აღმოჩნდა, რომ რუს მომღერალს ქეთასადმი გრძნობა არ განელებია. სოციალური ქსელითაც არ მალავს თავის გრძნობებს და ღიად უცხადებს სიყვარულს: ''მე მასზე უბრალოდ ვგიჟდები!!! ის ყოველთვის მხარში დაგიდგება!! ქეთა, მე შენ მიყვარხარ!''
ზოგიერთი რუსული გამოცემა უფრო შორსაც წავიდა და წერს, რომ არც
რამდენად მართალია ეს ყოველივე, მხოლოდ თვითონ ამ ადამიანებმა იციან, თუმცა გასულ კვირას ქეთას გარშემო სხვა ტიპის აჟიოტაჟიც იყო. მისმა დიდმა მეგობარმა, რუსული ესტრადის კიდევ ერთმა ვარსკვლავმა ანიტა ცოიმ გამოაცხადა, რომ ქეთი ორსულად არის და მოუწოდა მომღერალს, შეეშვას ამის დამალვას.
ანიტას პოსტს სოციალურ ქსელში: ''ქეთი, ორსულად ხარ?!! რაღას მალავ? ეს ხომ მშვენიერია!'' - უამრავი ადამიანი გამოეხმაურა და მომღერალს მომავალი დედობა მიულოცეს.
ქეთას ჯერ არც ერთ ზემოთქმულ ფაქტზე არ გაუკეთებია კომენტარი და ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ - დრო გვიჩვენებს, იყო თუ არა რომელიმე აგორებული ჭორი სიმართლესთან ახლოს?
დიჯეი ბუკლე
ჟურნალი ''რეიტინგი''