03 მარტი, 2020
პარიზში მყოფი ნინა ზარქუა დემნა გვასალიამ საკუთარ ჩვენებაზე ანუკი არეშიძის გამო არ დაპატიჟა?
დიზაინერმა დემნა გვასალიამ პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში Balenciaga-ს ახალი 2020 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია წარადგინა, როგორც ყოველთვის, ჩვენება გამორჩეული იყო შოუს ელემენტებით, დიზაინერმა გადაწყვიტა ლოკაციად Saint-Denis-ის ფილმის სტუდია აერჩია. შეგნებულად დატბორილ ამფითეატრში პირველი და მეორე რიგი თავისუფალი იყო, შოუს ყურება მაყურებელს მესამე რიგიდან შეეძლო, ყოველ შემთხვევაში იმათ, ვისაც ქუჩის მოდელებისგან მათი სამოსის სიარულის დროს დასვრა არ სურდა.

დემნას ჩვენებას არაერთი მსოფლიო ვარსკვლავი ესწრებოდა, ქართველ დიზაინერს საკუთარ ჩვენებაზე არასდროს ავიწყდება მისი ქართველი მეგობრები და კოლეგები.

ამჯერად საქართველოდან
დემნა გვასალიას ჩვენებას დაესწრო თბილისის პირველი ლედი ანუკი არეშიძე, რომელიც ცნობილი დიზაინერია.

ანუკიმ ინსტაგრამზე დემნა გვასალიასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
შეგახსენებთ, წინა ჩვენებაზე დემნა გვასალიას ჩვენებას საქართველოდან მისი მეგობარი თაკო ჩხეიძე, ლიკა კვარაცხელია, ნინა ზარქუა და მაკა კვიციანი დაესწრნენ.

შესაძლოა, ამ ჩვენებაზე ნინა ზარქუას არყოფნა იმით იქნა გამოწვეული, რომ გვასალიამ ანუკი არეშიძე მიიწვია. აღსანიშნავია, რომ პარიზში იმყოფება ნინა ზარქუაც, თუმცა, ის დემნა გვასალიას ჩვენებაზე არ ყოფილა. 
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
...
ეს ზარქუა რომელია, ანუკის 100 000 ნაბიჯით რომ ჩამორჩება? ასეც მოუხდებოდა მაგას. ჰოდა, მოიცადოს ეგ 100 000 ნაბიჯიც და მილიონიც სანამ დაეწეოდეს ჩვენი ქალაქის ლედუნას
15:56 / 04-03-2020
გამოხმაურება / 0 /
თაკო
“პირველი» ლედი
13:21 / 04-03-2020
გამოხმაურება / 0 /
სსს
მორჩა კორონავირუს თუ რამე გადაფარავდა არ მეგონა ... ჩამოკარით ბატონებო და ქალბატონებო
20:43 / 03-03-2020
გამოხმაურება / 0 /
TOPS