-
- კი, ნანახი მაქვს, მაგრამ მე ტრუსებით არ ვარ.
- თუმცა, შენსავე ფეისბუქ-მეგობრებში ბევრმა დაინახა მსგავსება ამ ორ ფოტოს შორის. ეს ხუმრობა იყო?
- არა, არა, შეგნებულად არ გამიკეთებია. თან, ამ ფოტოებს შორის დიდ მსგავსებას ვერ ვპოულობ, განსხვავებული ტიპაჟი ვარ და ტრუსითაც არ ვარ, მაცვია... უბრალოდ, ორივე ფოტოში საზამთრო და დანა ჩანს.
- სად არის გადაღებული შენი ფოტო?
- მცხეთასთან ახლოს, ძეგვში, როდესაც ჯომარდობიდან დაბრუნებული მეგობრები უპატრონო ბავშვთა სახლს ვეწვიეთ... ჩემი აზრით, არც ნარმანიას ფოტოზე იყო ასატეხი ამხელა ამბავი. რა მოხდა, თუ პოლიტიკოსი საზამთროს ჭრის, თუნდაც წითელ ტრუსებში? მე ინდოეთის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ვნახე აუზზე, კიტრის ნათალით იწმენდდა სახეს, მრგვლად დაჭრილი კიტრი ძუძუს თავებზე ელაგა და ისე ირუჯებოდა (იცინის). მერე გავიგე, რომ ინდოეთში ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირია.
- ფოტოს ქვეშ კომენტარებში წერდი - ვინაა ეს ნარმანია, რა ტვინი წაიღეს, საერთოდ არ უნდა გადამეღო ეს სურათი, მაჭარაშვილი ვარ, მაჭარაშვილიო... მართლა არ იცი, ვინ არის?
- საერთოდ არ ვიცი, რა ხდება ქართულ პოლიტიკაში. ვინ მიდის, ვინ მოდის. სიმართლე გითხრათ, ტელევიზორსაც არ ვუყურებ. მართლა არ ვიცოდი, ვინ იყო ბატონი დავით ნარმანია.
- ახლა იცი?
- კი (იცინის), თბილისის მერია.
ჟურნალი ''რეიტინგი''
დიჯეი ''ბუკლე''