29 მაისი, 2013
ანფისა ჩეხოვა: ''არასდროს მიოცნებია ქორწილზე!''
ისე ვცხოვრობთ, როგორც მოგვწონს და თუ ვიგრძნობთ, რომ დიდი სურვილი გვაქვს, გავაფორმოთ ურთიერთობები, აუცილებლად გავაკეთებთ ამას... სექსუალური რუსი ტელეწამყვანი ბოლო დროს ძალიან ''ჩაუსასტავდა'' ქართველებს. ჯერ იყო და, შარშან მოულოდნელად გამოაჩინა თავისი შეყვარებული - ქართველი მსახიობი გურამ ბაბლიშვილი, რომლისგანაც ვაჟიც გააჩინა. მერე კი რუსულ პროექტ ''დვე ზვეზდიში'' ჩაერთო და, არც მეტი, არც ნაკლები, სოსო პავლიაშვილს გაუწია პარტნიორობა.

Ratingწყვილმა შესანიშნავ შედეგებს მიაღწია და სოსომ ანფისას ქართულიც კი აცეკვა სცენაზე.

ანფისა ძალიან ამაყობს თავისი ქმრითა და შვილით, რომელსაც
სოლომონი დაარქვა. ოღონდ ჯერჯერობით არც ბავშვს ნათლავენ და არც ურთიერთობების გაოფიციალურებას აპირებენ.
- ანფისა, გამუდმებით დებთ ინტერნეტში ოჯახურ ფოტოებს. რა დამოკიდებულება გაქვთ იმასთან, რომ თქვენი ვაჟი მასმედიის ყურადღების ცენტრშია?
- სიმართლე გითხრათ, დიდხანს ვერ ვბედავდი მის გამოჩენას, რადგან მე, როგორც ნებისმიერ დედას, მსურდა, იგი აჟიოტაჟისგან დამეცვა. მიჭირდა მასთან ერთად საზოგადოებრივ ადგილებში სიარული, რადგან არასდროს იცი, სად გელის ფოტოკამერები. ახლა სოლომონი ცოტა წამოიზარდა და გავბედეთ, მთელი ქვეყნისთვის გვეჩვენებინა. გაცილებით იოლი გახდა ყველაფერი, ერთად დავდივართ სავაჭრო ცენტრებში, კაფეში, რესტორნებში. უბრალოდ, როცა რაღაცას მალავ, ადამიანებს აუცილებლად უჩნდებათ მისი პოვნის სურვილი.
- რა რჩევას მისცემდით ახალგაზრდა დედებს, როგორ მოასწრონ ყველაფრის გაკეთება და არის თუ არა ეს საჭირო?
- ნაკლებად უნდა უსმინონ წინაპრების გამოცდილებას - ჩვენმა დედებმა და ბებიებმა ბევრი რამ იციან და ბევრ რამეში შეუძლიათ დახმარება, მაგრამ ისინი სხვა დროში ცხოვრობდნენ. ჩვენი თაობა ძალიან განსხვავდება იმ თაობისგან, რომელიც 40-50 წლის წინ იზრდებოდა. მაშინ არ იყო ტელეფონი, კომპიუტერი, ძიძა, ბავშვის საფენები, ბოლოს და ბოლოს. თანამედროვე დედებისთვის გაცილებით იოლია ყველაფრის მოსწრება. თანამედროვე საფენები ისე იწოვს ყველაფერს, რომ ბავშვსაც მშვიდად სძინავს და დედ-მამასაც არ აღვიძებს. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბევრს ვმუშაობ და მხნედ რომ გამოვიყურებოდე და არა ზომბის მსგავსად, კარგად უნდა მეძინოს. არ არის საჭირო, ამქვეყნად საუკეთესო დედობისკენ ისწრაფოდე, ასეთ დროს შეიძლება, საკუთარი თავი დაკარგო.
- ვინ არის მთავარი თქვენს ოჯახში - თქვენ თუ გურამი?
Rating- რა თქმა უნდა, გურამი! ის კაცია, ის იღებს გადაწყვეტილებებს, იღებს პასუხისმგებლობას. მასთან ისე დაცულად ვარ, როგორც კედელთან.
- შესანიშნავი ოჯახი გაქვთ, თუმცა ოფიციალური ქორწილი ჯერ არ ყოფილა. თუ გეგმავთ რაიმეს?
- ჯერ არ ვგეგმავთ. არ გვაქვს ასეთი მიზანი და არც დრო, რომ ქორწილის ორგანიზებით დავკავდეთ. როგორც წესი, ასეთი საორგანიზაციო საკითხების მოგვარება ქალის მხრებზე გადადის, კაცები უფრო იოლად უყურებენ. მე კი ჩემს დაბადების დღესაც კი იშვიათად აღვნიშნავ - მეტისმეტად ბევრი ძალა მიაქვს ზეიმის ორგანიზებას. ისე ვცხოვრობთ, როგორც მოგვწონს და თუ ვიგრძნობთ, რომ დიდი სურვილი გვაქვს, გავაფორმოთ ურთიერთობები, აუცილებლად გავაკეთებთ ამას, ოღონდ მარტო იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა ეს და არა იმიტომ, რომ ასეა საჭირო.
- ბევრი ქალი ოცნებობს ქორწილზე, საპატარძლო კაბაზე...
- არასდროს მიოცნებია ქორწილზე, არც საპატარძლო კაბაზედა არც რაიმე სცენარი მქონია თავში. დედა ისე მინერგავდა, რომ ქორწილის მერე ყველაფერი ინგრევა, გათხოვებაც კი არასდროს მინდოდა. ხშირად მიმყავს ქორწილები და მათი შემყურე იმასაც ვხვდები, როგორი ქორწილი არ მინდა. მინდა, ეს იყოს არაჩვეულებრივი, არასტანდარტული ღონისძიება, მაგრამ როგორი, ჯერ არ მომიფიქრებია. ალბათ, როცა მოვიფიქრებ, მაშინ მოვემზადები ქორწილისთვის.
- თუ გაქვთ მყარი ურთიერთობების შექმნის საიდუმლო?
- ეს არის უნარი, მიიღო და შეიყვარო ადამიანი ისეთი, როგორიც არის. უნდა გქონდეს შეთანხმების და არა უბრალოდ კომპრომისებზე წასვლის უნარი. კიდევ ერთ-ერთი მნიშვნელოვანია აღზრდა, თუ როგორ ოჯახში იზრდებოდა ადამიანი, როგორი იყო მისი მშობლების ურთიერთობები. პრაქტიკულად შეუძლებელია, შეცვალო ის პროგრამები, რომლებიც ადამიანში ოჯახის მიერ არის ჩადებული.

ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
ზაზა
თქვენთან რძე რა ღირს?:)) ორი თბილი და ტკბილი აირბაგი :)))
11:38 / 05-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ნიკა
აა ქალი და მოსწრება.. აა.. ძუძუ
20:09 / 04-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ნათი
და რა თქვა ზუსტად?რო ამქვეყნად არაა მთავარი საუკეთესო დედა იყო? მაგარი დებილობა დაახეთქა თუ გაინტერესებს ;)
19:28 / 01-06-2013
გამოხმაურება / 0 /
გოგა
რა ზუსტად თქვა ყველაფერი!ამიტომაც არის საინტერესო ამათთან ყოფნა,რომ ასეთი უბრალოები Dა პრაქტიკულები არიან.მუდამ სასურველები Aრიან!
14:33 / 30-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS