30 სექტემბერი, 2014
გრეგორი ლეპსი ქართული კონცერტისთვის განსაკუთრებულად ემზადება
ის წარმოშობით ქართველია, სოჭში გახლავთ დაბადებული 7 დეკემბერს ქართული წარმოშობის რუსი ვარსკვლავი გრეგორი ლეპსი, რომელიც ქართველ მსმენელს ძალიან უყვარს, თბილისში, კონკრეტულად კი, სპორტის სასახლეში მასშტაბურ კონცერტს გამართავს. უცნაურია, მაგრამ დაგეგმილ ღონისძიებას ''ნაციონალური მოძრაობის''ერთ-ერთი სახე გიორგი კანდელაკი მცირე ხნის წინ ''ფეისბუქზე''გამოეხმაურა. მან განაცხადა, რომ ქურდული მენტალობის მატარებელი და როგორც თავად ამბობს, ქურდების მეგობარი ლეპსი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში დანაშაულის შავ სიაში შეიტანეს, საქართველოში ზარ-ზეიმით ჩამოდის და კონცერტს მართავს.
ბუკლე ამ თემით დაინტერესდა და კონცერტის ორგანიზატორსა და
კომპანია ''ტრიდა პრომოუშენის''წარმომადგენელ ლელა ასლანიკაშვილს დავუკავშირდი. ზემოხსენებული კომპანია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ აზერბაიჯანსა და ყაზახეთში უწევს ორგანიზებას ლეპსის კონცერტებს.

- ლელა, ლეპსის ჩამოყვანა რატომ გადაწყვიტეთ?
- საქართველოში უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს. გარდა ამისა, ის წარმოშობით ქართველია, სოჭში გახლავთ დაბადებული, მისი ნამდვილი გვარი ლეფსვერაძეა. შესაბამისად, ლეპსის მიმართ დიდია მაყურებლის ინტერესი. საქართველოში პირველად ჩამოდის და აღფრთოვანებით შეხვდა ამ წინადადებას. მისი საპროდიუსერო ცენტრი ყველანაირად გვიწყობს ხელს.
- გიორგი კანდელაკის განცხადებაზე რას იტყვით?
- საერთოდ, თავად ლეპსი მიიჩნევს, რომ ხელოვნება ყველას და ყველაფერს ემსახურება. თავადაც გააკეთა კომენტარი, რომ როგორც მომღერალი, გამოდის ყველას წინაშე და არ აქცევს ყურადღებას, ვინ ზის ამ დროს დარბაზში, შესაძლოა, იქ კანონიერი ქურდიც იჯდეს და გენერალიცო. ჩვენს ახლო წარსულშიც ასეთი ადამიანები აქტიურად იყვნენ ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში, კონცერტებზეც დადიოდნენ და ზოგიერთ ჩვენგანსაც უნახავს ალბათ ისე, რომ მათთან არანაირი პირადი კონტაქტი არ ჰქონია. რაც შეეხება იმას, რომ რუსი მომღერალი ჩამოდის, ის წარმოშობით ქართველია, თუმცა რუსეთში ბევრი ქართველი მოღვაწეობს ამა თუ იმ სფეროში. ლეპსმა თავადაც განაცხადა, რომ რუსეთსა და სხვა ქვეყნებს შორის შესაძლოა, არცთუ კარგი ურთიერთობაა, მაგრამ მუსიკას ნაციონალობა არ გააჩნია. მუსიკოსებს, მისი აზრით, აქვთ ამოცანა, რომ ერები და-აახლოვონ ერთმანეთს. მეორე მხრივ, ალბათ, მსმენელისთვისაც არა აქვს მნიშვნელობა, რომელი ქვეყნიდან ჩამოდის მომღერალი, თუკი მისი შემოქმედება სიამოვნებას ანიჭებს, უნდა წავიდეს და მოუსმინოს.
- ქართული იცის?
- როგორც გვითხრეს, იცის ქართული. ცნობილია, რომ ის ქართულ ტრადიციებს იცავს. მისი ქალიშვილი რუსეთში ერთ-ერთ სასურველ სარძლოდ მიიჩნევა, მამა მას არასდროს უშვებს მარტო წვეულებებზე და თავად დაჰყვება. ოჯახში სტუმარმასპინძლობის ტრადიციასაც იცავენ.
- რაიმე განსაკუთრებული მოთხოვნები თუ აქვს?
- რაიდერი ყველა მუსიკოსს აქვს, მაგრამ ლეპსს განსაკუთრებული არაფერი არ მოუთხოვია, სასწაულ ფუფუნებაზე არ არის ლაპარაკი. საჭიროა კარგი აპარატურა, მიკროფონი, ორი საათის განმავლობაში ცოცხლად მღერის. ინტერესდება, როგორ დაბინავდება მისი ჯგუფი და ასევე უნდა ჰქონდეს რეპეტიციის საშუალება კონცერტამდე ოთხი საათით ადრე.
- ბილეთების ფასები როგორია?
- ბილეთების გაყიდვა ზაფხულში დავიწყეთ და ჩემდა გასაკვირად, საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია. ყველანაირი ფასის ბილეთებია - 40-დან 350 ლარამდე. მათი შეძენა სპორტის სასახლის სალაროებსა და ბილეთები ჯი-ზე შეგიძლიათ.

დიჯეი ბუკლე

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
mmmmmmm
Kandelaks tu xma amoegeba.....pirveli albat eg ijdeba darbazshi.
19:56 / 05-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ნიცა
ლეპსი რუსეი არააა ქართველია ლეპსვერიძეა მემგონი გვარად ;)
18:11 / 03-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ამბაკო
350 ლარი! კარგით რა......
15:14 / 01-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ნონა
ლეპსი ერთ-ერთი ძლიერი მომღერალია.ვისაც ის უნდა თქვას,მაგრამ გრიგორი განუმეორებელია.მას არ უყვარს ფლიდობა, ის მთელი გულით მღერის. ყველა მისი სიმღერა ძალიან საინტერესოა.ჩვენ არ ვაფასებთ თავის დროზე არავის.შეიძლება ეს რუსულის არცოდნიდან გამომდინარეობს, მაგრამ ლეპსი კარგი პიროვნებაცაა
18:52 / 30-09-2014
გამოხმაურება / 0 /
Graf
350 ლარი? ესეც არ მყავდეს ეხლა კურტ კობეინი
17:54 / 30-09-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS