26 ივნისი, 2013
რუსუდან ლაგვილავა - სოხუმელი დიზაინერი, რომელიც მუსლიმან ქალებს აცმევს
დედით ქართველმა და მამით რუსმა რუსუდანმა ისლამი მიიღო და მუსლიმანებისთვის დაიწყო სამოსის შექმნა. რუსუდან კობიაკოვა-ლაგვილავას შესახებ პირველად რამდენიმე წლის წინ გესაუბრეთ. მაშინ, როცა დამწყებმა დიზაინერმა, დედით ქართველმა და მამით რუსმა რუსუდანმა ისლამი მიიღო და მუსლიმანებისთვის დაიწყო სამოსის შექმნა.

დღეს მას საკუთარი შემოქმედებითი გაერთიანება აქვს - ''ლაბორატორია 13'' , საკუთარი ბრენდი - RUSIKO, აწყობს ჩვენებებს და ცოტა ხნის წინ პირადი ცხოვრებაც აიწყო.

რუსეთში რუსუდანს დიდ პატივს სცემენ, რადგან მისი შემოქმედებითი აღმავლობა სწორედ იქ დაიწყო. ის ცნობილი
რუსი დიზაინერის სლავა ზაიცევის ''მოდის ლაბორატორიის'' კურსდამთავრებულია.რუსეთის მოდის კვირეულზე ჰქონდა დებიუტი, როგორც დამოუკიდებელ დიზაინერს, და მისი გამოსვლა მოდის ანალიტიკოსებმა დადებითად შეაფასეს.

რუსუდანს ხშირად სთხოვენ ინტერვიუებს, რამდენიმე ამონარიდმა დამაინტერესა და მათ გთავაზობთ.

''აფხაზეთში დავიბადე. საბჭოთა კავშირის დანგრევისა და ჩემს სამშობლოში ომის დაწყების შემდეგ ჩემი ოჯახი მოსკოვთან ახლოს გადმოვიდა საცხოვრებლად. მამა რუსი მყავს, დედა - ქართველი. ორივენი ფიზიკოსები არიან, მამა მეცნიერებათა დოქტორია, დედა მეცნიერ-თანამშრომელია. დღემდე მუშაობენ სამეცნიერო ინსტიტუტში.
Rating
სკოლის დამთავრების შემდეგ მოსკოვში უმაღლესში ჩავაბარე და ეკონომიკური განათლება მივიღე, თუმცა ბავშვობიდან ვკერავდი, ვქსოვდი, ვქარგავდი. მაშინ ეს მხოლოდ გატაცება იყო. თანდათან ჰობი რაღაც უფრო დიდში გადაიზარდა და მივხვდი, რომ მინდოდა, სერიოზულად მომეკიდა ამისთვის ხელი. უნივერსიტეტის შემდეგ ოთხი წელი ვსწავლობდი სამკერვალო-ტექნოლოგიურ კოლეჯში. მერე იყო ზაიცევის ლაბორატორია...

19 წლის ვიყავი, როცა ისლამი მივიღე. ჩემი მაჰმადიანური სახელი ჯამილაა. თანდათან შეიცვალა ჩემი გარდერობიც, მერე კი იმას შევეჩეხე, რომ ძნელია ისეთი ტანსაცმლის მოძებნა, რომელიც მოდურიც იქნება და მუსლიმანურ კანონებსაც დაემორჩილება. ასე მივედი აღმოსავლურ თემატიკამდე და მისი განვითარება დავიწყე.
Rating
გარდა ამისა, ჩემს კოლექციებში 1920-იანი წლების სტილის სათავეებიც ჩანს - არტ-დეკო. ვგიჟდები ამ პერიოდზე, ის ჩემი შთაგონების წყაროა. ჩემი სადიპლომო და შემდეგი კოლექციებიც მუსლიმანი ქალებისთვის არის განკუთვნილი.

კარიერასთან ერთად, პირადი ცხოვრებისთვისაც მოვიცალე. ჩემი ქმარი 15 წლით არის ჩემზე უფროსი. პატარა ქალიშვილი გვყავს, ორი წლის. ეს ჩემი პირველი შვილია, ქმარს კი პირველი ქორწინებიდან სამი მოზრდილი შვილი ჰყავს'' .
Rating
თქვენი ბუკლიკოსთვის კი გულდასაწყვეტი ის აღმოჩნდა, რომ ქართველი დედის მიუხედავად, რუსუდანი თავს აფხაზად მიიჩნევს და აფხაზეთს თავის სამშობლოდ და ცალკე ქვეყნად მოიხსენიებს:

''რუსეთის მოდის კვირეულში ვმონაწილეობდი, როგორც დიზაინერი აფხაზეთიდან. სიამაყით წარმოვადგინე ჩემი ქვეყანა. აფხაზეთი ახალგაზრდა სახელმწიფოა ათასწლოვანი ისტორიით და ეს-ესაა შეუდგა დამოუკიდებელ გზას. მინდა, რომ მთელმა მსოფლიომ იცოდეს ჩემს სამშობლოზე და იქ მცხოვრებ ხალხზე. სამომავლოდაც იმაზე ვფიქრობ, რომ საფირმო მაღაზიები გავხსნა მოსკოვსა და სოხუმში'' .

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 58 /
ნინო
ამ გადაგვარებულ ადამიანს ვინც იცავს,ისიც გადაგვარებულია და მოღალატე.მე ვიცი ქრისტიანი ქალი,რომელიც თურქზეა გათხოვილი.სიყვარული ძლიერი გრძნობაა,მაგრამ მას სარწმუნოება არ შეუცვლია,ჯერ კიდევ დაქორწინებადე განუცხადა ამის შესახებ საქმროს.ისიც დაეთანხმა.მისმა ქმარმაც და რა თქმა უნდა შვილებმაც შესანიშნავად იციან ქართული.ყოველ 3 თვეში ერთხელ ჩამოდის ოჯახით-დავლილი აქვთ მთელი საქართველო.აქაურ ტრადიციებს აჩვევს და საქართველოს სიყვარულს უნერგავს.მისი ქმარი,რომელიც საკმაოდ მდიდარი ადამიანია,უშურველად ეხმარება მატერიაურად ყველას,ვისაც უჭირს...გეთანხმებით ქწ,მთელი ამ ქალის ცხოვრება თავიდან ბოლომდე სიყალბეა,ისაა უსამშობლო კოსმოპოლიტი...მას არც ქრისტე სწამდა და არც მუჰამედი სწამს...სული სამუდამოდ გაწირა ჯოჯოხეთისთვის,რომლის არსებობას ჩვენც და მუსულმანებიც ერთნაირად ვაღიარებთ.თან მეგრელი დედის გაზრდილი გოგო ,მამით რუსი,თავს აფხაზად თვლის-ეს ტრაგედია ჩვენთვისაც და აფხაზებისთვისაც,ესაა ,,ღამურას”ტრაგედია.მოვა დრო ად მიხვდება. შენ კი,ნატია,ვის იცავ თუ იცი?რას ნიშნავს ,,ჰქონდა მიზეზი?”_გასაგებებია ამ მიზეზის სახელი-მოღალატეობა.ასეთები ყოველთვის ჰყავდა ჩვენს ქვეყანას-მამისა და ძმის მკვლელი კონსტანტინეს სახელი კმრა მარტო,სამაგიეროდ და საბედნიეროდ ქეთევან დედოფალიც გვყავდა...ასე რომ,ერთი გადაგვარებული ღამურა ვერაფერს დააკლებს ქართულ სულს.ასეთები და შენისთანები კი საკუთარ უბადრუკ სულს სწირავენ სატანას.ვაი თქვენ!
12:23 / 01-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ბაჩო
ეს მამკაცებს სარეთოდ აღარ დარჩათ ხო კაცური არაფერი, როდის მერედან ქართველი კაცი ქალზე ესეთ რაღაცებს ამბობდეს. მიკვირს ძალიან. ჯერ მოდი ჯერ ყველა კაცმა კაცურდა მოიქცეს და მერე სხვას მოკითხოს რამე... ყველას კაცს ეხება ვინც აქ უზრდელობა გამოიჩინა. თუ უფრო ღრმად გინდად გაგანათლოდ რა საქციელი შეფერის კაცს მომწერეთ დიდი სიამოვნებით შეგხვდებით პირადად.
12:19 / 01-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ბაჩო
ყველაზე მეტად მეცინება იმ ადამიანებზე,რომლებიც თავს ქრისტიანებად აღიქვამენ ეკლესიაში დადიან, სანთელს ანთებენ ყოველივე ამის შემდეგ დაჯდებიან კომპიუტერთან და განიკითხავენ სხვის საქციელს. პირველი რასაც მინდა ხაზი გავუსვა საერთოდ ვერ მივხდი ჯურნალისტის ჩანაფიქრს ამ სტატით რისი თქმა უნდოდა. სტატიას არ აქვს მიზანი და შინარსობრივი . ამონარიდები ინტერვიუებიდან ადამიანის პროფესიონალზმე და მითუმეტეს პირად ცხოვრებაზე დიდად ვერაფერს გვიამობობს. მეორე სიტყვა "ორივენი" არის კუთხური დიალექტური სიტყვა, აქედან გამომდინარე ჟურნალისტის არაპროფესიონალიზმი ძალიან კარგად ჩანს.(რუსიკო მხოლოდ რუსულად იძლევა კომენატრს) ამ ყველარიდან გამომიდინარე მკითხველი ამავე დროს კრიტიკული კომენატარის ავტორები იმყოფებიან ან ინფორმაცის ვაკუმში ან შეიძლება უბრალოდ ბევრი ბორტი ადამიანია. და ბოლოს არცერთს არ აქვს იმის უფლება რომ სხვისი პიროვნება ან პიროვბის ცხოვრება და მითუმეტეს მის გადაყვეტილება აკრიტიკოს. ეს არც ქრისტიანულია და არც ადამიანური. კრიტიკა მისაღებია მისი პროფეიანლიზმისადმი, საქმიანობისადმი.
12:07 / 01-07-2013
გამოხმაურება / 0 /
თაა
ნაძირალად რომ დაიბადება ადამიანი ესაა. ეს საკუთარ შვილსაც გაყიდის. რა საზიზღარი სიფათი აქვს თან.
10:56 / 01-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ქწ
მე მგონია, რომ, ეს ქალბატონი ყველაფერზე წამსვლელია კარიერისთვის. არც რუსია, არც ქართველი, არც აფხაზი. არც ქრისტიანი ყოფილა და არ მჯერა, რომ ახლა გულწრფელი მუსულმანია, ან მართლა ჰგონია, რომ აფხაზეთი ათასწლოვანი ისტორიის მქონე სახელმწიფოა. მოკლედ, სიყალბისგან შემდგარი მგონია მისი დღევანდელი ყოფა და ყალბი შემოქმედი? თუმცა, რა ვიცი... რა ვიცი... ბევრი უცნაურობა ხდება ამ ქვეყანაზე.
04:02 / 01-07-2013
გამოხმაურება / 0 /
სვანი
ცნობიერებაშეცვლილი ქალია და არ მიკვირს სარწმუნოებაც რომ შეიცვალა:)ჩემთვის ქართველი ძალიან ძვირფასია,თუნდაც მუსლიმი,მაგრამ მაინც ქართველი..არასოდეს ვიყენებ ტერმინს-თურქი მესხები,ქათველი ქართველია,სადაც არ უნდა დაიბადოს...აფხაზეთი კიდევ საქართველოა და ცუდია რომ მეგრელმა დედამ ეს ვერ შეათვისა შვილს..
22:33 / 30-06-2013
გამოხმაურება / 0 /
გულნარა
ასე იოლად შეიძლება ეროვნება და რელიგია .. შეიცვალო ........
17:00 / 30-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ნატია
დედაც დზალიან კარგი კავს და ტვიტონაც დზალიან კარგი ადამიანია, ტუ ცჰეიცვალა სარწმუნოება ესეიგი კონდა მიზეზი და ასე გადცკვიტა არავის არა აკვს უპლება განსაგოს პირადი ცხოვრება სხვა ადამიანის. სტატიის ავტორს კი ვურცჰევდი სანამ რახაცას გამოაკვეკნებს გერ კარგად სჰეისწავლოს ბიოგრაპია და მერე გამოაკვეკნოს და დაუპიკრდეს რას წერს და იმასაც რომ ამიტ ზიანს აკენებს ადამიანს. რუსუდანი ელოდება მეორე ჰვილს და დზალიან კარგად გრდზნობს ტავს ნუ წერტ უაზრო პოსტებს არ გაკვტ უპლება სჰეეხოტ სხვის ცხოვრებას
13:56 / 30-06-2013
გამოხმაურება / 0 /
აჰმადი
რელიგია ისე კარგად იცვლება, როგორც დაგიბარებიათ. ხო. ამასთან ადვილი შესაძლებელია ადამიანმა რელიგია (განსაკუთრებით თუ ლაპარაკი ისლამზეა) მიწიერი მიზეზების გარეშეც შეიცვალოს. ისე სწამს და მორჩა. რაც შეეხება აფხაზობას, ადამიანი ის არის, ვისადაც თავს აღიქვამს. თუ იზანზლვანელად აღიქვამს, იზანზლვანელია და არა აქვს მნიშვნელობა მამამისი და ათი თაობის წინაპარი ვინ იყო. ესეა.
19:41 / 29-06-2013
გამოხმაურება / 0 /
r
смес булдога с насарогом
16:08 / 29-06-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS