ასეა თუ ისე, შოუს მაყურებელი მაინც არ აკლია და პრესაც აქტიურად წერს მონაწილეების შესახებ. პროექტის ქომაგები მოუთმენლად ელოდნენ შოუში სალომე ჭაჭუას გამოჩენას, მაგრამ მან ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნა, ამჯერად თავს შევიკავებ, მინდა, მაყურებელმა ჩემგან დაისვენოსო. გარდა სალომესი, პროექტში ვერ
მას
- გიორგი, როგორ ხარ? რას საქმიანობ ახლა?
- ამჟამად ანტალიაში ვარ, სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან მიწვეულ მოცეკვავეებთან ქორეოგრა-ფად ვმუშაობ.
- რატომ არ მონაწილეობ ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' ახალ სეზონში, ეს შენი გადაწყვეტილებაა თუ ორგანიზატორებმა არ შემოგთავაზეს?
- საერთოდ, ვფიქრობ, პროექტის ახალ სეზონში ყველა თუ არა, რამდენიმე მოცეკვავე მაინც უნდა იცვლებოდეს. ეს მაყურებლისთვისაც საინტერესოა და სხვა მოცეკვავეებისთვისაც. გასულ სეზონზე მაყურებელმა თითქმის 4 თვის განმავლობაში გვადევნა თვალი, ამჯერად კი, პროდიუსერთან გასაუბრების მიუხედავად, თავი შევიკავე მონაწილეობისგან, რადგან სურვილიც ნაკლები მქონდა. პირველ სეზონში ვიცეკვე, მეორეში - არა, მესამეშიც ვიყავი, ახლა თავი შევიკავე, შემდეგ თუ დრო და სიტუაცია შემიწყობს ხელს და თუ მაყურებლისა და პროდიუსერის სურვილიც იქნება, რომ პროექტს დავუბრუნდე, შესაძლებელია, მივიღოO კიდეც მონაწილეობა. რაც დრო გადის, უფრო მენატრება ის პერიოდი, როცა შოუში ვცეკვავდი. ემოციები, ადრენალინი, მაყურებლისა და მხარდამჭერების გახარებული სახეები, კომპლიმენტები, ეს ხომ მონაწილეებისთვის ყველაზე დიდი სტიმულია.
- თუ ადევნებ შოუს თვალყურს და როგორი ურთიერთობა გაქვს ორგანიზატორებთან, წინა სეზონზე განვითარებული მოვლენების შემდეგ?
- შოუს, სამწუხაროდ, ვერ ვუყურებ, რადგან ძალიან ცოტა თავისუფალი დრო მაქვს, მხოლოდ პირველი ტურის რამდენიმე ცეკვას შევავლე თვალი. რაც შეეხება წინა სეზონზე განვითარებულ მოვლენებს, რა თქმა უნდა, გულდაწყვეტილი ვიყავი, ნებისმიერს იგივე განცდა ექნებოდა ჩემს ადგილას, მაგრამ ყველაფერი ხდება. ზემოხსენებულმა გარემოებამ პროექტთან ჩემი თანამშრომლობა არ შეცვალა. ჩემი საქმე ცეკვაა, ხალხის სიყვარული კი - ყველაზე დიდი საჩუქარი. იმედია, მექნება საშუალება, კიდევ წარვდგე მაყურებლის წინაშე.
დიჯეი ბუკლე
ჟურნალი ''რეიტინგი''