25 მარტი, 2020
ლელა კილაძე იუბილარია! ვისთან ერთად ატარებს დროს ის მეუღლის დაჭერის შემდეგ და როგორ მიულოცა დაბადების დღე ნინო დარასელმა
თბილისის ყოფილი პირველი ლედი, ლელა კილაძე დღეს იუბილარია. მას დაბადების დღეზე მეგობრებმა სიურპრიზი მოუწყვეს და სახლში სადღესასწაულო ტორტი დაახვედრეს.
ლელა ინსტაგრამზე უამრავ მილოცვას იღებს, მას დაბადების დღე მიულოცა ჟურნალისტმა ნინო დარასელმაც.


Rating

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, ლელა კილაძისა და გუკა რჩეულიშვილის წყვილი სკანდალში გაეხვა. კილაძის საჩივრის საფუძველზე, მისი ქმარი, პროდუსერი გუკა რჩეულიშვილი დააკავეს. მან შემაკავებელი ორდერი დაარღვია.

რატომ უჩივლა ქმარს პოლიციაში, ამაზე კილაძეს კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია. ის დროის უმეტეს ნაწილს შვილებთან და მეგობრებთან ერთად
ატარებს.

მეუღლის დაჭერის შემდეგ, მან შვილები წყნეთში წაიყვანა, პატარებთან ერთად იგუნდავა და ვიდეო ინსტაგრამზე დადო. 



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS