09 მარტი, 2020
"სახლში სადილს არ ვაკეთებ, ვერც ვასწრებ და ვერ გავიგე, პატარა ქვაბში როგორ გავაკეთო"
„შენი დილა“ მარინა ბერიძეს ესტუმრა და დაინტერესდა, როგორ იწყებს დილას. „მე დილას ვიწყებ ყავით, როგორც კი ვდგები, იმიტომ რომ ვერ ვაზროვნებ.

მერე იწყება ყველაფერი. მე საერთოდ მოწესრიგებული ქალი ვარ და ყველაფერი გათვლილი მაქვს. გამოვედი საძინებლიდან, შევედი სამზარეულოში, ჩამოვისხი ყავა, ჩავრთე ტელევიზორი და ვიწყებ ყავის სმას… საერთოდ გათვლების ქალი ვარ, ცუდია? არ ვსაუზმობ, სახლში სადილს არ ვაკეთებ, ვერც ვასწრებ და ვერ გავიგე, პატარა ქვაბში როგორ გავაკეთო“.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS