14 მარტი, 2020
"მალე თავისუფალი მენახე" - ლელა კილაძემ დედამთილს დაბადების დღე ემოციურად მიულოცა
ლელა კილაძისა და გუკა რჩეულიშვილის წყვილის მიმართ ინტერესი ამ დრომდე არ წყდება, თუმცა, რატომ გაიმეტა ქმარი ციხისთვის და რა მოხდა რეალურად, ამ თემაზე ლელა კილაძეს კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.

ცნობილი კინოპროდუსერის ცოლმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ ხატვა დაიწყო და ახლა საკუთარ გამოცდილებას ვანო მერაბიშვილის ცოლს და სხვა დაქალებს უზიარებს, რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში დედამთილის მაია რჩეულიშვილის ფოტო გამოაქვეყნა და დაბადების დღე ემოციურად მიულოცა.

მაია რჩეულიშვილი იუბილარი 7 მარტს გახლდათ, კილაძემ დედამთილს იმ დროს
მიულოცა დაბადების დღე, როდესაც ქმარს გუკა რჩეულიშვილს პოლიციაში უჩივლა.

"მაო, გილოცავ. მალე თავისუფალი მენახე", - დაწერა კილაძემ.


Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS