ბუკლე ამ თემით დაინტერესდა და კონცერტის ორგანიზატორსა და
- ლელა, ლეპსის ჩამოყვანა რატომ გადაწყვიტეთ?
- საქართველოში უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს. გარდა ამისა, ის წარმოშობით ქართველია, სოჭში გახლავთ დაბადებული, მისი ნამდვილი გვარი ლეფსვერაძეა. შესაბამისად, ლეპსის მიმართ დიდია მაყურებლის ინტერესი. საქართველოში პირველად ჩამოდის და აღფრთოვანებით შეხვდა ამ წინადადებას. მისი საპროდიუსერო ცენტრი ყველანაირად გვიწყობს ხელს.
- გიორგი კანდელაკის განცხადებაზე რას იტყვით?
- საერთოდ, თავად ლეპსი მიიჩნევს, რომ ხელოვნება ყველას და ყველაფერს ემსახურება. თავადაც გააკეთა კომენტარი, რომ როგორც მომღერალი, გამოდის ყველას წინაშე და არ აქცევს ყურადღებას, ვინ ზის ამ დროს დარბაზში, შესაძლოა, იქ კანონიერი ქურდიც იჯდეს და გენერალიცო. ჩვენს ახლო წარსულშიც ასეთი ადამიანები აქტიურად იყვნენ ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში, კონცერტებზეც დადიოდნენ და ზოგიერთ ჩვენგანსაც უნახავს ალბათ ისე, რომ მათთან არანაირი პირადი კონტაქტი არ ჰქონია. რაც შეეხება იმას, რომ რუსი მომღერალი ჩამოდის, ის წარმოშობით ქართველია, თუმცა რუსეთში ბევრი ქართველი მოღვაწეობს ამა თუ იმ სფეროში. ლეპსმა თავადაც განაცხადა, რომ რუსეთსა და სხვა ქვეყნებს შორის შესაძლოა, არცთუ კარგი ურთიერთობაა, მაგრამ მუსიკას ნაციონალობა არ გააჩნია. მუსიკოსებს, მისი აზრით, აქვთ ამოცანა, რომ ერები და-აახლოვონ ერთმანეთს. მეორე მხრივ, ალბათ, მსმენელისთვისაც არა აქვს მნიშვნელობა, რომელი ქვეყნიდან ჩამოდის მომღერალი, თუკი მისი შემოქმედება სიამოვნებას ანიჭებს, უნდა წავიდეს და მოუსმინოს.
- ქართული იცის?
- როგორც გვითხრეს, იცის ქართული. ცნობილია, რომ ის ქართულ ტრადიციებს იცავს. მისი ქალიშვილი რუსეთში ერთ-ერთ სასურველ სარძლოდ მიიჩნევა, მამა მას არასდროს უშვებს მარტო წვეულებებზე და თავად დაჰყვება. ოჯახში სტუმარმასპინძლობის ტრადიციასაც იცავენ.
- რაიმე განსაკუთრებული მოთხოვნები თუ აქვს?
- რაიდერი ყველა მუსიკოსს აქვს, მაგრამ ლეპსს განსაკუთრებული არაფერი არ მოუთხოვია, სასწაულ ფუფუნებაზე არ არის ლაპარაკი. საჭიროა კარგი აპარატურა, მიკროფონი, ორი საათის განმავლობაში ცოცხლად მღერის. ინტერესდება, როგორ დაბინავდება მისი ჯგუფი და ასევე უნდა ჰქონდეს რეპეტიციის საშუალება კონცერტამდე ოთხი საათით ადრე.
- ბილეთების ფასები როგორია?
- ბილეთების გაყიდვა ზაფხულში დავიწყეთ და ჩემდა გასაკვირად, საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია. ყველანაირი ფასის ბილეთებია - 40-დან 350 ლარამდე. მათი შეძენა სპორტის სასახლის სალაროებსა და ბილეთები ჯი-ზე შეგიძლიათ.
დიჯეი ბუკლე
ჟურნალი ''რეიტინგი''