26 ივნისი, 2013
რუსუდან ლაგვილავა - სოხუმელი დიზაინერი, რომელიც მუსლიმან ქალებს აცმევს
დედით ქართველმა და მამით რუსმა რუსუდანმა ისლამი მიიღო და მუსლიმანებისთვის დაიწყო სამოსის შექმნა. რუსუდან კობიაკოვა-ლაგვილავას შესახებ პირველად რამდენიმე წლის წინ გესაუბრეთ. მაშინ, როცა დამწყებმა დიზაინერმა, დედით ქართველმა და მამით რუსმა რუსუდანმა ისლამი მიიღო და მუსლიმანებისთვის დაიწყო სამოსის შექმნა.

დღეს მას საკუთარი შემოქმედებითი გაერთიანება აქვს - ''ლაბორატორია 13'' , საკუთარი ბრენდი - RUSIKO, აწყობს ჩვენებებს და ცოტა ხნის წინ პირადი ცხოვრებაც აიწყო.

რუსეთში რუსუდანს დიდ პატივს სცემენ, რადგან მისი შემოქმედებითი აღმავლობა სწორედ იქ დაიწყო. ის ცნობილი
რუსი დიზაინერის სლავა ზაიცევის ''მოდის ლაბორატორიის'' კურსდამთავრებულია.რუსეთის მოდის კვირეულზე ჰქონდა დებიუტი, როგორც დამოუკიდებელ დიზაინერს, და მისი გამოსვლა მოდის ანალიტიკოსებმა დადებითად შეაფასეს.

რუსუდანს ხშირად სთხოვენ ინტერვიუებს, რამდენიმე ამონარიდმა დამაინტერესა და მათ გთავაზობთ.

''აფხაზეთში დავიბადე. საბჭოთა კავშირის დანგრევისა და ჩემს სამშობლოში ომის დაწყების შემდეგ ჩემი ოჯახი მოსკოვთან ახლოს გადმოვიდა საცხოვრებლად. მამა რუსი მყავს, დედა - ქართველი. ორივენი ფიზიკოსები არიან, მამა მეცნიერებათა დოქტორია, დედა მეცნიერ-თანამშრომელია. დღემდე მუშაობენ სამეცნიერო ინსტიტუტში.
Rating
სკოლის დამთავრების შემდეგ მოსკოვში უმაღლესში ჩავაბარე და ეკონომიკური განათლება მივიღე, თუმცა ბავშვობიდან ვკერავდი, ვქსოვდი, ვქარგავდი. მაშინ ეს მხოლოდ გატაცება იყო. თანდათან ჰობი რაღაც უფრო დიდში გადაიზარდა და მივხვდი, რომ მინდოდა, სერიოზულად მომეკიდა ამისთვის ხელი. უნივერსიტეტის შემდეგ ოთხი წელი ვსწავლობდი სამკერვალო-ტექნოლოგიურ კოლეჯში. მერე იყო ზაიცევის ლაბორატორია...

19 წლის ვიყავი, როცა ისლამი მივიღე. ჩემი მაჰმადიანური სახელი ჯამილაა. თანდათან შეიცვალა ჩემი გარდერობიც, მერე კი იმას შევეჩეხე, რომ ძნელია ისეთი ტანსაცმლის მოძებნა, რომელიც მოდურიც იქნება და მუსლიმანურ კანონებსაც დაემორჩილება. ასე მივედი აღმოსავლურ თემატიკამდე და მისი განვითარება დავიწყე.
Rating
გარდა ამისა, ჩემს კოლექციებში 1920-იანი წლების სტილის სათავეებიც ჩანს - არტ-დეკო. ვგიჟდები ამ პერიოდზე, ის ჩემი შთაგონების წყაროა. ჩემი სადიპლომო და შემდეგი კოლექციებიც მუსლიმანი ქალებისთვის არის განკუთვნილი.

კარიერასთან ერთად, პირადი ცხოვრებისთვისაც მოვიცალე. ჩემი ქმარი 15 წლით არის ჩემზე უფროსი. პატარა ქალიშვილი გვყავს, ორი წლის. ეს ჩემი პირველი შვილია, ქმარს კი პირველი ქორწინებიდან სამი მოზრდილი შვილი ჰყავს'' .
Rating
თქვენი ბუკლიკოსთვის კი გულდასაწყვეტი ის აღმოჩნდა, რომ ქართველი დედის მიუხედავად, რუსუდანი თავს აფხაზად მიიჩნევს და აფხაზეთს თავის სამშობლოდ და ცალკე ქვეყნად მოიხსენიებს:

''რუსეთის მოდის კვირეულში ვმონაწილეობდი, როგორც დიზაინერი აფხაზეთიდან. სიამაყით წარმოვადგინე ჩემი ქვეყანა. აფხაზეთი ახალგაზრდა სახელმწიფოა ათასწლოვანი ისტორიით და ეს-ესაა შეუდგა დამოუკიდებელ გზას. მინდა, რომ მთელმა მსოფლიომ იცოდეს ჩემს სამშობლოზე და იქ მცხოვრებ ხალხზე. სამომავლოდაც იმაზე ვფიქრობ, რომ საფირმო მაღაზიები გავხსნა მოსკოვსა და სოხუმში'' .

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 58 /
ნათელა
ლაგვილავა აფხაზური გვარი არ არის, ეს მეგრული გვარია. მომკლა ამ უცოდინარმა ხალვმა. წაიკიტხეტ ხალხნო ისტორია, ასე არ შეიზლება.აფხაზური გვარებია შერვაშიზე, ემხვარი,აგრბა,აჩბა, სულ 10 თუ 12 ზეპირად არ მახსოვს. სომხებივით არეული გაქვთ ცნობიერება, აფხაზეტის მიწაზე ი ცხქოვრობდნენ ქარტველები, მეგრელები და სვანების საიდან დაასახლეტ იქ აფხაზები. აფხაზეტი ტერიტორიის სახელია და არა ხალხის.
13:54 / 29-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ჰიჰი
მარტლა აფსუას სიფატი აქვს ზუსტდა! ეტყობა მატი ნაბიჭვარია და დედამ ასე აღზრადა ტორემ რუსის და ქარტველის ნაჯვარს საიდან მოუნდება ახლა აფხაზობა და აფხაზეტი? ავადმყოფი არის ანდა
13:01 / 29-06-2013
გამოხმაურება / 0 /
მარინა
რატომ არის უგუნური... ყველას თავისი გზა აქვს... ღმერთმა ხელი მოუმართოს
10:11 / 29-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ლალი
ვაი, რა უგუნურია!!! უაზრო დედაკაცი!!!
00:19 / 29-06-2013
გამოხმაურება / 0 /
საოცრება
მამა-რუსი,დედა-ვაიქართველი,შვილი-აფხაზ-მუსულმანი??და ბოლოს რა გამოვიდა?
15:32 / 28-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ლილი
ამას რუსული არაფერი სცხია,ალბატ მარტლაც აფსუას ნაბიჭვარია.ბოროტ გამოხედვაზე ეტყობა.დედაც გააფსუებული ეყოლება.დიზაინერი კარგი ჩანს.ქმარი ძალიან სიმპატიური კაცია.
13:30 / 28-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ალბინა
is dghe ar gagitendet afxazebs da saertod yvela moghalateebs afxazeti damoukidebeli ar gaxdes,shen aravin ar xar arc qartveli,arc rusi,arc afxazi,araraoba xar,daikarge an turqetshi an kidev egvipteshi,musulmani ki gamxdarxar da ra gonda saqartvelos miwaze,an mshoblebma rogor mogces ufleba amis rjuli shegecvala,daiwva sheni rjuli da gachena mogalatev
03:42 / 28-06-2013
გამოხმაურება / 0 /
nino
religias icvlis is pirovneba,romelsac igi ar gaachnda...an ar gaachnia,ar rsebobs kartvel bartlmadidebel dedas shvils tvini gamourecxos sxva religiam,ar vici ratom xdeba pirikit
00:29 / 28-06-2013
გამოხმაურება / 0 /
სარკასტინო
ისე აგიდგა გვერდები შენ რაც აფხაზეთი დამოუკიდებელი გახდეს!დეგენერატი, მართლა ჯამილა კიარადა რახინდრა ხარ რაა!
22:04 / 27-06-2013
გამოხმაურება / 0 /
აჰმადის
ვინ რა რელიგიისაა არავის საქმეა,მაგრამ მე არ მჯერა რომ ამ ქალმა რელიგია შეიცვალა.ეგ თავიდანვე იქნებოდა მუსულმანი და ეხლა პროპაგანდას ეწევა.რელიგიას გულით არავინ იცვლის,რაც არ უნდა ეცადო არ იცვლება.თურქეთში ბევრი ძველი "სოვეტსკი" ემიგრანტი ქალია გათხოვილი თურქზე და ქმრების გულის გასახარად ვითომ მაჰმადიანები გახდნენ ატყუებენ და ჩუმად ნათლავენ ეკლესიაში ბავშვებს სამშობლოში.სარწმუნოება არ იცვლება ხალხნო.იტყუებიან ვინც საქვეყნოდ აცხადებენ შევიცვალეო.თავიდანვე იყო ეგ რუსიკო თუ ჯამილა მაჰმადიანი.
18:28 / 27-06-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS