14 ივნისი, 2013
ჟურნალმა ''ბომონდმა'' ბომონდური საღამო რესტორან ''დაუნთაუნში'' აღნიშნა
საღამოს მომღერალი ელენე კალანდაძე და დიჯეი SIKHA მასპინძლობდნენ და იქ შეკრებილ საზოგადოებას სტანდარტული პროგრამის გარდა ცოცხალი მუსიკაც შესთავაზეს.
13 ივნისს, ჟურნალმა ''ბომონდმა'' ერთგული მკითხველები, რესპონდენტები და პარტნიორები რესტორან ''დაუნთაუნის'' ახალგახსნილ ვაკის ფილიალში მიიწვია. ყველაზე მოდურ ჟურნალ ''ბომონდს'' 17 წლიანი ისტორია აქვს და ბოლო ექვსი წელია რაც ჟურნალი განახლებული ფორმატით გამოიცემა. სპეციალურად საღამოსთვის დიზაინერმა დათუნა სულიკაშვილმა ''ბომონდის'' ყდებისგან კაბა შექმნა.
საღამოს მომღერალი ელენე კალანდაძე და დიჯეი SIKHA მასპინძლობდნენ და იქ შეკრებილ საზოგადოებას სტანდარტული პროგრამის გარდა ცოცხალი მუსიკაც შესთავაზეს.
საღამოს ორასზე მეტი ადამიანი სტუმრობდა, რომლებიც ''ბომონდის'' ყდის მიხედვით დამზადებულ ორიგინალურ ბანერთან პოზირებდნენ.
''ბომონდის'' და რესტორან ''დაუნთაუნის'' პარტნიორმა კომპანიებმა სტუმრებისთვის მრავალფეროვანი პრიზები დააწესეს.
''ბომონდის" რუბრიკის, ''ბიზნესი ქუსლებზე" ერთ-ერთი რესპონდენტი - სასტუმრო ''რადისონის" მარკეტინგის სპეციალისტი ელენე ბარათაშვილი ავსტრიული საიუველირო კომპანია Freywille-ის მიერ დაწესებული პრიზით დასაჩუქრდა.
პალიტრა L-მა უხუცესი თანამშრომლები - ნონა ღამბაშიძე და ხათუნა ჩიმაკაძე ''ვეფხისტყაოსნით'' დაასაჩუქრა.
Rating
რუბრიკა ''მოდის მსახურების" ავტორ ზურა მგალობლიშვილს კი ირაკლი ოჩიაურის მიერ შექმნილი ილუსტრაციებით გაფორმებული ბიბლია გადაეცა.
რუბრიკა ''მოდის მსახურების" საყვარელი რესპონდენტი - მაღაზია Pierrot Le Fou-ს მფლობელი ლენკა ციციშვილი კომპანია Esthetics-ის მიერ დაწესებული ფიტნესის აბონემენტის მფლობელი გახდა.
საინტერესო სარედაქციო ტურის მოწყობისთვის კომპანია Hennesy-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტს - ხათუნა ახობაძეს Radisson-ის სპა-ცენტრის აბონემენტი გადაეცა, საუკეთესო ყდის მოდელ - სანდრა პაიჭაძეს რედაქციამ კომპანია Esthetics-ის მიერ დაწესებული ფიტნესის აბონემენტი გადასცა საჩუქრად.
მამუკა კიკალიშვილს (KIKALA STUDIO) ერთგული პარტნიორობისათვის კომპანია SAFILO-ს მიერ დაწესებული პრიზი გადაეცა. ექსკლუზიური მასალების ავტორი არჩილ შუბაშვილი კი სასტუმროების ქსელმა ''რჩეულმა" ''ვიკენდის" ვაუჩერით დაასაჩუქრა.
გული არც სხვა სტუმრებს დასწყვეტიათ: Taste of India-მ, რესტორანმა "დაუნთაუნმა", Esthetics-მა, "ბეილისმა", სოლარიუმმა "ერგოლაინმა", Freywille-მა, Chronograph-მა და რა თქმა უნდა, ჟურნალმა "ბომონდმა" არაერთი პრიზი დააწესეს გათამაშებისთვის.
ღონისძიების სპონსორები "ბაზისბანკი", "სანოფი ავენტისი" - პროდუქტით "ლაქტაციდი" Esthetics-ი იყვნენ.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS