14 ივნისი, 2013
ვინ ''გადააგდო'' დუტა სხირტლაძემ და რომელი სპექტაკლიდან მოხსნეს მსახიობი
ყოფილა შემთხვევები, მსახიობები ავად გამხდარან ან რაიმე ფორსმაჟორული სიტუაცია შექმნიათ, მაგრამ ამის შესახებ წინასწარ გვცოდნია. ასეთი რაღაცები ხდება, მაგრამ ასე, უბრალოდ რომ არ მოსულიყოს, არც დუტასგან და არც სხვა ვინმესგან არ მახსოვს და არ გამიგია. ამას წინათ ჩემმა ერთმა მეგობარმა დუტა სხირტლაძის შესახებ საინტერესო ამბავი მიამბო და გადავწყვიტე, თქვენთვისაც გამეზიარებინა. საქმე ისაა, რომ ჩემი მეგობარი თეატრის დიდი მოყვარულია. სპექტაკლ ''ინსტინქტს'' , რომელშიც სხვა მსახიობებთან ერთად დუტა სხირტლაძეც მონაწილეობს, საკმაოდ ბევრი აქებდა, ამიტომაც გადაწყვიტა, ''ილიაუნის'' თეატრში
მისულიყო მეგობრებთან ერთად და სპექტაკლს დასწრებოდა.
როცა თეატრში დარეკა, უთხრეს, რომ ''ინსტინქტი'' 19, 24 და 31 მაისს გადიოდა. შესაბამისად, მისთვის სასურველ დროს, 24 მაისს ბილეთები დაჯავშნა და დანიშნულ დღეს თეატრს მიაშურა. სპექტაკლი რვა საათზე უნდა დაწყებულიყო. 9-ის ნახევრამდე ყველა მაყურებელი გარეთ იცდიდა, თუმცა სპექტაკლის დაწყებას საშველი არ დაადგა. ბოლოს ადმინისტრატორი გამოვიდა და შეკრებილ მაყურებელს მოუბოდიშა, დუტამ ''გადაგვაგდო'' და სპექტაკლი გადაიდოო, შემდეგ კი ბილეთების ფულიც დაუბრუნეს. ადმინისტრატორმა ისიც თქვა, 19 მაისსაც ზუსტად ასე მოიქცა და არც ტელეფონი აუღია, რომ გაგვეგო, რატომ არ მოდიოდა სპექტაკლებზეო.
როგორც ჩვენი წყარო გვიყვება, - ''24 მაისს დუტას მთელი დღე ურეკავდნენ. დილას უთქვამს, მოვალო, შუადღეს კი ყურმილი აღარ აუღია. 19 მაისსაც არ მისულა და ამის გამო სპექტაკლი გადაუდიათ. დანარჩენი მსახიობები თურმე ჩაცმულ-დახურულები ელოდნენ და დუტამ ''გადააგდო'' . გული დამწყდა, ამ სპექტაკლს ძალიან აქებდნენ და მინდოდა მენახა'' .
გადავწყვიტეთ, დუტასთვისაც დაგვერეკა და თეატრის დირექტორისთვისაც. დუტამ ჩვენს ზარებს არ უპასუხა, შემდეგ მესიჯიც მივწერეთ, თუმცა არც მესიჯზე გვიპასუხა. საქმის კურსში ჩავაყენეთ, რომ ამგვარი მასალა იბეჭდებოდა და მისი კომენტარის ჩაწერა გვსურდა. როგორც ჩანს, მან ამ თემაზე ლაპარაკი არ მოისურვა. სამაგიეროდ, გულახდილად გვესაუბრა ''ილიაუნის'' თეატრის ხელმძღვანელი ნატალია თვალჭრელიძე.
- დაგიდასტურებთ, რომ მართლაც ასე მოხდა. ჩვენი ტექნიკური რეჟისორი ესაუბრა და მისთვის უთქვამს, გადაღებები დამინიშნეს და ვერ მოვალო. ოღონდ ტელეფონი მაშინ აიღო, როდესაც, წესით, სპექტაკლი უკვე დაწყებული უნდა ყოფილიყო.
- შესაძლებელია, მსახიობი ასე მოიქცეს?
- თეორიულად ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ ასე არც დუტა მოქცეულა მანამდე და საერთოდ, ასე მოქცევა მიუღებელია. ყოფილა შემთხვევები, მსახიობები ავად გამხდარან ან რაიმე ფორსმაჟორული სიტუაცია შექმნიათ, მაგრამ ამის შესახებ წინასწარ გვცოდნია. ასეთი რაღაცები ხდება, მაგრამ ასე, უბრალოდ რომ არ მოსულიყოს, არც დუტასგან და არც სხვა ვინმესგან არ მახსოვს და არ გამიგია.
- როგორც ამბობენ, 31 მაისს დუბლი დანიშნეთ დუტას როლზე...
- ვერ დავნიშნეთ და ის სპექტაკლიც ჩაიშალა, რადგან რეპეტიციებისთვის საკმარისი დრო არ გვქონდა. ასე რომ, დუბლის შეყვანა ვერ მოესწრო.
- ანუ მოიხსნა რეპერტუარიდან სპექტაკლი?
- არ მოხსნილა, სპექტაკლი აუცილებლად გაიმართება, თუმცა რეპეტიციებისთვის დროა საჭირო.
- დუტას სხვა მსახიობით ჩაანაცვლებთ?
- რა თქმა უნდა.
- ეს გარკვეული ტიპის სასჯელი იქნება, თუ მასაც აღარ უნდა ამ როლის შესრულება?
- სიტყვა ''სასჯელი'' რა სათქმელია?! უბრალოდ, ძალიან გვინდოდა, დუტას ამ სპექტაკლში ეთამაშა, მაგრამ მაყურებელსაც ვერ ჩავაგდებთ ასეთ დღეში, რომ მოვიდნენ და სპექტაკლი არ შედგეს. ვერ გავრისკავთ. შეიძლება, დავნიშნოთ სპექტაკლი და დუტა არ მოვიდეს. აქედან გამომდინარე, მოგვიწევს ისეთი მსახიობის აყვანა, რომელიც, გვეცოდინება, რომ აუცილებლად მოვა (იღიმის).
- ვინ არის, უკვე გარკვეული გაქვთ?
- ჯერ ნუ მკითხავთ. ვიცით, მაგრამ ჯერ არ გვინდა თქმა.
- დუტას თქვენთვის არ დაურეკავს? იცის, რომ მის ჩანაცვლებას აპირებთ?
- მე მასთან არ მილაპარაკია. როგორც გითხარით, სხვა ესაუბრა.

ქეთი მელაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 17 /
მე
ბოღმები ხართ და ფრთხილად იყავით არ გასკდეთ!!! როგორ მინდა უწმაწური სიტყვებით სეგამკოთ მაგრამ ზრდილობა რ მაძლევს საშუალება!
12:50 / 19-06-2013
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
დუტა არის უტვინო და უმეცარი არაკაცი. თბილისელებს რომ მოძღვრავდა, რა გინდათ მიშასგან, რით არ მოგწონთო? დურაკი. ეგ სომეხი ვერ იქნება, სომხებს ჭკუა მაინც აქვთ. ეგ ლოთი წესიერ სახლში არ შეუშვათ, ბაღლინჯოა.
03:26 / 18-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ნენეს
ეროვნებას რა მნიშვნელობა აქვს და საერტოდ გესმიტ რას წერტსულ არაფრის აღარ გცხვენიატ?
02:39 / 18-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ნენე
დუტა არის სომეხი ეროვნების, თელავის თეატრის მსახიობ გარი მანველოვის შვილი. სხირტლაძე დედის გვარია..
22:29 / 17-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ანდრია
.რა შუაშია სომეხი,ებრაელი,ქურთი......???
20:28 / 17-06-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS