"შენ იცნობ პუტინს" - რას სთხოვს ქეთა თოფურიას ქალიშვილი პუტინს
კორონავირუსით გამოწვეული კარანტინის პირობები ქეთა თოფურიას ოჯახსაც შეეხო. მომღერალი თვითიზოლაციაშია, სახლშია მისი ქალიშვილი ოლივია გეიხმანიც.
რამდენიმე საათის წინ, ქეთამ ინსტაგრამის პირად გვერდზე ოლივიას ვიდეო გამოაქვეყნა, პატარას ხელში უჭირავს ბაბუისა და პუტინის ერთობლივი ფოტო. ოლივია გეიხმანი ბაბუას სთხოვს, პუტინს უთხრას, რომ კარანტინი დასრულდეს.