28 მაისი, 2013
ეკატერინე მწითურიძე „გაგებულ“ მამაკაცს ეძებს
რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქალბატონი და სასურველი საპატარძლო კვლავ დაუქორწინებელია. ამბობს, რომ ვერ იპოვა სასურველი მამაკაცი. ეკატერინე მწითურიძე რუსეთში მოღვაწე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველია, ცნობილი ჟურნალ Vარიეტყ-ს რუსული რედაქციის მთავარი რედაქტორია და ასევე რუსული კინოს ერთ-ერთი მთავარი უწყების, „როსკინოს“ მეთაური. გარდა ამისა, ეკატერინე უკვე ხუთი წელია, კანში რუსულ პავილიონს ხელმძღვანელობს, რომელიც თვითონვე დააარსა და წელსაც წარმატებულად გაართვა თავი. 2006 წელს კანის კინოფესტივალის ჟიურის წევრიც იყო პროგრამაში „განსაკუთრებული ხედვა“. 2011 წლიდან კომპანია „სოვექსპორტფილმის“ გენერალური დირექტორია.

Ratingრუსეთში
მას დიდ პატივს სცემენ, ერთ-ერთ ყველაზე სასურველ პატარძლად მიიჩნევენ და შარშან ჟურნალმა „ვოგმა“ ყველაზე მოდურ ადამიანებს შორისაც დაასახელა.

ეკატერინე რუსეთში ყველაზე ცნობილი კინომცოდნე და კინოწამყვანია. რუსეთის პირველ არხზე 1995 წლიდან მიჰყავს რუბრიკა კინოზე. მანამდე საქართველოში ცხოვრობდა. 1972 წელს თბილისშია დაბადებული და როგორც ახლა ამბობს, ბავშვობაში ექიმობა უნდოდა - თურმე, ხშირად ავადმყოფობდა. მერე პარიკმახერობისკენ გაუწია გულმა, თუმცა 12 წლიდან უკვე იცოდა, რომ ხელოვნებათმცოდნე იქნებოდა. 1994 წელს დაამთავრა თსუ-ს ისტორიული და კინომცოდნეობის ფაკულტეტები. პარალელურად ქართულ ჟურნალ „სინემაში“ წერდა სტატიებს და „მეორე არხზეც“ მუშაობდა. 1994 წლიდან გადავიდა მოსკოვში. ჯერ მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე პრეზიდენტის თანაშემწედ მუშაობდა, მერე კი ტელევიზიაში გამოჩნდა და საკმაოდ კარგ ტელეწამყვანად იქცა. უამრავი საინტერესო სიუჟეტი და რეპორტაჟი გაუკეთებია, მსოფლიოში განთქმულ ადამიანებთან ჩაუწერია ინტერვიუები.

Ratingცოტა ხნის წინ ეკატერინეს გულახდილი ინტერვიუ ჰქონდა ჟურნალისტებთან და რამდენიმე საინტერესო თემაზეც ისაუბრა. მაგალითად, გულწრფელად გაიხსენა, როგორ დაიწყო კარიერა რუსეთში: „რუსეთის პირველ არხზე პრაქტიკულად შემთხვევით მოვხვდი. საიდუმლოს გაგიმხელთ: ჩემი მეგობარი ერთ ცნობილ რეჟისორს ხვდებოდა და ნაცნობობით მომაწყო დილის გადაცემაში უშტატო რედაქტორად. დაახლოებით ერთი წელი ვასრულებდი კინოთემატიკასთან დაკავშირებულ შავ სამუშაოს“. მერე კი საავტორო რუბრიკა წაიყვანა - „ეს კინოა“, იმავე პროგრამაში.

ეკატერინე ფლობს იტალიურ და ინგლისურ ენებს, ამჟამად კი ფრანგულს სწავლობს. როგორ უთავსებს ჟურნალის რედაქტორობასა და კინოკომპანიის მეთაურობას?

„მე არ ვიყენებ ჩემს სამუშაოსთან სიტყვებს „პოსტი“ და „თანამდებობა“. „როსკინოც“ და „ვარიეტიც“ არის პროექტები, რომელთა განვითარებაც ამ მომენტში ჩემთვის საინტერესოა. დღეს ჩვენს კინოში რაღაც ფორმირდება, რომელიც შორეულად ინდუსტრიას გვაგონებს. ვფიქრობ, დღეს შეიძლება ისეთი ჟურნალის გამოშვებაც, რომელსაც შეუძლია ამ პროცესების გაანალიზება, ორიენტირების მიცემა, კინოსა და ახალი მედიის განვითარების ალტერნატიული მოდელების მიმოხილვა“.

Ratingრუსეთის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქალბატონი და სასურველი საპატარძლო კვლავ დაუქორწინებელია. ამბობს, რომ ვერ იპოვა სასურველი მამაკაცი. „მქონდა რომანი მამაკაცთან, რომელიც ერთი წლით იყო ჩემზე უფროსი და საკმაოდ წარმატებულიც, თუმცა ძალიან ძაბავდა ჩემი ელიტური ცხოვრება. მე ამას ვერ ვიგებდი, თუმცა გარკვეულ ხანს არსადაც არ დავდიოდი. მერე კი ვიფიქრე - რატომ? მომწონს ყველას ნახვა, მომწონს კარგად ჩაცმა და სადღაც გასვლა. რატომ უნდა ვთქვა ამ ყველაფერზე უარი?“

ასე რომ, ეკატერინე გაგებულ კაცს ეძებს, რომელიც მის ელიტურ ცხოვრებას, დატვირთულ გრაფიკს და თამამ აზრებს შეეგუება. სულაც არ არის აუცილებელი, ეს მამაკაცი მაინცდამაინც რუსი იყოს. ბუკლიკო მომხრეა, ქართველ საპატარძლოს სიძეც ქართველი შეხვდეს და იქნებ, ეკატერინემ თავისი ცოდნა, გამოცდილება და ძალისხმევა ქართულ კინოსაც მოახმაროს და გვეშველოს რამე?!

ჟურნალი „რეიტინგი“

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 20 /
ნანა
ძალიან მიხარია ქართველები , რომ წარმატებებს აღწევენ უცხო ქვეყნებში და არ იკარგებიან , აბა სულ სხვების მომსამსახურეები და მომვლელები ხომ არ ვიქნებით, დამცირებულები და შეურაცხყოფილები , ღმერთმა ხელი მოუმათოს, თუ კარგი მეგობრობაც სეუძლია მიტუმეტეს
12:47 / 29-05-2013
გამოხმაურება / 0 /
777
არც ჩემი ახლობელია ეს გოგო და საერთოდაც პირველად დავინახე მაგრამ მე პირადად მესიამოვნა და მომეწონა კიდეც. ამ ბოღმა ხალხს კიდე რა გამოლევს საქართველოში :) არასრულფასოვნების კომპლექსი ალაპარაკებთ , ცოდოები არიან .
12:07 / 29-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ჯ.ჩ.
ეკას საკმაო ხანია თვალყურს ვადევნებ რუსულ ტელეარხებზე.უნიჭიერესი და ულამაზესი ქალია.რატომღაც ამ სურათებზე ცუდად გამოიყურება.
11:11 / 29-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მაია
ეკა უნიჭიერესი გოგოა, სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა და უნივერსიტეტი წარჩინებით, მე მეამაყება ასეთი ახლობელი რომ მყავს, ვუსურვებ პირად ბედნიერებას!
10:56 / 29-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მეგრელოო
ბოღმიანი ხალხი ხართ რაა..მარტო რას გავთ იცით მეტი არაფერი,ნეტა ვიცოდე უკეტესი რომელი ხართ ინტერნეტის ვირთხებო.ადამინი პროფესიონალია და რა მნიშვნელობა აქ მეტად ლამაზია თუ ნაკლებად.მეცოდებით ზოგიერთები...დააფასეთ რომ ამხელას მიაღწია,არცერთი თქვენთაგანი ამინ ნახევრის მიმღწევი არაა რასაც ამ გოგომ მიაღწია.ბოღმის ნთხევას ჯობია ყველამ ჩვენს გაწმენდილ სარკეში ჩავიხედოთ :))))საერთოდაც არა ანაღვლებს იმ ადამიანს თქვენი აზრები.ლამაზ ბოროტს კეთილი ნაკლებად ლამაზი ადამიანი ჯობია
10:37 / 29-05-2013
გამოხმაურება / 0 /
123
რასა გავს , შავი ტლაპო)
10:10 / 29-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მაიკო
ძალიან კარგი გოგო ჩანს, კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს ეკრანზე გამოჩენისას და ღმერთამ ხელი მოუმართოს.
09:44 / 29-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ვაკო
ეკა ძალიან მიზანდასახული და მართლა კაი მეგობარია ! ვინც არ იცნობთ,ტყუილად ნუ გალანძღავთ! წარმატებები ეკას.
00:34 / 29-05-2013
გამოხმაურება / 0 /
vaa
იყოს იქ სადაც არის. რუსია მაგის შესაფერისი
23:50 / 28-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მენი
ისე რას გავს ეს გოგო?
22:51 / 28-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS