13 მარტი, 2020
ია ფარულავა გუკა რჩეულიშვილის დაკავებას ეხმაურება
გუშინ ცნობილი გახდა, რომ ცნობილ კინოპროდუსერს, გუკა რჩეულიშვილს, მეუღლის ლელა კილაძის საჩივრის საფუძველზე პატიმრობა განესაზღვრა. 

რჩეულიშვილი სასამართლო პროცესს არ დასწრებია, ის სამართალდამცავებმა გვიან ღამით დააკავეს. რჩეულიშვილს ბრალად ედება შემაკავებელი ორდერის დარღვევა, რომელიც ლელა კილაძის სარჩელის საფუძველზე 25 თებერვალს გამოიცა, თუმცა, პროდუსერმა ის დაარღვია და მეუღლესთან კონტაქტი მაინც სცადა. 

რჩეულიშვილისა და კილაძის ოჯახურ დავას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ფაქტს გამოეხმაურა მსახიობი და ტელეწამყვანი, ია ფარულავაც, რომლის პოსტს უამრავი კომენტარი მოჰყვა. 

"ამასობაში გუკა დაუჭერიათ, აბა დაყარეთ
ჭორები რა იცით?" - დაწერა მსახიობმა. 

პოსტმა უამრავი ადამიანი გაამხიარულა, თუმცა, ფარულავას კრიტიკოსებიც გამოუჩნდნენ. ზოგიერთმა საერთოდ არ იცოდა, ვინ იყო გუკა რჩეულიშვილი. 

მათ მსახიობმა უპასუხა, რომ გიგი უგულავას მეორე ცოლის მეოთხე ქმარია. 

გამომწერებმა ია ფარულავას გადაცემაში ურჩიეს ლელა კილაძის და გიგი უგულავას სტუმრად მიყვანა. ია ფარულავამ კომენტარებში განმარტა, რომ მას გუკა უფრო ეცოდება. 



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS