11 ივნისი, 2013
„მამაკაცს არასდროს ერქმევა ცოლი!..“
თბილისი ვერასდროს გახდება ამსტერდამი, ის თბილია, მაგრამ თუ გაბრაზდა, შეიძლება, თეირანზე უფრო მკაცრი გახდეს, ამის შესახებ ვრეპავ ახალ სიმღერაში. მე რეპერი ვარ და არა საჯარო მოხელე და ასე დავაფიქსირე საკუთარი აზრი. რეპერი მასტერი აქტუალურ თემებს მუდმივად ეხმიანება. როდესაც ციხის კადრები გავრცელდა, სპეციალური სიმღერა დაწერა ამ მოვლენების შესახებ და კლიპიც გადაიღო. ახლა კი 17 მაისის აქციას გამოეხმაურა და თავის თაყვანისმცემლებს ერთი სქესის ურთიერთობებზე საკუთარი მოსაზრებები რეპით გააცნო. კლიპის ინტერნეტსივრცეში გამოჩენას საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა და იყო ბევრი
სალანძღავი კომენტარიც, რასაც მასტერი ჩვეულებრივად ხვდება. „მამაკაცს არასდროს ერქმევა ცოლი, ამას არ დავუშვებთ, შანსი აქვთ ნოლი, თუნდაც მსოფლიომ საუკუნით გაგვასწროს, აქ ეს არ მოხდება - არასდროს, არასდროს...“ მასტერი თავისი ახალი კლიპის შესახებ მესაუბრა.
- ამ თემაზე არასდროს დამიპოსტავს სოციალურ ქსელებში და საკუთარი პოზიციაც არასდროს დამიფიქსირებია საჯაროდ. მინდოდა მეთქვა, რომ მამაკაცს საქართველოში ცოლი არასდროს ერქმევა და ეს ჩემი ტექსტით ვთქვი. ამას ვინც არ ეთანხმება, ე.ი. ემხრობა?!.
- შეიძლება, არ ემხრობოდეს, მაგრამ მე მაინტერესებს, შენ კონკრეტულად რით შეუწუხებიხარ განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანს?
- ყოფილა ასეთი არაერთი შემთხვევა, ადგილებს არ დავასახელებ, სად მომხდარა, მაგრამ მივმხდარვარ, რომ ვიღაც ჩვეულებრივად არ მიყურებდა. სკანერივით ვარ, უცბად შემიძლია ამოცნობა და გავრიდებივარ. ზოგადად, ისეთ სფეროში ვტრიალებ, სადაც განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანებიც არიან და როცა მათ ვხვდები, არანაირი პრობლემა არ მაქვს მანამდე, სანამ ამის აფიშირებასა და პოპულარიზაციას არ შეეცდებიან. ჩემი ძმაკაცებისგანაც არ გამიგია, რომ ვინმე სექსუალური ორიენტაციის გამო ეცემათ. მეც არ შემიხედავს ცუდად არავისთვის. აფიშირებაა პრობლემა. ჩემი აზრით, ეს ჩვენი ერის ტრადიციების შელახვაა, თუკი საქმე შეეხება თეატრალიზებულ წარმოდგენებს, ქუჩაში აქციების გამართვას, ერთმანეთის საჯაროდ კოცნას და ა.შ.
- თუმცა 17 მაისს ეს არ გვინახავს.
- რა ვიცით, იქნებ, აპირებდნენ მსგავს რაიმეს? მეც აუცილებლად ვიქნებოდი ამ აქციაზე, უბრალოდ, ზუსტად ამ დროს გახლდით დანიაში „ევროვიზიაზე“. სხვათა შორის, კლიპში 17 მაისის კადრები სპეციალურად არ შევიტანე, რადგან ძალადობას არ ვემხრობი. ასევე არ შევიტანე ის პროვოკაციული ფოტო, სადაც სამი ადამიანი ეკლესიის წინ ვითომ სექ-სუალურად პოზირებს. არ მინდოდა, მაყურებელი კიდევ უფრო გაღიზია-ნებულიყო. შევიტანე მხოლოდ საზღვარგარეთ გამართული გეიაღლუმების კადრები და ვინაიდან სიმღერას ჰქვია „არასოდეს“, სხვადასხვა ენაზე იწერება ვიდეოს მიმდინარეობისას ეს სიტყვა, რადგან ევროპას ვუთხრათ, რომ ჩვენთან კაცს ცოლი არასდროს ერქმევა. აქ თუ ვინმე ჰომოფობიას ხედავს, არ ვიცი... უბრალოდ, ეს ჩემი დამოკიდებულებაა და ძალიან ბევრი ჩემნაირად ფიქრობს. თბილისი ვერასდროს გახდება ამსტერდამი, ის თბილია, მაგრამ თუ გაბრაზდა, შეიძლება, თეირანზე უფრო მკაცრი გახდეს, ამის შესახებ ვრეპავ ახალ სიმღერაში. მე რეპერი ვარ და არა საჯარო მოხელე და ასე დავაფიქსირე საკუთარი აზრი.
- ლგბტ საზოგადოებისგან შენს ახალ კლიპს რაიმე გამოხმაურება მოჰყვა?
- ლგბტ საზოგადოებისგან არ მსმენია, მაგრამ მიშა მშვილდაძეს დაუშეარებია ჩემი კლიპი და მიუწერია, ამსტერდამსა და თეირანს შორის არჩევანის გაკეთება გვიხდებაო (იცინის). ვნახე, „ფეისბუქზე“ ვინც გამლანძღა, ისეთი გვერდები აქვთ დალაიქებული, რომ მათი არა მხოლოდ სექსუალური ორიენტაციაა საეჭვო... მაგრამ აღარ მინდა, ამას რომ ჩავუღრმავდე.
- თეირანზე მკაცრი რომ შეგვიძლია გავხდეთ, ამის თქმა გარკვეულწილად ძალადობისკენ მოწოდებას ხომ არ ნიშნავს?
- ასე ბევრი შესაძლებლობა არსებობს, მაგრამ არავისი წაქეზება არ მინდოდა. აქ პირდაპირი მესიჯი არ უნდა ვეძებოთ. ასევე აღიქვეს ჰოთ-დოგის თემა, ვიღაცამ იკითხა, ჰოთ-დოგი ცუდია და აღარ უნდა ვჭამოო? რა თქმა უნდა, გადატანითი მნიშვნელობით მაქვს ნათქვამი. ამერიკულ კულტურას ზოგადად პატივს ვცემ, რეპიც ამერიკიდან მოდის...
- ტაბულას რომ ახსენებ, ესეც შემთხვევითია?
- ბევრმა ისიც თქვა, პითაგორას მაფიას რომ ახსენებს, აქ მინიშნებაა მასონურ კლანებზეო, მე ეს იდეა არ ჩამიდია, მაგრამ თუკი ასე გაიგებენ, უკვე საინტერესოა. მართლა არ მინდა ტექსტის გაშიფვრა. ყველამ თავისებურად გაიგო და ეს კარგია.

დიჯეი ბუკლე
ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 8 /
gogita
ჯიგარზე ჯიგარი ხარ
12:35 / 13-06-2013
გამოხმაურება / 0 /
............
ყოჩაღ!
11:35 / 13-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ძია
კაი კაცის შვილია მასტერეი და თითონაც ვაჟკაცური ბუნებისაა. წარმატებებს ვუსურვებ.
16:28 / 12-06-2013
გამოხმაურება / 0 /
სპირიდონი
ღირსეული ადამიანი ყოფილა. ღმერთმა გაუმარჯოს!
14:11 / 12-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ფირალი
რეპი ერთ-ერთი იმ მუსიკალური მიმდინარეობათაგანია, რომელშიც შემსრულებელი თავის აზრს გამოხატავს (არამარტო). ამიტომ არავის საქმე არაა ვინ რას რეპავს, ეს აზრის გამოხატვის თავისუფლებაა და თუ მამათმავალს აქვს ეკლესიასთან ზასაობის უფლება, ანალოგიურად მასტერს აქვს უფლება გამოთქვას მისი აზრი, რომელშიც ვეთანხმები. საკმაოდ საღად და ლოგიკურად ამბობს ამ ყველაფერს ინტერვიუში
11:29 / 12-06-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS