21 აგვისტო, 2014
შალვა რამიშვილი მეუღლის სტატუსებს არ აკონტროლებს
ხატია ზოგადად ძალიან ობიექტური ადამიანია და რა თქმა უნდა, აქვს სრული უფლება, დაწეროს ის, რაც მას სურს სოციალურ ქსელში ერთ დროს ძალიან აქტიურმა შალვა რამიშვილმა ცოტა ხნის წინ ''ფეისბუქის'' საკუთარი გვერდი გააუქმა. მანამდე ქვეყანაში მიმდინარე ნებისმიერ მოვლენაზე ტელეწამყვანი თავის პოზიციას, პირველ რიგში, სწორედ ''ფეისბუქზე'' აქვეყნებდა. დავინტერესდი, რა გახდა მისი ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი და რამდენიმე კითხვით მივმართე.

- შალვა, როგორც გავიგეთ, ახალი სატელევიზიო სეზონიდან ახალ გადაცემას იწყებ.
- ჯერ ადრეა ამაზე საუბარი.
- ''შალვა რამიშვილის შოუ''
აღარ გავა ეთერში?
- ჩემი შოუ ეთერში აუცილებლად გავა, თუმცა მეორე გადაცემასა და სხვა პროექტებზე პრესასთან საუბარი ჯერ ადრეა.
- დაახლოებით ერთი თვის წინ ''ფეისბუქის'' საკუთარი გვერდი გააუქმე. ასეთი გადაწყვეტილება რატომ მიიღე?
- მაქვს ჩემი ფანების გვერდი, ანუ ფანფეიჯი. ჩემს პერსონალურ გვერდს კი ძალიან დიდი დრო მიჰქონდა და ამიტომაც გავაუქმე.
- მხოლოდ ეს იყო გვერდის გაუქმების მიზეზი? შენი გადაცემის შესახებ ბევრ კრიტიკულ შენიშვნას წერდნენ და გადაწყვეტილების მიღებაში ესეც ხომ არ დაგეხმარა?
- კრიტიკული შენიშვნები ფანფეიჯზე იყო ძირითადად და ყველა დატოვებულია. კრიტიკული შენიშვნების მომხრეც კი ვარ და შეძლებისდაგვარად, ვითვალისწინებ კიდეც.
- შენგან განსხვავებით, სოციალურ ქსელში შენი მეუღლე ხატია ეკიზაშვილი კვლავ აქტიურია. მის სტატუსებში იგრძნობა, რომ დღევანდელი ხელისუფლების მიმართ კრიტიკულადაა განწყობილი.
- ხატია ზოგადად ძალიან ობიექტური ადამიანია და რა თქმა უნდა, აქვს სრული უფლება, დაწეროს ის, რაც მას სურს. მე არ ვაკონტროლებ ჩემი მეუღლის სტატუსებს, თუმცა მიმაჩნია, რომ მთავრობის მიმართ კრიტიკული არაა.
- მაგალითად, ყოფილი მერის დაკავებასთან დაკავშირებით დაწერა, რომ არ არის კარგი, როდესაც ყოფილ მერს ასეთი ფორმით იჭერენ.
- თბილისში არ ვარ და თვალს ვერ ვადევნებ, ხატიამ რა დაწერა. ნებისმიერ შემთხვევაში ჩემი მეუღლე მიკერძოებული არც ერთი მხარისადმი არაა. ეს შემიძლია, ზუსტად გითხრათ, იმიტომ, რომ კარგად ვიცნობ.

დიჯეი ''ბუკლე''
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
მაია
თბილისში არ ვარ და თვალს ვერ ვადევნებ, ხატიამ რა დაწერა.--თქვა შალვამ,მოდით ვუთხრათ,ნუ დავუმალავთ- ევროპიდანაც ირთვება ფეისბუქი შალვა...
13:56 / 06-09-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS