12 აგვისტო, 2014
"რა ცოტა დრო დამრჩა და რაში ვხარჯავ...'' - ნანუკა ჟორჟოლიანის სევდიანი ჩანახატი
არათუ ის არის დროებითი რაც გვაქვს, არამედ ჩვენ ვართ დროებითები ნანუჯა ჟორჟოლიანი შეიძლება თავისუფლად ვთქვათ, რომ ერთ-ერთი გამონაკლისია პოპულარულ ჟურნალისტებს შორის, რომელიც ყველაზე კარგად იყენებს სოციალურ ქსელს ახალი, ამბის გასავრცელებლად ან უბრალოდ, პირად განცდების აფიშირებისთვის.

ამჯერად ჟორჟოლიანი გენიალური მსახიობის რობინ უილიამსის სავარაუდო თვითმკვლელობამ სევდიან ხასიათზე დააყენა და სოციალურ ქსელში საინტერესო ჩანახატი გამოაქვეყნა:

"რა არის, არა? მსოფლიო გიცნობს, უყვარხარ, ყველა მიზეზი გაქვს ბედნიერებისთვის, განსხვავებულად დაიბადე. რობინი ხარ უილიამსი რა... ღმერთია შენ საქმეში და ამიტომაც მოგათავსა ცხოვრებამ
სხვა "ლოჟაში".

რაღაც, აი, რაღაც ისეთ დეპრესიულს გხდის, რომ საკუთარი სურვილით ამბობ უარს წითელ ხალიჩაზე, მსოფლიოს აპლოდისმენტებზე! უიტნი ჰიუსტონზე რომ შოკი მქონდა, მოგატყუებთ თუ გეტყვით, რომ რობინ უილიამსზეც იგივე განცდა დამეუფლა.

ჰიუსტონზე მეგონა, რომ სულ იქნებოდა, არასოდეს მოკვდებოდა, მაგრამ ორივეს გარდაცვალების დროს გავიფიქრე, ისინი თუ ასე კვდებიან, ჩვენ... და რა ცოტა დრო დამრჩა... და რაში ვხარჯავ!

არათუ ის არის დროებითი რაც გვაქვს, არამედ ჩვენ ვართ დროებითები და მაგარია თუ ეს სულ მემახსოვრება! პოსტი კი ცოტა მძიმე გამომივიდა, მაგრამ დიდხანს ყოფნა თქვენ! სახეზე ღიმილი და ბევრი სითბო, ვიდრე გვაქვს ამის საშუალება''- წერს ჟორჟოლიანი.

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
ლოლა
იმ აგრესიული კომენტარების შემდეგ ნანუკა, ეს პოსტი ძალიან სენტიმენტალური გამოგივიდა და თუ მუდმივად ასე იფიქრებ, რომ ადამიანი დროებით არის მოსული ამ ქვეყნად და თანაც ცოტა ხნით. მისულხარ იმ შგნებამდე რომ კარგის მეტი არაფერი არ უნდა აკეთოს ადამიანმა, რომ მისი წასვლის შემდეგ სხვებს გაუჩნდეთ სურვილი დანანების და ნოსტალგიის წასული ადამინის მიმართ. ხშირად ესაუბრე ხოლმე ამის შესახებ საკუთარ თავსაც და ქმარსაც, რომ სულებმა შვება იგრძნონ .
19:29 / 12-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ანუკა
რობინ ვილიამსზე კი არა,შენს ქმარს რომ დარჩა ცოტა დრო,მაგაზე იდარდე რომ ცოდვები მოინანიოს და სამართალდამცავებს ჩაბარდეს,გამომივიდა აქ მგლოვიარე არამკითხე
15:22 / 12-08-2014
გამოხმაურება / 0 /
თამო
გაიხარე კარგო ადამიანო, დზალიან კარგი პოსტია და კიდევ ველოდებით, ხშირად გამოაქვეყნე ამისთანა პოსტები, რადგან ეს გვასცავლის და გვძენს ახალს ცხოვრებაში. ცარმატებები ნანუკა :*
14:36 / 12-08-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS