28 მაისი, 2014
დაპირისპირება დიზაინერებს შორის - ''ფსიქოლოგიური ტრავმა აქვს მიღებული''
მეორე მხრივ, გასაკვირია, კვირეულზე, სადაც მზა ტანსაცმელს წარმოადგენენ, შენ რატომ აჩვენებ საღამოს კაბებს ''რეიტინგის'' წინა კვირის ნომერში დიზაინერ ჯორჯ ჯეი ბისთან ინტერვიუ გამოქვეყნდა. ჩვენმა ჟურნალისტმა ჯეი ბის თბილისის მოდის კვირეულის შეფასება სთხოვა. ინტერვიუში მან დიზაინერ რამაზო რომას მისამართით საკმაოდ კრიტიკული მოსაზრება გამოთქვა:

''ვიფიქრე, ჭორი იყო, რომ რამაზო რომა ''კუტიურს'' აკეთებს... ''ოტ კუტიური'' მაღალ მოდას ნიშნავს. ასეთი სამოსი რამდენიმე კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს. უნდა იქმნებოდეს მხოლოდ ერთი ეგზემპლარი, აბსოლუტურად ყველაფერი უნდა გაკეთდეს ხელით და ღირდეს ძალიან ძვირი.
ვიფიქრე, რამაზო რომა გამოსასვლელ კაბებს აკეთებს და ალბათ, ხალხმა ეს შერაცხა ''კუტიურად''-მეთქი, მის ჩვენებას არ დავესწარი, მოგვიანებით ვნახე ფოტოები.

სხვათა შორის, თავადაც ამბობს, რომ ეს იყო ''კუტიური''. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ამ ყველაფერზე მას არასწორი წარმოდგენა აქვს. ყველანაირ ნაქარგს ''კუტიურს'' ვერ დავარქმევთ. მას ამაში ვამტყუნებ. კაბები, რაც იყო წარმოდგენილი, ნამდვილად არ ჯდება ჩემს ესთეტიკაში, თუმცა მოდის კვირეულს მოუხდა, ცოტა ამოვარდნილი იყო ფორმატიდან.

დავინახე, რომ ბევრი შრომა იყო ჩადებული. მეორე მხრივ, გასაკვირია, კვირეულზე, სადაც მზა ტანსაცმელს წარმოადგენენ, შენ რატომ აჩვენებ საღამოს კაბებს?!. ესეც მოდის კანონის დარღვევაა...'' 

Rating

დავინტერესდი, როგორ შეაფასა ჯეი ბის ეს სიტყვები კრიტიკის ადრესატმა.

რამაზო რომა:
- საწყალი ვიღაცაა, უნდა, რომ ჩემნაირ პოპულარულ ხალხზე ილაპარაკოს და თვითონაც ვიღაც გახდეს. საქართველოში წამყვანი ჟურნალებიდან მაქვს შემოთავაზება, რომ გარეკანზე ჩემი კაბები მოხვდეს. სახელიც არ ვიცოდი მაგ ადამიანის, მერე ვიკითხე. მას ნორმალურად არავინ მიიჩნევს, ''მარშრუტკაში'' ზის და უაზრო კოსტიუმებს იცვამს, რომ რაღაცით მიიქციოს ყურა-დღება. ამ შემთხვევაში კი უნდა, რომ ჩემი სახელი გამოიყენოს და ყურადღება მიიქციოს. ფსიქოლოგიური ტრავმა აქვს მიღებული.

ჩემს კოლექციაში გამოყენებული მქონდა ნატურალური აბრეშუმი, შიფონი, ორგანზა, ასევე მქონდა ხელით ნაქარგი, ნახევრად ძვირფასი ქვებით გაწყობილი სამოსი. კიდევ სამ ქვეყანაში მექნება ამ კოლექციის ჩვენება. თბილისში ყველაფერმა წარმატებულად ჩაიარა. რეალურად ვისაც მოდა ესმის, მათ ძალიან კარგად შეაფასეს.

დაბოლოს, ძალიან მიყვარს კრიტიკა, მაგრამ არა ისეთი ადამიანებისგან, რომლებსაც არანაირი განათლება არ აქვთ, არაფერს წარმოადგენენ და უნდათ, პოპულარული ადამიანების კრიტიკით გახდნენ პოპულარულები.

დიჯეი ბუკლე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 14 /
ქართველმა კუტიურეებმა,გააოცეს მსოფლო ნენა.....
რა ორიენტაციისაა საერთოდ ეგ სუბიექტი,ქალიაააა, კაციააა რა არი. თუ ჯერ თვითგამორკვევის პროცესს გადის, ვერ გარკვეულა ჯერ. კუტიურეც ხოა, ლგბტს აქტივისტს უფრო გავს
17:59 / 28-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ბესო
რამაზო რომას კარგად ვიცნობ. მეც სტანბულში ვცხოვრობ და მის შესახებ ბევრი ვიცი. პირადად ვიცნობ იმ ადამიანებს ვინც უხატავს მოდელებს, ენა ჩაიგდოს თორემ ისეთ ინფორმაციას მივაწვდი ჟურნალისტებს, გარეთ ვეგარ გამოვა. თაგლითი, შარლატანი და უნიჭო არსება.
15:36 / 28-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ხატია
რამაზოს თუ ვინმე აღიქვამს დიზაინერად. ყველა თავისებურად უბერავს რა.
13:32 / 28-05-2014
გამოხმაურება / 0 /
:)))))
მას ნორმალურად არავინ მიიჩნევს, ''მარშრუტკაში'' ზის და უაზრო კოსტიუმებს იცვამს მარშუტკა ტეხავს ? :P
13:09 / 28-05-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS