02 აპრილი, 2020
რუსული მედია: სერგეი ლაზარევმა ნუცა ბუზალაძესთან რომანი გააჩაღა
რუსული მედია ნუცა ბუზალაძის და ცნობილი რუსი შემსრულებლის, სერგეი ლაზარევის რომანზე ალაპარაკდა.

როგორც ერთ-ერთი საიტი წერს, სერგეი ლაზარევი არ იშურებს საჯარო ქებას ქართველი კონკურსანტის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ის ზოგადად, კოლეგების შექებით არ გამოირჩევა ხოლმე. ,,შოუში სხვა გოგონამ გაიმარჯვა, მაგრამ მაყურებლებისა და ჟიურის წევრების ყურადღება ცალსახად მეორე ადგილზე გასულმა ნუცა ბუზალაძემ მიიპყრო. სერგეი ლაზარევი არ ელოდა, რომ ეს ყველაფერი პირადულში გადაიზრდებოდა. სოცქსელში მისი კომენტარებიდან გამომდინარე, ის გოგონას დამრიგებელი და საყვარელია”, აღნიშნავს რუსული მედია, რომელიც, როგორც
ყოველთვის, ახლაც, რა თქმა უნდა, ძალიან აჭარბებს შეფასებებში. თუმცა ფაქტი ისაა, რომ ლაზარევი ნუცა ბუზალაძის კარიერის აწყობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
max
უცხოელი სიძეები მომრავლდნენ, აბა ქართველი კაცი ვის რაში სჭირდება))))
01:29 / 21-12-2020
გამოხმაურება / 0 /
TOPS