდი, ვქსოვდი, ვქარგავდი. მაშინ ეს მხოლოდ გატაცება იყო. თანდათან ჰობი რაღაც უფრო დიდში გადაიზარდა და მივხვდი, რომ მინდოდა, სერიოზულად მომეკიდა ამისთვის ხელი. უნივერსიტეტის შემდეგ ოთხი წელი ვსწავლობდი სამკერვალო-ტექნოლოგიურ კოლეჯში. მერე იყო ზაიცევის ლაბორატორია...

19 წლის ვიყავი, როცა ისლამი მივიღე. ჩემი მაჰმადიანური სახელი ჯამილაა. თანდათან შეიცვალა ჩემი გარდერობიც, მერე კი იმას შევეჩეხე, რომ ძნელია ისეთი ტანსაცმლის მოძებნა, რომელიც მოდურიც იქნება და მუსლიმანურ კანონებსაც დაემორჩილება. ასე მივედი აღმოსავლურ თემატიკამდე და მისი განვითარება დავიწყე.
Rating
გარდა ამისა, ჩემს კოლექციებში 1920-იანი წლების სტილის სათავეებიც ჩანს - არტ-დეკო. ვგიჟდები ამ პერიოდზე, ის ჩემი შთაგონების წყაროა. ჩემი სადიპლომო და შემდეგი კოლექციებიც მუსლიმანი ქალებისთვის არის განკუთვნილი.

კარიერასთან ერთად, პირადი ცხოვრებისთვისაც მოვიცალე. ჩემი ქმარი 15 წლით არის ჩემზე უფროსი. პატარა ქალიშვილი გვყავს, ორი წლის. ეს ჩემი პირველი შვილია, ქმარს კი პირველი ქორწინებიდან სამი მოზრდილი შვილი ჰყავს'' .
Rating
თქვენი ბუკლიკოსთვის კი გულდასაწყვეტი ის აღმოჩნდა, რომ ქართველი დედის მიუხედავად, რუსუდანი თავს აფხაზად მიიჩნევს და აფხაზეთს თავის სამშობლოდ და ცალკე ქვეყნად მოიხსენიებს:

''რუსეთის მოდის კვირეულში ვმონაწილეობდი, როგორც დიზაინერი აფხაზეთიდან. სიამაყით წარმოვადგინე ჩემი ქვეყანა. აფხაზეთი ახალგაზრდა სახელმწიფოა ათასწლოვანი ისტორიით და ეს-ესაა შეუდგა დამოუკიდებელ გზას. მინდა, რომ მთელმა მსოფლიომ იცოდეს ჩემს სამშობლოზე და იქ მცხოვრებ ხალხზე. სამომავლოდაც იმაზე ვფიქრობ, რომ საფირმო მაღაზიები გავხსნა მოსკოვსა და სოხუმში'' .

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 58 /
აუ
აუ რა გველაძუას თვალები აქვს ამ ბაბაიაგას.მოაშორეთ აქედან
18:09 / 27-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ოლიკო
ქეთევანის წამების თარიღია 1624 წლის 12 სექტემბერი. როდესაც ჯალათები სახლში მოადგნენ თავიდან ქეთევანს მოუთხოვია დრო რათა თავის სამლოცველოში ელოცა. ამის შემდეგ ის გაიყვანეს მოედანზე, გააშიშვლეს და იქვე ცეცხლში გახურებული შანთებით აწამეს. როდესაც იგი დაეცა, იგი შვილდის საბელით დაახრჩვეს. ეს ის ქართველი ქალი,რომელმაც არ შეიცვალა სარწმუნეობა
16:46 / 27-06-2013
გამოხმაურება / 0 /
დავიდ
რწმენის და სამშობლოს გამყიდველი. რატომ წერთ მართლა ასეთ უაზრო არარაობებზე?
16:02 / 27-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ნია
როგორ აკლია. სულით გამყიდველი, ყველაფრის გამყიდველი საცოდავი არსება.
16:00 / 27-06-2013
გამოხმაურება / 0 /
77
თადაც არ იცის ვინ არის. აფხაზეთი სახელმწიფოაო, რა სასაცილოა, აფხაზეთი ჯუნგლებად აქციეს მაგ უნიათო და მუქთამჭამელმა აფხაზებმა.ნეტა რა მოიგეს ჩვენი იქ არ ყოფნით, არაფერი, პირიქით,პირველყოფილებად იქცნენ. ქართველები დოვლათს ქმნიდნენ და , საერთოდ, ცხოვრება დუღდა აფხაზეთში.
15:15 / 27-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ფუუიამის
რა მახინჯი სიფატი აქვს ად როგორ იყურება, მარტლა წუნკალაა, კარგად უწოდეს აქ! ამას დღეში 10 X ვცემდი როზგიტი და ისე გავაგდებდი ტავის აფხაზეტში, მარა ვის დაკარგვია, რატ უნდატ, ნაზირალა! ტავაი სისხლი ტუ არ უნდა სხვა ამას როგორ მიირებს, ტავის ერის გამყიდველს! ტუმცა იაური აფხაზები სულ ეგეტები არიან, ნამდვილი აფხაზი იქ სულ რამოდენიმეა
14:44 / 27-06-2013
გამოხმაურება / 0 /
აჰმადი ს
აჰმადი, ჩვენი საქმე მარტლა არაა ვინ რა რელიგიას მიიღებს, ტავად იცოდნენ მარა ზრადდასრულებული ადამიანი, რომელსაც აფხაზი არავინ ყავს და გაიზახის აფხაზი ვარო ის ნორმალური როგორაა ტქვი ერტი?!ეს არის ჩამოყალიბებული ასატიანის პაციენტი და აქ რატომ უძღვნიან სტატიას ეს მაინტერსებს?რას ემსახურება?
14:38 / 27-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ლოლ
ვავაა, რამდენი გიჟი დადის ქვეყნად! დედიტ ქარტველი მამიტ რუსი რანაიარდაა ახლა აფხაზი? ვინმემ უტხრაიტ ამ დაუნს რამე რააა! ტუ მეგრულმა სისხლმა უყივლა, რა ქნას, ეგენი არ არიან დღევანდელი 'აფხაზები' სულ? ეგენი რომ არ ყოფილიყვენნე ერტხამდ გააფახეზებულები აფხაზები სად არიან დღეს? 10 000 კაციც კი არა! გამყიდველი ქარტველები ქვიატ მაგატ!გააასახლეტ ეს ნაზიარა ქალი 'თავის'' აფხაზეტში, ტუმც იქ არავინ იწვევს! მიკვირს ასეტ ხალხს რომ უტმობტ რუბრიკას, არც ტქვენ ხარტ უკეტესი
14:34 / 27-06-2013
გამოხმაურება / 0 /
1234
რატომ ღელავს ჩვენი ჟურნალისტი საქართველოს რომ არ ახსენებს და არ აღიარებს სამშობლოდ? დარწმუნებული ვარ ყველა ქართველს გაუტყდებოდა ასეთი ნაგავი ქალის გამო,მაგას არც გააჭაჭანებენ საქართველოში იცის და არც ახსენებს არც კარგად არც ცუდათ
14:28 / 27-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ბობი ბრაუნი
მამა რუსი მყავსო,დედაო,ქართველიო.და მე აფხაზი ვარო?...აფხაზი როგორ გამოდის ტო...თუ ვინმე აფხაზი მიეხმარა მამამის მის გაკეთებაში სხვა საქმეა...
14:22 / 27-06-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS