- გადაცემის სახელწოდებაა ''მარტივი ფული'', რომელიც ნოემბრიდან გავა ეთერში. თამაში ფულზეა. ვსვამ ძალიან მარტივ კითხვას და მიუხედავად იმისა, იცის თუ არა მოთამაშემ კითხვაზე სწორი პასუხი, მაინც შეუძლია გააგრძელოს თამაში და ჰკითხოს პასუხი ნებისმიერ გამვლელს. სწორი პასუხის შემთხვევაში იღებს ათ ლარს.
- როგორ აღმოჩნდი გადაცემის წამყვანად.
- გადაცემის რეჟისორი იქნება მაკა ლომიძე, რომელთან ერთადაც ვმუშაობდი ტელეკომპანია ''მზეში'' და მიმყავდა გათამაშება. ახლა დამირეკეს და ''მარტივი ფულის'' წაყვანა შემომთავაზეს. რადგან დრო ძალიან ცოტა მაქვს, თავიდან ვიფიქრე, უარს ვიტყვი-მეთქი, მაგრამ როდესაც პირობებს გავეცანი და ამიხსნეს გადაცემის სფეციფიკა, მივხვდი, რომ შემიძლია, დრო გამოვნახო და დავთანხმდი.
- ალბათ უკვე ჩაწერეთ გადაცემები და ბევრ კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდი.
- ერთადერთი რაც ამ გადაცემაში არ მომწონს, ის არის, რომ ათიდან ცხრა კაცი კამერასთან არ ლაპარაკობს. არ ვიცი და ვერც ვხვდები, რატომ გარბიან კამერის დანახვაზე.
- შეიძლება, ეშინიათ, რომ რაიმე მარტივ კითხვაზე პასუხი არ ჰქონდეთ და არ უნდა ეს ტელევიზიით ბევრისთვის გახდეს ცნობილი.
- შეიძლება, ასეცაა, მაგრამ სანამ კითხვას დავსვამ, მიკროფონს გაურბიან ხოლმე. ადამიანის თამაშზე დათანხმებაში ბევრი დრო იკარგება. რაც შეიძლება, ხუთ წუთში ჩაწერო, სამი საათი გვიწევს ''ჩალიჩი''. უმარტივეს კითხვაზე ძალიან ბევრმა არ იცის პასუხი,.. მაგალითად, მახსოვს ვეკითხებოდი, რომელ სანაპიროზე ვიმყოფებით-მეთქი და ათიდან ცხრამ არ იცოდა. მოკლედ, ძალიან საინტერესო გადაცემა გელოდებათ და ყველას გირჩევთ, რომ პალიტრის ეთერში ნოემბრიდან შემოგვიერთდეთ.
სალომე დადიანი