15 ივნისი, 2013
დაშორებას გიორგი ვარდოსანიძესა და მამულიჩას აბრალებენ
ახალგაზრდა და ჯან-ღონით სავსე მოცეკვავე მჭირდება. ბატონი გივი, რასაკვირველია, ძალიან ღონიერია და კარგადაც ცეკვავს, მაგრამ ასაკით ჩემხელა მეწყვილე მირჩევნია, რომ გამარჯვებისთვის ბოლომდე ვიბრძოლოთ. სალომე ჭაჭუასა და გიგი გაჩეჩილაძის დაშორების ამბავი ყველას გაუკვირდა. მათ რვა წლის განმავლობაში უყვარდათ ერთმანეთი. სამწუხაროდ ყველაფერი დამთავრდა. ახლა ორივე სტუდია „თელაში“ ორივე ისევ ერთად მუშაობს. მეგობრები არ არიან, მაგრამ ახერხებენ, რომ პირადი და საქმე ერთმანეთში არ აერიოთ. ბუკლიკო სალომეს ესაუბრა.
- „ცეკვავენ ვარსკვვლავების“ მესამე სეზონი, სავარაუდოდ, სექტემბრიდან ან ოქტომბრიდან დაიწყება. რაღაც
პერიოდი ვფიქრობდი, პროექტში მონაწილეობას აღარ მივიღებ-მეთქი. ახლაც არ მაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით პასუხი. გააჩნია, ვინ მიიღებს მონაწილეობას.
- დასვენებას არ გეგმავ?
- მინდა, ცეკვაში კვალიფიკაცია ავიმაღლო. ორი თვით ვგეგმავ ამერიკაში წასვლას ცეკვის კურსებზე. ვნახოთ, როგორ შევძლებ ამ მიზნის შესრულებას. საელჩოზეა ეს ყველაფერი დამოკიდებული. თუ ვერ წავედი ამერიკაში, თბილისში ვაპირებ დარჩენას, მთელი შემართებით ვივარჯიშებ იოგაში და ვიცეკვებ. შეიძლება, მხოლოდ ერთი კვირით წავიდე ზღვაზე.
- როგორც გავიგე, შენ და გიგი გაჩეჩილაძე დაშორდით.
- მესამე თვეა, რაც მე და გიგი ერთად აღარ ვართ. სამწუხაროდ, ასე მოხდა.
- რამდენი წელი იყავით ერთად?
- მერვე წელი მთავრდებოდა.
- „ცეკვავენ ვარსკვლავებმა“ ხომ არ შეუშალა თქვენს ურთიერთობას ხელი?
- ყველა ამას მეკითხება და ხან ვის აბრალებენ ჩვენს დაშორებას და ხან - ვის, მაგრამ პროექტი არაფერ შუაში არაა. მე და გიორგიმ ერთად გადავწყვიტეთ, რომ დავშორებულიყავით. სხვა, ანუ მესამე პირი არაფერ შუაშია.
- ალბათ შენთვის რთულია „თელაში“ მუშაობა.
- ამ მხრივ რთული არაა. სანამ ჩემი და გიორგის ურთიერთობა დაიწყებოდა, მანამდე ვსწავლობდი „თელაში“ . მე და გიორგის ერთ შენობაში მუშაობა არ გვიჭირს. ჩვეულებრივ ერთად ვასწავლით, სტუდია „თელას“ ნაკრები გვყავს. ამ მხრივ დისკომფორტი არ გვექმნება. ვცდილობთ, ყველაფერი კარგად იყოს. არ ვამბობ, ვმეგობრობთ-მეთქი. ვფიქრობ, ამდენწლიანი ურთიერთობისა და სიყვარულის შემდეგ მეგობრობა მიუღებელია, მაგრამ გვაქვს აბსოლუტურად ჯანსაღი და კარგი ურთიერთობა. ჩვეულებრივად ვურეკავთ ერთმანეთს. თუ რამე გვიჭირს, ერთმანეთს ვეხმარებით. ყველაფერი ძველებურად გრძელდება, ოღონდ შეყვარებულების სტატუსის გარეშე.
- ოჯახის წევრებს, თქვენი დაშორების ამბავი რომ გაიგეს, ალბათ ძალიან გაუკვირდათ.
- ყველას ძალიან გაუკვირდა. ეგონათ, შევრიგდებოდით, მაგრამ ასე მოხდა, რას ვიზამთ.
- სხვადასხვა ჭორი ვრცელდება თქვენზე.
- ყველაზე გავრცელებული ჭორია, რომ გიორგი ვარდოსანიძის გამო დავშორდით. ამ ბოლო დროს მამულიჩაზე თქვეს.
- ინტერნეტში მამულიჩასთან ერთად გადაღებული ფოტო გავრცელდა და იმიტომ ჭორაობენ.

Rating

- „ცეკვავენ ვარსკვლავების“ პირველ სეზონზე გადაღებული სახუმარო ფოტოა. რადგან ასეთი ფოტოა გადაღებული, ე.ი. ჩვენ შორის რაღაც ხდება? ასეთი ჭორები ძალიან მაღიზიანებს, მით უფრო, როცა ასაკით მამაჩემის ტოლა კაცზე საუბრობენ. პირველ სეზონზე როსტოზე ჭორაობდნენ, ახლა გიორგი ვარდოსანიძეზე ჩაიციკლნენ. მაგრამ მე და გიორგი ვარდოსანიძე ძალიან კარგი მეგობრები ვართ და სხვა არაფერი.
- გიორგი პროექტის დამთავრების შემდეგ მალევე დაშორდა შეყვარებულს და შემდეგ შენ და გიგიც დაშორდით. ჭორების საფუძველიც ალბათ ეს გახდა.
- შეიძლება, მართლა ამიტომ ჭორაობენ ჩემზე და ვარდოსანიძეზე. ეს დიდად არ მაღელვებს. ნერვებს უფრო ის მიშლის, როცა დიდ კაცებზე ამბობენ რაღაცებს. მესამე სეზონზე რომ ვლაპარაკობდით, ვამბობდი, ხნიერ ადამიანთან უნდა ვიცეკვო, რომ აღარაფერი თქვან-მეთქი.
- გივი სიხარულიძესთან ერთად იცეკვებდი?
- ცხოვრებაში დიდი სიამოვნებით, მაგრამ პროექტში ახალგაზრდა მეწყვილე მირჩევნია. ხუმრობით ვთქვი, ხნიერ ადამიანთან ვიცეკვებ-მეთქი. ახალგაზრდა და ჯან-ღონით სავსე მოცეკვავე მჭირდება. ბატონი გივი, რასაკვირველია, ძალიან ღონიერია და კარგადაც ცეკვავს, მაგრამ ასაკით ჩემხელა მეწყვილე მირჩევნია, რომ გამარჯვებისთვის ბოლომდე ვიბრძოლოთ.
- ყველას აინტერესებს, შენ და გიორგი რა მიზეზით დაშორდით?
- რა თქმა უნდა, დაშორების რაღაც მიზეზები იყო. უბრალოდ არ გადაგვიწყვეტია მე და გიგის დაშორება, მაგრამ ამ მიზეზებზე არასოდეს ვილაპარაკებ.
- როდესაც გაიგეს, რომ გიორგის დაშორდი, ალბათ თაყვანისმცემლებისგან დიდ ყურადღებას გრძნობ.
- ჯერჯერობით ბევრმა არ იცის, თაყვანისმცემლების თემა ნაკლებად მაღელვებს. საერთოდ არ ვფიქრობ იმაზე, რომ ახალი ურთიერთობა დავიწყო სხვა ადამიანთან. უფრო მიზანდასახულად ვფიქრობ ცეკვასა და კარიერაზე. მთლიანად ჩაძირული ვარ ჩემს საქმეში.
- ამბობდი, რომ გიორგის სიურპრიზებისა და საჩუქრების გაკეთება ძალიან უყვარდა.
- ნამდვილად ასე იყო. მე და გიორგი გაბრაზებულები არ დავშორებივართ ერთმანეთს. ძალიან ცივილიზებულად გადავწყვიტეთ ყველაფრის დამთავრება. გიორგისგან მიღებულ ყველა საჩუქარს ცხოვრების ბოლომდე შევინახავ.
- გიორგის შერიგების მცდელობა არ ჰქონია?
- შერიგების მცდელობა ჰქონდა, მაგრამ დიდად არა (ეცინება).
- ჰყავს შეყვარებული?
- მგონი, არა. ყოველ შემთხვევაში, მე არ მეუბნება და არ ვიცი.
- გიორგი ვარდოსანიძის რეაქცია როგორი იყო, როცა გაიგო, რომ დაშორდით?
- ხუმრობით ვამბობდით, ახლა უფრო დაიწყებენ ჩვენ შესახებ ჭორაობასო. ბოლოს ვთქვით, დაწერონ, საბოლოოდ ხომ მოჰბეზრდებათ წერაო.
- მამულიჩას რეაქციაც ასეთი იყო, როდესაც ინტერნეტსივრცეში დაწერეს, რომ მამულიჩა შენ გამო დაშორდა ლელას?
- მასთან ამ თემაზე არც მილაპარაკია, უბრალოდ, იმ ფაქტმა გამაღიზიანა ძალიან, რომ ასე დაიწერა. მამულიჩასა და ლელასთან ვმეგობრობ. მათ ბავშვს, მარიკოს ვამეცადინებ ცეკვაში.
- კარგად ცეკვავს?
- ცოტა ხნის წინ დაიწყო სიარული. ძალიან მონდომებული და უსაყვარლესი ბავშვია.
- ცნობილ ადამიანებს აქვთ ცეკვის სწავლის სურვილი?
- ცოტა ხნის წინ ინგა გრიგოლია და თაკო ფხაკაძე მოვიდნენ ჩემთან სტუდიაში. ჯერ ვერ მოახერხეს დროის გამონახვა. მთავარია, მოინდომონ და აუცილებლად ისწავლიან კარგად ცეკვას.
- როგორი გინდა იყოს ადამიანი, ვინც შეგიყვარდება?
- ამ ყველაფერზე არც ვფიქრობ. შეიძლება, საერთოდ რომ არ ვფიქრობ, მაშინ გამოჩნდეს ისეთი ადამიანი, რომელიც შემიყვარდება.
- საკუთარ თავს ადანაშაულებ, ყველაფერი ასე რომ დამთავრდა?
- რასაკვირველია, საკუთარ თავსაც ვადანაშაულებ და გიორგისაც.
- მის მშობლებთან რომ გიწევს ყოველდღიური ურთიერთობა, ალბათ რთულია.
- გიორგის მშობლებს მანამდე ვიცნობდი, სანამ გიორგის გავიცნობდი. მათთან ურთიერთობაში აბსოლუტურად არაფერი არ შეცვლილა. ისინი ჩემი ქორეოგრაფები არიან. ჩვენი დაშორება ყველაზე მეტად ჩვენს მეგობრებს გაუკვირდათ. მე და გიორგის ძალიან ბევრი საერთო მეგობარი გვყავს.
- შენი ოჯახის წევრებმა რა გითხრეს?
- ძალიან გაუკვირდათ და ეწყინათ. დედაჩემი და ჩემი ძმა ჩამაცივდნენ, გვითხარი, რა მოხდაო. ჩემი და მაინცდამაინც არ ჩარეულა ამის გარკვევაში. ძმას ძალიან აინტერესებდა, რა მოხდა. უნდოდა გაეგო, გიორგის რამე ხომ არ შეეშალა. დედა და ძმა რომ მიხვდნენ, რომ არაფერს ვიტყოდი გარდა იმისა, რომ დავშორდით, აღარაფერი მკითხეს. იციან, რომ ამ თემას არ უნდა შეეხონ.

ჟურნალი „რეიტინგი“

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 42 /
მარი
გული დამწყდა....
02:18 / 20-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ანდრეა
ვკითხულობ თქვენს კომენტარებს და მეცინება. რა საცოდავები ხართ და რა მახინჯი სულის პატრონები. არავინ გყვარებიათ არასოდეს და ასე გაბოროტებულები იმიტომ ლაპარაკობთ. მეც მყავს შეყვარებული უკვე 8 წელია და ამდენი ხანი იმიტომ არ დავქორწინებულვართ რომ ჯერ პატარები ვიყავით და ერთად გავიზარდეთ. და ეს იმას ნიშნავს რომ ერთმანეთი არ გვიყვარს? რაღაცას რო იტყვით ეს ჭორიკანა ქალები ცოტა ტვინი დააყოლეთ ხოლმე. ცოლია თუ შეყვარებული რა მნიშვნელობა აქვს როცა გიყვარს ადამიანი? ყველა გათხოვებაზე როგორ ფიქრობთ? გათხოვდები და ქმარი რო ერქმევა და ლეგალური სექსი გექნებათ ეგ გგონიათ პატიოსნება ? ძაან პრიმითიული და მდარე აზროვნება გაქვთ ამ ქალებს. ასეთ დიშოვ კომენტარებს რო წერთ არ გიტყდებათ? ყველამ თქვენ თავებს მიხედეთ და სალომე და გიგი თქვენს გარეშეც მოგვარებენ თავიანთ საქმეს. და ამ სტატიის ავტორიც მაგარი უნიჭო და საცოდავია!წადი რა წესიერ თემებზე წერე!
22:25 / 19-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანუ
აუ სალომეს და გიორგის გარდა არავინ დაშორებულა ჯერ ეს რა ამბავი ატყდა,ვისი რა საქმეა ვინ და რატო დაშორდაა
00:43 / 19-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ნია
ჰაიმეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე))))))))))
23:07 / 18-06-2013
გამოხმაურება / 0 /
მაია
კარგით რა ეს წყვილი მაინც ერთად იქნება.გიორგიიიი... სალომეეე... გისურვებთ ერთად ყოფნას და ბედნიერებასს, უფალი გფარავდეთ.ხალხნო ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა და ეცადეთ არც ერთი წუთი არ დაკარგოთ,იყავით ბედიერები,დტკბით ცხოვრებით. მიყვარხართ
22:20 / 18-06-2013
გამოხმაურება / 0 /
რომა
კარგით რა სალომეს გარდა არ დაშორებულა ხალხნო, კიდევ დაშორდება
12:04 / 18-06-2013
გამოხმაურება / 0 /
მაკა
ხალხო 8წელი იმიტომ იყვნენ ერტად ზალიან პაატრები იყვნენე რომ სჰეუყვარდატ ერტმანეტი და ერტად ცეკვავდნენ გაიზრდნენე ერტად მერე გემოვნება ეცვლება ზრდასრულ ადამინას ალბატ ქონდატ მიზეზი რა სასჰინელ კომენტარებს დებტ რაც სჰეეხება მამულიცჰას პელე და ვიგაც ქალი რო იპუტავს სოპლელეი დედაკაცივიტ ტმას ეს რეპეტიციაზეა გადაგებული იქვე ბრზანდებოდა ლელაც და ესეტია ეს ცეკვები სცენაზე ხო კარგად მოგწონდატ ამ გოგოს ცეკვა მასჰინცა ედიო მხრებე პეხი ესეტი ცეკვაა სამეჯლისო ცეკვა და ტიტონ სალომეს არ გამოუქვეყნებია ეს ფოტო და საერტოდ ყველამ ტქვენ ცხოვრებაშ მიხედოტ ჯობია
17:17 / 17-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ანა
ვაიმე ძალიან მწყინა მატი დაშორება.ცჰემი ოცნბა არის და იქნება სალომე ჭაჭუას ნახვა.მე არ ვერევი მათ ცხოვრებაში,იმიტომ რომ ეს მატი გადასაწყვეტია.მე მანც ორივე მიყვრხართ.
16:49 / 17-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინი
სალომე უკეთესს იმსახურებს
16:21 / 17-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ნატა
ნეტა არ გიყვარდეთ სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა, და მერე კიდე გაქექვა და გარჩევა, საკუთარ ცხოვრებას მიხედეთ უარესად რომ გაქვთ არეული. :)
15:28 / 17-06-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS