ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე და მსახიობი სანდრო მიკუჩაძე მალე მეორე შვილის მშობლები გახდებიან.
მიკუჩაძემ სოციალურ ქსელში ტესტის ფოტო გამოაქვეყნა და პოსტი დაწერა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
"ხოოოოდა, ამ გაგანია განუკითხაობებში და კარანტინებში ჩვენთან მატებაააა".
მოგვიანებით, მუსერიძემ ფოტო დადო, რომელზეც ორსული ქალებია გადაღებული და ასეთი სათაური გაუკეთა: "ეს გინდოდათ".
რაზეც ქმარმა ემოციური კომენტარი დაუწერა: "ჩემი ცხოვრების ყველაზე ლამაზი ნაწილი ხარ შენ და თან ჩემპიონზე ჩემპიონი დედა. ძალიან მიყვარხარ და უზომოდ ბედნიერი ვარ შენ წყალობით.დიდი მადლობა შენ ამ ბედნიერებისთვის".