11 ივნისი, 2014
''მისის პლანეტაზე'' საქართველოს ქუთაისელი ანჯელინა ჯოლი წარადგენს
ეკა 30 წლის გახლავთ და შვილთან ერთად მშობლებთან ქუთაისში ცხოვრობს ალბათ ყველას გახსოვთ, როდესაც ''რეიტინგში'' რამდენიმე ნომრის წინ ქუთაისელ ლამაზმან ეკა ქუთათელაძის ინტერვიუ დაიბეჭდა. ეკა 30 წლის გახლავთ და შვილთან ერთად მშობლებთან ქუთაისში ცხოვრობს.

სწავლობდა თბილისის უნივერსიტეტში და მეორე კურსზე იყო, როდესაც დედაქალაქში გათხოვდა. ბავშვის შეძენის შემდეგ სამოდელო კარიერა ვეღარ გააგრძელა, არადა, დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ.
კარიერის მოულოდნელად დასრულების შემდეგ მალე მეუღლეს დაშორდა და საცხოვრებლად მშობლიურ ქალაქს მიაშურა. დაახლოებით ორი წელია, რაც მოდის სამყაროში ისევ დაბრუნდა,
ოღონდ ქუთაისში, მანანა გოგლიჩიძის მოდის სახლში. ეკა სოციალურ ქსელში განსაკუთრებულად პოპულარულია და ანჯელინა ჯოლის ამსგავსებენ.

ახლახან თბილისში პირველად ჩატარდა კონკურსი ''მისის პლანეტა'' დაოჯახებული, ქვრივი და განქორწინებული ქალბატონებისთვის. მონაწილეთა ასაკი 18-40 წლამდეა. გამარჯვებული ეკა ქუთათელაძე გახდა და ბულგარეთში ივნისის ბოლოს გაემგზავრება, სადაც ფინალზე საქართველოს წარადგენს.

ეკა ქუთათელაძე:

- საქართველოში პირველად ჩატარდა ეს კონკურსი. ჟიურიში დალი ჩიტალაძე, აჩიკო მეფარიძე, ზალიკო ბერგერი, მარკუს მეტრეველი, მანანა გოგლიჩიძე, შოთიკო ბოჭორიშვილი და სხვანი იყვნენ. კრისტი ყიფშიძეც უნდა ყოფილიყო, მაგრამ სიცხე ჰქონდა. ჟიურიმ ერთხმად შემარჩია. არასოდეს მქონია კონკურსებში მონაწილეობის სურვილი. გამარჯვებას ველოდებოდი, მაგრამ ჩემთვის მაინც მთავარია, მსოფლიო ფინალზე რას ვიზამ. თან ამ კუთხით არ მაქვს გამოცდილება. არ ვიცი, იქ რა ასაკის ქალბატონები დამხვდებიან. საქართველოში ყველაზე უფროსი მე ვიყავი.
- კონკურსზე საკმაოდ თამამი კაბით გამოხვედი.
- დიახ, თუმცა ცუდი გამოხმაურება არ მოჰყოლია. ყველას ძალიან მოეწონა (იცინის).

ჟურნალი ''რეიტინგი''
დიჯეი ბუკლე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 12 /
ნანუკა
გიგი უგულავას ცოლის სახე და ტუჩები ნახეთ,ცვილის ფიგურას რომ გავს და მერე ილაპარაკეთ,ყვეოგლაფერი ბუნებრივი აქვს ამ გოს,ულამაზესია
23:10 / 31-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ეჰ
კიდეა ერტი გოგო ასეტი ქუთაისში...თათია ქვია...
23:50 / 11-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ანა
ძალიან ლამაზი გოგოა. წარმატებებს ვუსურვებ
23:27 / 15-06-2014
გამოხმაურება / 0 /
მინიმალბასუ
შეგეფერება კონკურსის დონე სადაც მიდიხარ, უკეთესს ვერც ისურვებს ადამიანი :))) სახელია ხმაურიანი კონკურსის და აქაური ორგანიზატორებიც გლიჯავენ :))))ცარმატებები ეკაბეკა :)
02:15 / 15-06-2014
გამოხმაურება / 0 /
Amy
She is not natural! And she knows that! Natural beauty has nothing to do with her...Not only me but others also know her Botox Spots, Nose, Lips...That's ok but what about the girls with Natural Beauty?!
03:18 / 13-06-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS