ამჯერად ჟორჟოლიანი გენიალური მსახიობის რობინ უილიამსის სავარაუდო თვითმკვლელობამ სევდიან ხასიათზე დააყენა და სოციალურ ქსელში საინტერესო ჩანახატი გამოაქვეყნა:
"რა არის, არა? მსოფლიო გიცნობს, უყვარხარ, ყველა მიზეზი გაქვს ბედნიერებისთვის, განსხვავებულად დაიბადე. რობინი ხარ უილიამსი რა... ღმერთია შენ საქმეში და ამიტომაც მოგათავსა ცხოვრებამ
რაღაც, აი, რაღაც ისეთ დეპრესიულს გხდის, რომ საკუთარი სურვილით ამბობ უარს წითელ ხალიჩაზე, მსოფლიოს აპლოდისმენტებზე! უიტნი ჰიუსტონზე რომ შოკი მქონდა, მოგატყუებთ თუ გეტყვით, რომ რობინ უილიამსზეც იგივე განცდა დამეუფლა.
ჰიუსტონზე მეგონა, რომ სულ იქნებოდა, არასოდეს მოკვდებოდა, მაგრამ ორივეს გარდაცვალების დროს გავიფიქრე, ისინი თუ ასე კვდებიან, ჩვენ... და რა ცოტა დრო დამრჩა... და რაში ვხარჯავ!
არათუ ის არის დროებითი რაც გვაქვს, არამედ ჩვენ ვართ დროებითები და მაგარია თუ ეს სულ მემახსოვრება! პოსტი კი ცოტა მძიმე გამომივიდა, მაგრამ დიდხანს ყოფნა თქვენ! სახეზე ღიმილი და ბევრი სითბო, ვიდრე გვაქვს ამის საშუალება''- წერს ჟორჟოლიანი.
სალომე დადიანი