15 ივნისი, 2013
დაშორებას გიორგი ვარდოსანიძესა და მამულიჩას აბრალებენ
ახალგაზრდა და ჯან-ღონით სავსე მოცეკვავე მჭირდება. ბატონი გივი, რასაკვირველია, ძალიან ღონიერია და კარგადაც ცეკვავს, მაგრამ ასაკით ჩემხელა მეწყვილე მირჩევნია, რომ გამარჯვებისთვის ბოლომდე ვიბრძოლოთ. სალომე ჭაჭუასა და გიგი გაჩეჩილაძის დაშორების ამბავი ყველას გაუკვირდა. მათ რვა წლის განმავლობაში უყვარდათ ერთმანეთი. სამწუხაროდ ყველაფერი დამთავრდა. ახლა ორივე სტუდია „თელაში“ ორივე ისევ ერთად მუშაობს. მეგობრები არ არიან, მაგრამ ახერხებენ, რომ პირადი და საქმე ერთმანეთში არ აერიოთ. ბუკლიკო სალომეს ესაუბრა.
- „ცეკვავენ ვარსკვვლავების“ მესამე სეზონი, სავარაუდოდ, სექტემბრიდან ან ოქტომბრიდან დაიწყება. რაღაც
პერიოდი ვფიქრობდი, პროექტში მონაწილეობას აღარ მივიღებ-მეთქი. ახლაც არ მაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით პასუხი. გააჩნია, ვინ მიიღებს მონაწილეობას.
- დასვენებას არ გეგმავ?
- მინდა, ცეკვაში კვალიფიკაცია ავიმაღლო. ორი თვით ვგეგმავ ამერიკაში წასვლას ცეკვის კურსებზე. ვნახოთ, როგორ შევძლებ ამ მიზნის შესრულებას. საელჩოზეა ეს ყველაფერი დამოკიდებული. თუ ვერ წავედი ამერიკაში, თბილისში ვაპირებ დარჩენას, მთელი შემართებით ვივარჯიშებ იოგაში და ვიცეკვებ. შეიძლება, მხოლოდ ერთი კვირით წავიდე ზღვაზე.
- როგორც გავიგე, შენ და გიგი გაჩეჩილაძე დაშორდით.
- მესამე თვეა, რაც მე და გიგი ერთად აღარ ვართ. სამწუხაროდ, ასე მოხდა.
- რამდენი წელი იყავით ერთად?
- მერვე წელი მთავრდებოდა.
- „ცეკვავენ ვარსკვლავებმა“ ხომ არ შეუშალა თქვენს ურთიერთობას ხელი?
- ყველა ამას მეკითხება და ხან ვის აბრალებენ ჩვენს დაშორებას და ხან - ვის, მაგრამ პროექტი არაფერ შუაში არაა. მე და გიორგიმ ერთად გადავწყვიტეთ, რომ დავშორებულიყავით. სხვა, ანუ მესამე პირი არაფერ შუაშია.
- ალბათ შენთვის რთულია „თელაში“ მუშაობა.
- ამ მხრივ რთული არაა. სანამ ჩემი და გიორგის ურთიერთობა დაიწყებოდა, მანამდე ვსწავლობდი „თელაში“ . მე და გიორგის ერთ შენობაში მუშაობა არ გვიჭირს. ჩვეულებრივ ერთად ვასწავლით, სტუდია „თელას“ ნაკრები გვყავს. ამ მხრივ დისკომფორტი არ გვექმნება. ვცდილობთ, ყველაფერი კარგად იყოს. არ ვამბობ, ვმეგობრობთ-მეთქი. ვფიქრობ, ამდენწლიანი ურთიერთობისა და სიყვარულის შემდეგ მეგობრობა მიუღებელია, მაგრამ გვაქვს აბსოლუტურად ჯანსაღი და კარგი ურთიერთობა. ჩვეულებრივად ვურეკავთ ერთმანეთს. თუ რამე გვიჭირს, ერთმანეთს ვეხმარებით. ყველაფერი ძველებურად გრძელდება, ოღონდ შეყვარებულების სტატუსის გარეშე.
- ოჯახის წევრებს, თქვენი დაშორების ამბავი რომ გაიგეს, ალბათ ძალიან გაუკვირდათ.
- ყველას ძალიან გაუკვირდა. ეგონათ, შევრიგდებოდით, მაგრამ ასე მოხდა, რას ვიზამთ.
- სხვადასხვა ჭორი ვრცელდება თქვენზე.
- ყველაზე გავრცელებული ჭორია, რომ გიორგი ვარდოსანიძის გამო დავშორდით. ამ ბოლო დროს მამულიჩაზე თქვეს.
- ინტერნეტში მამულიჩასთან ერთად გადაღებული ფოტო გავრცელდა და იმიტომ ჭორაობენ.

Rating

- „ცეკვავენ ვარსკვლავების“ პირველ სეზონზე გადაღებული სახუმარო ფოტოა. რადგან ასეთი ფოტოა გადაღებული, ე.ი. ჩვენ შორის რაღაც ხდება? ასეთი ჭორები ძალიან მაღიზიანებს, მით უფრო, როცა ასაკით მამაჩემის ტოლა კაცზე საუბრობენ. პირველ სეზონზე როსტოზე ჭორაობდნენ, ახლა გიორგი ვარდოსანიძეზე ჩაიციკლნენ. მაგრამ მე და გიორგი ვარდოსანიძე ძალიან კარგი მეგობრები ვართ და სხვა არაფერი.
- გიორგი პროექტის დამთავრების შემდეგ მალევე დაშორდა შეყვარებულს და შემდეგ შენ და გიგიც დაშორდით. ჭორების საფუძველიც ალბათ ეს გახდა.
- შეიძლება, მართლა ამიტომ ჭორაობენ ჩემზე და ვარდოსანიძეზე. ეს დიდად არ მაღელვებს. ნერვებს უფრო ის მიშლის, როცა დიდ კაცებზე ამბობენ რაღაცებს. მესამე სეზონზე რომ ვლაპარაკობდით, ვამბობდი, ხნიერ ადამიანთან უნდა ვიცეკვო, რომ აღარაფერი თქვან-მეთქი.
- გივი სიხარულიძესთან ერთად იცეკვებდი?
- ცხოვრებაში დიდი სიამოვნებით, მაგრამ პროექტში ახალგაზრდა მეწყვილე მირჩევნია. ხუმრობით ვთქვი, ხნიერ ადამიანთან ვიცეკვებ-მეთქი. ახალგაზრდა და ჯან-ღონით სავსე მოცეკვავე მჭირდება. ბატონი გივი, რასაკვირველია, ძალიან ღონიერია და კარგადაც ცეკვავს, მაგრამ ასაკით ჩემხელა მეწყვილე მირჩევნია, რომ გამარჯვებისთვის ბოლომდე ვიბრძოლოთ.
- ყველას აინტერესებს, შენ და გიორგი რა მიზეზით დაშორდით?
- რა თქმა უნდა, დაშორების რაღაც მიზეზები იყო. უბრალოდ არ გადაგვიწყვეტია მე და გიგის დაშორება, მაგრამ ამ მიზეზებზე არასოდეს ვილაპარაკებ.
- როდესაც გაიგეს, რომ გიორგის დაშორდი, ალბათ თაყვანისმცემლებისგან დიდ ყურადღებას გრძნობ.
- ჯერჯერობით ბევრმა არ იცის, თაყვანისმცემლების თემა ნაკლებად მაღელვებს. საერთოდ არ ვფიქრობ იმაზე, რომ ახალი ურთიერთობა დავიწყო სხვა ადამიანთან. უფრო მიზანდასახულად ვფიქრობ ცეკვასა და კარიერაზე. მთლიანად ჩაძირული ვარ ჩემს საქმეში.
- ამბობდი, რომ გიორგის სიურპრიზებისა და საჩუქრების გაკეთება ძალიან უყვარდა.
- ნამდვილად ასე იყო. მე და გიორგი გაბრაზებულები არ დავშორებივართ ერთმანეთს. ძალიან ცივილიზებულად გადავწყვიტეთ ყველაფრის დამთავრება. გიორგისგან მიღებულ ყველა საჩუქარს ცხოვრების ბოლომდე შევინახავ.
- გიორგის შერიგების მცდელობა არ ჰქონია?
- შერიგების მცდელობა ჰქონდა, მაგრამ დიდად არა (ეცინება).
- ჰყავს შეყვარებული?
- მგონი, არა. ყოველ შემთხვევაში, მე არ მეუბნება და არ ვიცი.
- გიორგი ვარდოსანიძის რეაქცია როგორი იყო, როცა გაიგო, რომ დაშორდით?
- ხუმრობით ვამბობდით, ახლა უფრო დაიწყებენ ჩვენ შესახებ ჭორაობასო. ბოლოს ვთქვით, დაწერონ, საბოლოოდ ხომ მოჰბეზრდებათ წერაო.
- მამულიჩას რეაქციაც ასეთი იყო, როდესაც ინტერნეტსივრცეში დაწერეს, რომ მამულიჩა შენ გამო დაშორდა ლელას?
- მასთან ამ თემაზე არც მილაპარაკია, უბრალოდ, იმ ფაქტმა გამაღიზიანა ძალიან, რომ ასე დაიწერა. მამულიჩასა და ლელასთან ვმეგობრობ. მათ ბავშვს, მარიკოს ვამეცადინებ ცეკვაში.
- კარგად ცეკვავს?
- ცოტა ხნის წინ დაიწყო სიარული. ძალიან მონდომებული და უსაყვარლესი ბავშვია.
- ცნობილ ადამიანებს აქვთ ცეკვის სწავლის სურვილი?
- ცოტა ხნის წინ ინგა გრიგოლია და თაკო ფხაკაძე მოვიდნენ ჩემთან სტუდიაში. ჯერ ვერ მოახერხეს დროის გამონახვა. მთავარია, მოინდომონ და აუცილებლად ისწავლიან კარგად ცეკვას.
- როგორი გინდა იყოს ადამიანი, ვინც შეგიყვარდება?
- ამ ყველაფერზე არც ვფიქრობ. შეიძლება, საერთოდ რომ არ ვფიქრობ, მაშინ გამოჩნდეს ისეთი ადამიანი, რომელიც შემიყვარდება.
- საკუთარ თავს ადანაშაულებ, ყველაფერი ასე რომ დამთავრდა?
- რასაკვირველია, საკუთარ თავსაც ვადანაშაულებ და გიორგისაც.
- მის მშობლებთან რომ გიწევს ყოველდღიური ურთიერთობა, ალბათ რთულია.
- გიორგის მშობლებს მანამდე ვიცნობდი, სანამ გიორგის გავიცნობდი. მათთან ურთიერთობაში აბსოლუტურად არაფერი არ შეცვლილა. ისინი ჩემი ქორეოგრაფები არიან. ჩვენი დაშორება ყველაზე მეტად ჩვენს მეგობრებს გაუკვირდათ. მე და გიორგის ძალიან ბევრი საერთო მეგობარი გვყავს.
- შენი ოჯახის წევრებმა რა გითხრეს?
- ძალიან გაუკვირდათ და ეწყინათ. დედაჩემი და ჩემი ძმა ჩამაცივდნენ, გვითხარი, რა მოხდაო. ჩემი და მაინცდამაინც არ ჩარეულა ამის გარკვევაში. ძმას ძალიან აინტერესებდა, რა მოხდა. უნდოდა გაეგო, გიორგის რამე ხომ არ შეეშალა. დედა და ძმა რომ მიხვდნენ, რომ არაფერს ვიტყოდი გარდა იმისა, რომ დავშორდით, აღარაფერი მკითხეს. იციან, რომ ამ თემას არ უნდა შეეხონ.

ჟურნალი „რეიტინგი“

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 42 /
ქეთი
რვა წელი ერტად ყოფნა რა უბედურებაა?საკითხავია მაგ გიგის რატო არ მოჰყავდა ცოლად? ამიტომ არც გამკვირვებია მაგათი დაშორება,
15:10 / 17-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინა
ბუღლუღი-ს რაღა დაგიმალო და მეც მასე ვიფიქრე :)) აბა სხვა უთქმელი მიზეზი,რომელსაც ცხოვრების ბოლომდე არ იტყვის რა უნდა იყოს?რავიცი,რავიცი...
13:49 / 17-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინია
სამწუხაროა, როდესაც სიყვარული მთავრდება. თუმცა ეს მხოლოდ გიორგის და სალომეს საქმეა და მეტი არავისი...
23:25 / 16-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ბუღლუღი
რადგან არ ამხელს, ჩემი დიდი ეჭვით ალბათ ეგ გიორგიც გომიკია (ანუ გეი) :))))) აბა რა ცივილიზებულად დაშორება რის ცივილიზებულად დაშორება, ყველაფერს აქვს მიზეზი და ალბათ ეგ არის ის მიზეზიც... :))))
22:30 / 16-06-2013
გამოხმაურება / 0 /
მაია
რა უბედურებაა,ეს რა ფოტოა,არ თქვათ ახლა ჩარჩენილი ხარ წინა საუკუნეშიო,ან ერთს და ან მეორეს როგორ მოუვიდათ აზრად ასეთ პოზაში გადაღება და მერე გამოქვეყნება.არავითარი ღირსების ნატამალი არა აქვს უკვე ჩემს თვალში ამ გოგოს.ნეტავი იმას ვისაც დაუვსებს ჯერ თვალებს და მერე ოჯახს.საზიზღრობაა.
21:45 / 16-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ოლიკო
რვა წელი ძალიან დიდი დროა ურთიერთობების გარვევისათვის,ამ შემთხვევაში უპირატესობა ვაჟს ეკისრება და მოგებულიც ისაა...შეცდომისაგან არავინაა დაზღვეული..კარგი წყვილია და ალბათ შერიგდებიან
18:27 / 16-06-2013
გამოხმაურება / 0 /
სარა
სალომე ეს სახუმარო ფოტო კი არა საზიზღარი ფოტოა მამისხელა კაცს რომ მხრებზე შემოსდებ ფეხს, რაც არ უნდა ახლო ურთიერთობა გქონდეს მის ოჯახთან და ლელას ადგილას მე არ მომეწონებოდა ეს შენი სახუმარო ფოტო.
18:25 / 16-06-2013
გამოხმაურება / 0 /
gocha
რა წაიღეთ რა ტვინი,გიორგი არაფერ შუაშია გიგის და სალოს დაშორებასთან,მამულიჩაზე ხო სასაცილოა ლაპარაკი!!
18:04 / 16-06-2013
გამოხმაურება / 0 /
პელე
ფეხები რო შემოაწყვე მხრებზე მამულიჩას,მაშინ გაგხსენებოდა რო მამის ტოლი კაცი იყო
17:35 / 16-06-2013
გამოხმაურება / 0 /
მარი
ახლა მოდაშია,ქართველი ბიჭები წლობით ხვდებიან გოგოს და ცოლად წაყვანაზე არ ფიქრობენ.ალბათ მძიმე სოციალური პირობების გამო.
16:30 / 16-06-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS