28 მაისი, 2013
ეკატერინე მწითურიძე „გაგებულ“ მამაკაცს ეძებს
რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქალბატონი და სასურველი საპატარძლო კვლავ დაუქორწინებელია. ამბობს, რომ ვერ იპოვა სასურველი მამაკაცი. ეკატერინე მწითურიძე რუსეთში მოღვაწე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველია, ცნობილი ჟურნალ Vარიეტყ-ს რუსული რედაქციის მთავარი რედაქტორია და ასევე რუსული კინოს ერთ-ერთი მთავარი უწყების, „როსკინოს“ მეთაური. გარდა ამისა, ეკატერინე უკვე ხუთი წელია, კანში რუსულ პავილიონს ხელმძღვანელობს, რომელიც თვითონვე დააარსა და წელსაც წარმატებულად გაართვა თავი. 2006 წელს კანის კინოფესტივალის ჟიურის წევრიც იყო პროგრამაში „განსაკუთრებული ხედვა“. 2011 წლიდან კომპანია „სოვექსპორტფილმის“ გენერალური დირექტორია.

Ratingრუსეთში
მას დიდ პატივს სცემენ, ერთ-ერთ ყველაზე სასურველ პატარძლად მიიჩნევენ და შარშან ჟურნალმა „ვოგმა“ ყველაზე მოდურ ადამიანებს შორისაც დაასახელა.

ეკატერინე რუსეთში ყველაზე ცნობილი კინომცოდნე და კინოწამყვანია. რუსეთის პირველ არხზე 1995 წლიდან მიჰყავს რუბრიკა კინოზე. მანამდე საქართველოში ცხოვრობდა. 1972 წელს თბილისშია დაბადებული და როგორც ახლა ამბობს, ბავშვობაში ექიმობა უნდოდა - თურმე, ხშირად ავადმყოფობდა. მერე პარიკმახერობისკენ გაუწია გულმა, თუმცა 12 წლიდან უკვე იცოდა, რომ ხელოვნებათმცოდნე იქნებოდა. 1994 წელს დაამთავრა თსუ-ს ისტორიული და კინომცოდნეობის ფაკულტეტები. პარალელურად ქართულ ჟურნალ „სინემაში“ წერდა სტატიებს და „მეორე არხზეც“ მუშაობდა. 1994 წლიდან გადავიდა მოსკოვში. ჯერ მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე პრეზიდენტის თანაშემწედ მუშაობდა, მერე კი ტელევიზიაში გამოჩნდა და საკმაოდ კარგ ტელეწამყვანად იქცა. უამრავი საინტერესო სიუჟეტი და რეპორტაჟი გაუკეთებია, მსოფლიოში განთქმულ ადამიანებთან ჩაუწერია ინტერვიუები.

Ratingცოტა ხნის წინ ეკატერინეს გულახდილი ინტერვიუ ჰქონდა ჟურნალისტებთან და რამდენიმე საინტერესო თემაზეც ისაუბრა. მაგალითად, გულწრფელად გაიხსენა, როგორ დაიწყო კარიერა რუსეთში: „რუსეთის პირველ არხზე პრაქტიკულად შემთხვევით მოვხვდი. საიდუმლოს გაგიმხელთ: ჩემი მეგობარი ერთ ცნობილ რეჟისორს ხვდებოდა და ნაცნობობით მომაწყო დილის გადაცემაში უშტატო რედაქტორად. დაახლოებით ერთი წელი ვასრულებდი კინოთემატიკასთან დაკავშირებულ შავ სამუშაოს“. მერე კი საავტორო რუბრიკა წაიყვანა - „ეს კინოა“, იმავე პროგრამაში.

ეკატერინე ფლობს იტალიურ და ინგლისურ ენებს, ამჟამად კი ფრანგულს სწავლობს. როგორ უთავსებს ჟურნალის რედაქტორობასა და კინოკომპანიის მეთაურობას?

„მე არ ვიყენებ ჩემს სამუშაოსთან სიტყვებს „პოსტი“ და „თანამდებობა“. „როსკინოც“ და „ვარიეტიც“ არის პროექტები, რომელთა განვითარებაც ამ მომენტში ჩემთვის საინტერესოა. დღეს ჩვენს კინოში რაღაც ფორმირდება, რომელიც შორეულად ინდუსტრიას გვაგონებს. ვფიქრობ, დღეს შეიძლება ისეთი ჟურნალის გამოშვებაც, რომელსაც შეუძლია ამ პროცესების გაანალიზება, ორიენტირების მიცემა, კინოსა და ახალი მედიის განვითარების ალტერნატიული მოდელების მიმოხილვა“.

Ratingრუსეთის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქალბატონი და სასურველი საპატარძლო კვლავ დაუქორწინებელია. ამბობს, რომ ვერ იპოვა სასურველი მამაკაცი. „მქონდა რომანი მამაკაცთან, რომელიც ერთი წლით იყო ჩემზე უფროსი და საკმაოდ წარმატებულიც, თუმცა ძალიან ძაბავდა ჩემი ელიტური ცხოვრება. მე ამას ვერ ვიგებდი, თუმცა გარკვეულ ხანს არსადაც არ დავდიოდი. მერე კი ვიფიქრე - რატომ? მომწონს ყველას ნახვა, მომწონს კარგად ჩაცმა და სადღაც გასვლა. რატომ უნდა ვთქვა ამ ყველაფერზე უარი?“

ასე რომ, ეკატერინე გაგებულ კაცს ეძებს, რომელიც მის ელიტურ ცხოვრებას, დატვირთულ გრაფიკს და თამამ აზრებს შეეგუება. სულაც არ არის აუცილებელი, ეს მამაკაცი მაინცდამაინც რუსი იყოს. ბუკლიკო მომხრეა, ქართველ საპატარძლოს სიძეც ქართველი შეხვდეს და იქნებ, ეკატერინემ თავისი ცოდნა, გამოცდილება და ძალისხმევა ქართულ კინოსაც მოახმაროს და გვეშველოს რამე?!

ჟურნალი „რეიტინგი“

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 20 /
გიო
აქ ვარ რა პრობლემააა!! :)
00:16 / 22-06-2013
გამოხმაურება / 0 /
კუკური
თო ქალიშვილია თანხმა ვარ, ჰე დროზე თუარა სხვა იხვეწება!
21:23 / 04-06-2013
გამოხმაურება / 0 /
გულიკო
უდავოდ კარგი და წარმატებული ქალიშვილია. მაგრამ მამაკაცებს , თუ ის ნამდვილი მამაკაცია უყვართ ისეთი ქალები, რომლებიც ქმრის მხარქვეშ გრძნობენ თავს ბედნიერად, მაშინაც კი რაც უნდ წარმატებულნი იყვნენ. ქალს კი (სამწუხაროდ ბევრ მამაკაცსაც!...)წარმატება ანებივრებს და აყოყოჩებს.ასეთი ქალისთვის ძნელია მეგობარი მამაკაცის პოვნა.
16:45 / 04-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ნიკა
არც მე ვიტყოდი ქალო უარს შენზე
03:12 / 01-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ლულუ
ძალიან მიყვარს ეკატერინეს გადაცემები. და სულ ვამაყობ რომ ქართველია.ღმერთმა სულ ბედნიერება და წინსვლა მისცეს!
11:27 / 30-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ირაკლი
ქალი მიუშვი ნებასა თუ ეძებ ფუფუნებასაო არა? :D მართლაც, რომ ყოჩაღ ამ მანდილოსანს.
03:11 / 30-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ბერდა
ეკა დამიკავშირდი. ჩემ ბრწყინვალე ვაჟს გაგაცნობ. დანარჩენი თქვენ იცით !!!!!!!!!!
00:09 / 30-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინა
მშვენიერი ქალბატონია, მაგრამ გადაუჭრელი ამოცანა დაუსვია, გაგებულ მამაკაცს ვერ იპოვნის ვერც რუსეთში და ვერც საქართველოში. ევროპაში შეიძლება იპოვნოს, ბელგიელი ან ფრანგი. სხვა შანსი ნაღდად არ აქვს.:(
19:26 / 29-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ლუზი
წარმატებები ისედაც წარმატებულ გოგოს. მე მომეწონა
19:22 / 29-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ეკა
ძალიან მომწონს ეს გოგო, თავისი საქმის მცოდნე და ჭკვიანი გოგოა. წარმატებები პროფესიულ და პირად ცხოვრებაში. ბოღმიანების საყურადღებოდ - მსგავს წარმატებულ ადამიანებზე იმიტომ წერთ ცუდს, რომ თავად არ გაქვთ ცხოვრება აწყობილი. იმის ნაცვლად რომ ეცადოთ და გაიკაფოთ გზა, იმათ ლანძღავთ და თათხავთ ვინც თქვენზე წარმატებულია. ამით საკუთარ თავს ვნებთ, შურით და ბოღმით იხრჩობით. მეცოდებით.:)
17:15 / 29-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS