20 თებერვალი, 2020
შოპინგი ბრენდულ მაღაზიებში და სექს-შოპში - კესარია აბრამიძე მილიარდელ თაყვანისმცემელთან ერთად იტალიაში ისვენებს
ცნობილი ფოტომოდელი კესარია აბრამიძე, რომელიც მილიონერ შეყვარებულს რამდენიმე თვის წინ დაშორდა, ამჯერად იტალიაში მოგზაურობს.

Rating

უმშვენიერესი აბრამიძის მარტოობა დიდხანს არ გაგრძელდა და ის მილანში მილიარდერ თაყვანისმცემელთან ერთად გაემგზავრა.
ჩვენს მიერ, მოპოვებული ინფორმაციით, აბრამიძის თაყვანისმცემელი ქართველი ბიზნესმენია, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს და ქართულ მაღალ წრეებში კარგად იცნობენ.

Rating

აბრამიძის უახლოესი გარემოცვის თქმით, პიროვნება, რომელიც კესარიას თაყვანისმცემელია, ფოტომოდელის გულის მოგებას დიდი ხნის მანძილზე ცდილობდა, თუმცა კესარია მაშინ შეყვარებული იყო. საყვარელ მამაკაცთან დაშორების შემდეგ კი, მილიარდელმა თაყვანისმცემელმა კესარიას არაერთი სიურპრიზი მოუწყო
ჯერ ბათუმში, სადაც აბრამიძემ ზაფხული გაატარა და შემდეგ თბილისში.


Rating

კესარია მილანში თაყვანისმცემელმა შოპინგზე წაიყვანა. ისინი დროს შესანიშნავად ატარებენ. მოგზაურობის ამსახველ ფოტოებს მოდელი ინსტაგრამზე აქვეყნებს, ბრენდულ მაღაზიებში შოპინგის გარდა, წყვილმა მილანურ სექს-შოპშიც შეიარა, სადაც ძვირადღირებული ნივთები შეიძინა.

Rating

ჩვენი წყარო იმასაც ამბობს, რომ არ იცის, როგორ განვითარდება კესარიას და მისი ახალი თაყვანისმცემელის ურთიერთობა მომავალში. თუმცა, აშკარაა, რომ ამ ეტაპზე მოდელიც არაა გულგრილი მილიარდელი მამაკაცის მიმართ.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ლერა
ფუ დაგეგცათ დაბადება..
10:56 / 24-02-2020
გამოხმაურება / 0 /
Dudu
მე იმ კაცუნას რა ვუთხარი,შენნაირთან რომ დაეთრევა
10:55 / 24-02-2020
გამოხმაურება / 0 /
TOPS