23 ივნისი, 2013
სამეფო წყვილის საიდუმლო ცხოვრება
საზოგადოებას მათი ცხოვრება ძალიან აინტერესებს, რადგან არ არის გამორიცხული, ერთ მშვენიერ დღეს ისინი საქართველოს სამეფო წყვილის რანგში მოევლინონ. საქართველოს სამეფო სახლის უფროსის, დავით ბაგრატიონ-მუხრანელისა და მისი მეუღლის-ანა ბაგრატიონის ქორწინების, შემდეგ დროებითი დაშორებისა და კვლავ შეერთების შესახებ თბილისში ბევრს ლაპარაკობდნენ.
Rating
Rating
დღეს წყვილი ერთად ცხოვრობს ესპანეთში, საერთო შვილს -  2011 წლის 27 სექტემბერს დაბადებულ გიორგი ბაგრატიონ ბაგრატიონს ზრდის (ბავშვს დედამაც მისცა გვარი და მამამაც) და ამბობენ, რომ ძალიან ბედნიერები არიან.
Rating
Rating
Rating
საზოგადოებას მათი ცხოვრება ძალიან აინტერესებს, რადგან არ
არის გამორიცხული, ერთ მშვენიერ დღეს ისინი საქართველოს სამეფო წყვილის რანგში მოევლინონ. ჩვენს მკითხველს წყვილის რამდენიმე საინტერესო ფოტოს ვთავაზობთ.
Rating

ჟურნალი „რეიტინგი“

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 149 /
ია
- წარმოიდგინეთ ხალხო მეფობა რომ აღდგეს nugzari=სნაირი ხალხი რას უზავს ქართველ ხალხს. საით მივდივართ ვიცით კიი? მერე ნახეთ ხალხის შეჭმა და სიმწარე...
23:22 / 25-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ლაზარე
... "შეუძლებელი კაცთაგან, შესაძლებელ არს ღვთისა მიერ" ! ...
19:40 / 25-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ლაზარე
... ეს ბავშვი იქნება მეფე თუ სხვა, ეს უფალმა უწყის. მე კი, როგორც ქრისტიანმა, მართლმადიდებლური წინასწარმეტყველებიდან გამომდინარე ვიცი, მჯერა და მწამს, რომ საქრთველოში მეფობა აღსდგება და ის იქნება არა მარიონეტული, ბრიტანული მონარქიის მსგავსად, არამედ ჭეშმარიტად სრული ძალაუფლების მქონე მონარქია. საქართველოს ეყოლება მეფე ძლიერი და მტკიცე, როგორც სარწმუნოებაში, ისე სახელმწიფო მმართველობაში. სწორედ მის დროს გაბრწყინდება ივერია. როგორც ერთ-ერთი რუსი წმინდანი ამბობს, "ბოლო ჟამს სატანა გამეფდება დედამიწაზე, ერთადერთი ქვეყანა, სადაც მცირეოდენი ბრძოლები იქნება, მაგრამ სატანა იქ ტახტს ვერ დაიდგამს - საქართველოა" ! ივერიის გაბრწყინება ზოგ ფსევდოგანათლებულს წარმოუდგენია როგორც ანთებული ნათურების სიმრავლით გაჩირაღდნებული ლასვეგასი. არა ჩემო კეთილო, ივერიის გაბრწყინებაში ერის სულიერი გაბრწყინება იგულისხმება უწინარესად, უფლის, სამშობლოსა და მოყვასის რეალური სიყვარული. ... დიდება უფალს! ...
19:37 / 25-06-2013
გამოხმაურება / 0 /
დევნილი ქართველი აფხაზეთიდან
ვერ დავეთანხმები ერთ-ერთ კომენტატორს, რომ 4 მეფის გარდა კარგი მეფე არ გვყოლია. მეფეები საბედნიეროდ ძალიან ბევრი გვყავდა ღირსეული. შეიძლება მათ დროს საქართველო არ იყო ძლიერი, მაგრამ სამშობლოს სიყვარულით ცდილობდნენ ყველაფერს ქვეყნის გამთლიანებისათვის. რაც შეეხება მეფობის აღდგენას, ზოგმა დაწერა, რომ ეს საჭიროა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვისო. შესაძლოა ასეც იყოს, არაა ეს აზრი საფუძველს მოკლებული. გული სიხარულით მევსება, როდესაც წარმოვიდგენ, რომ საქართველოში იქნება მეფობა და აღდგება ის ძველი ტრადიციები, თუნდაც სახელმწიფო მმართველობისა, რაც იყო ადრე. ჩვენ ტრადიციების ქვეყანა ვართ და ამიტომ კარგი იქნება რომ ეს ტრადიცია აღდგეს. საგულისხმოა ასევე ის ფაქტიც, რომ ეს ბავშვი დაიბადა 27 სექტემბერს, როდესაც არის იოანე ოქროპირის გარდაცვალების დღე, რომელიც აფხაზეთშია დაკრძალული. იმ აფხაზეთში, რომელიც 27 სექტემბერს დავკარგეთ. 27 სექტემბერი არის ჯვართამაღლების დღესასწაული. ბავშვობიდან ვოცნებობდი ნეტა აფხაზეთი 27 სექტემბერს დავიბრუნოთ მეთქი, ისევე როგორც 27 სექტემბერს დავკარგეთ, რათა ეს ტკივილი დავივიწყოთ ქართველებმა-მეთქი :) მე არ ვიცი, შეიძლება ეს უბრალო დამთხვევაა რომ უფლისწულის დაბადება ამ თარიღს დაემთხვა, მაგრამ ხომ შეიძლება დამთხვევა არ იყოს? მეფობის აღდგენა კარგი იქნებოდა, მე უბრალოდ ერთი რამ მაკვირვებს: როგორც აქ ერთმა კომენტატორმა აღნიშნა, ვერც ანამ და ვერც დავითმა ვერ მოაწყვეს თავისი პირადი ცხოვრება და სახელმწიფოს როგორ მიხედავენო, ვეთანხმები. ღმერთმა მშვიდობით გაზარდოს ეს ბავშვი და თუ გამოადგება სამშობლოს, ეს მხოლოდ კარგი იქნება და გაგვახარებს ყველას, ვართ თუ არა მომხრე მეფობისა. მაგრამ ასეთი მშობლების ხელში, საქართველოდან შორს არ მგონია ეს მოხერხდეს, მხოლოდ უფლის წყალობით თუ მოხდება ამ ბავშვის ღირსეულ ადამიანად ჩამოყალიბება.
17:06 / 25-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ზზზ
აქ ყველაზე განათლებული არისტოკრატი ნუგზარიკოა კომენტარები ნახეთ ერთი.აი ამისთანა არისტოკრატები შეჭამენ საქარტველოს და ისედაც გამწარებულ და გაუბედურებულ ქარტველ ხალხს.
16:39 / 25-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ესაია
რაც საქარტთველოში მონარქიული მართველობა გაუქმდა მის მერე ვართ ასეთ დღეში.რუსებმა ეს მიზანმიმართულად გააკეთეს ზუსტად იცოდნენ რასაც აკეტებდნენ.მე ვეთანხმები პატრიარქს რომ მონარქიული მართველობა აგსდგეს ის ბრზენია და ზუსტად იცის რასაც ამბობს.
16:28 / 25-06-2013
გამოხმაურება / 0 /
გლეხი
ვერ დაგეთანხმები ქალბატონო ნანა,თუ მონარქია აღსდგება მას საერთიო არაფერი ექნება სახელმწიფოებრიობის გადარჩენასთან,ეს იქნება ფორმალური,ამიტო ვერ ვხედავ საჭიროებას.კი ბატონო არ გვინდა პრეზიდენტი,იყოს მხოლოდ საპარლამენტო რესპუბლიკა.მეფე რას გააკეტებს?ახლ წელს მოგივილოცავს,ცრემონიალებს მიიგებს,ლიმუზინიდან თბილად გაგვიღიმებს,ხელს დაგვიქნევს და ამაში გადავიხადოთ ათობით მილიონი?
14:50 / 25-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანა
რას გვანან, არანაირი დახვეწილობა ... გამოუჩორკნავი თოჯინებივით არიან
14:29 / 25-06-2013
გამოხმაურება / 0 /
2
ეს იდეა ეკუთვნის ილია მეორეს, რომელიც გათვლილია მომდევნო 25 წლის შემდეგ, როცა საქართველოში აღდგება მეფის ინსტიტუტი და საქართველო იქნება ნეიტრალური ქვეყანა. თავისი მეფით და ტავისი ნეიტრალური მთავრობით. და კარგი გათვლაცააა თუ აცადეს განვითარება,,,,,,,,,,,,,,,
13:00 / 25-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ნონა
მეფე სახელმწიფოს დამოუკიდებლობის გარანტია.მეფე და მონარქიულ-საპარლამენტო წყობა თუ უშველის საქართველოს.ხომ ხედავთ,რომ პრეზიდენტის ინსტიტუტმა ვერ გაამართლა საქართველოში-ერთი მოვკალით,მეორე-გადავაგდეთ,მესამემ-აგერ ვხედავთ რა სიკეთეც მოგვიტანა...და ნურავინ ნუ აყვება ილუზიებს,რომ მეოთხე გაამართლებს.ვინც არ უნდა იყოს,მასაც ეს რე მოელის,რადგან საქართველო სხვაა და ამერიკული ან ფრანგული მოდელი არ გამოადგება. ისიც უნდა ვიცოდეთ,რომ სანამ ღვთივკურთხეულ ბაგრატიონთა ტახტი არ აღსდგება,საქართველოს მოსვენება არ ეღირსება.საქართველო უნდა გახდეს ნეიტრალური მონარქიულ-საპარლამენტო რესპუბლიკა.დარწმუნებული ვარ-მხოლოდ მაშინ გაბრწყინდება ივერია,რადგან ეს ღვთის სამართლის აღგენაც იქნება და უფალი გადმოგვხედავს.
12:56 / 25-06-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS