ია ფარულავას გარდერობში, ყველაზე დიდი რაოდენობით სწორედ "გუჩის" სამოსს შეხვდებით. ფარულავას გუშინდელი გადაცემის სტუმარი, სკანდალური რეჟისორი, გურამ მაცხონაშვილი გახლდათ, მან ეთერში ხმამაღლა განაცხადა, რომ გეია.
ტელეწამყვანის გუშინდელ ჩაცმულობას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მას გადაცემაში "გუჩის" ორეული ეცვა, თუმცა საზოგადოების ნაწილს გაუჩნდა ასოციაცია, თითქოს ტელეწამყვანი ეთერში პიჟამოთი იყო და გადაცემის ოფიციალურ გვერდზე კომენტარებიც დაუწერეს.
"ვაი საცოდავო
"რეიტინგმა" გაარკვია, რომ ორეული, რომელიც ტელეწამყვანს და მსახიობს ეთერში ეცვა, ტრენდული სამოსია და ის ლაქშერი ბრენდის "გუჩის" მიერ არის შექმნილი. ამ ლუქის ფასი კი 3000 ევროა.