13 აგვისტო, 2014
უკრაინულ და რუსულ პრესაში ბიჭოლასა და ივან დორნის ''მჭიდრო მეგობრობაზე''ალაპარაკდნენ
ბოლო წლებია, ბიჭოლამ უკრაინაში გადაინაცვლა და იქაური ბომონდისა და მოდური ჩვენებების უცვლელი მონაწილეა ბოლოს მათი განუყრელი მეგობრობა მედიამ და დამსწრე საზოგადოებამ იურმალაში შენიშნა. არაერთხელ დაწერეს, რომ ეს წყვილი - ივან დორნი და ბიჭოლა თეთრაძე, ერთმანეთს არ შორდებოდა.

როგორც იცით, ბოლო წლებია, ბიჭოლამ უკრაინაში გადაინაცვლა და იქაური ბომონდისა და მოდური ჩვენებების უცვლელი მონაწილეა. მას მერე, რაც მისი და ანუკი არეშიძის დიზაინერული ტანდემი დაიშალა, ბიჭოლა კვლავ მარტო აგრძელებს მოღვაწეობას. საზოგადოებას აოცებს ახალი ჩვენებებით, ზეუცნაური ჩაცმულობით და ბოლო
დროს - ივან დორნთან მეგობრობითაც.

უკრაინულ პრესაში ამ თემაზე ხუმრობენ კიდეც, რადგან უკრაინელი მომღერალი, დიჯეი და ტელეწამყვანი ივან დორნი აქამდე ცნობილი იყო, როგორც ბომონდური წვეულებების ნაკლებად მოყვარული. ახლა კი, ბიჭოლას ''ხათრით'', მოდურ ჩვენებებს არ ტოვებს.

ისინი სოციალურ ქსელშიც ხშირად ათავსებენ თავიანთ ერთობლივ ფოტოებს, რომლებთან მინაწერები სიმბოლურად ყოველთვის გულებით იწყება, ბიჭოლა კი ივანს ხშირად მოიხსენიებს, როგორც თავის ''სუპერმენს''. დორნი ბიჭოლას ჩვენებებზეც ადის პოდიუმზე და უშუალოდ ულოცავს ხოლმე წარმატებას. ბიჭები ერთად ატარებენ უქმეებს, ჩვეულებრივ დღეებს, შვებულებას და ა.შ.

დიჯეი ''ბუკლე''
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 11 /
შაკო
ივან დორნი, შენი გემოვნების რა ვთქვი მე
10:36 / 13-08-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS