14 მარტი, 2020
რომელ ვარსკვლავურ წყვილს მიბაძა ნოემ და ჯანეტმა - რა ვიდეო გამოაქვეყნა გვიან ღამით პროდუსერმა
ნოე სულაბერიძისა და ჯანეტ ქერდიყოშვილის წყვილი, რომელიც საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს, ძირითად დროს სულ ერთად ატარებს. მათ ჰარმონიული ურთიერთობაც აქვთ.

ჯანეტი და ნოე სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებლები არიან, წყვილმა დროს ფეხი აუწყო და ახლა ნოე TikTok-ზეც დარეგისტრირდა.

საკუთარი პროფილის პოპულარიზაციის მიზნით, სულაბერიძე-ქერდიყოშვილის წყვილმა ვიდეო ჩაწერა, რომელიც ნოემ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა და გამომწერებს სთხოვა, მისი TikTok-ის ანგარიში გამოიწერონ.



აღსანიშნავია, რომ წყვილმა ჯენიფერ ლოპესს და ალექს როდრიგესის წყვილს მიბაძა. სწორედ მათ გამოაქვეყნეს TikTok-ზე მსგავსი ვიდეო, სადაც როდრიგესმა და ლოპესმა
როლები გაცვალეს და იცეკვეს.

ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა მსოფლიო პრესაში და მათ ქართველმა წყვილმაც მიბაძა.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS