ქეთამ და დენგოვმა ერთმანეთი ერთ-ერთ კორპორატიულ წვეულებაზე გაიცნეს, სადაც თოფურია და ჯგუფი "ასტუდიო" მღეროდა.
მათი ურთიერთობა შემდეგ ტელეფონით გაგრძელდა, შემდეგ კი ეს ყველაფერი გრძნობებში გადაიზარდა და ისინი ერთად არიან.
ქეთა საყვარელ მამაკაცთან ერთად გადაღებულ ფოტოებს სოციალურ ქსელში ხშირად აზიარებს და აშკარაა, რომ წყვილი თავს ბედნიერად გრძნობს.
აღსანიშნავია ასევე ერთი ფაქტი, როდესაც თოფურია რეპერ გუფის
ქეთა თოფურიას ინსტაგრამის პირადი გვერდით თუ ვიმსჯელებთ, ის ახალ რჩეულთან ერთად ხშირად დადის სამოგზაუროდ და სიახლეებს მის გამომწერებს უზიარებს.
თუმცა, იგივეს არ აკეთებს ლევ დენგოვი. ის ინსტაგრამზე გასული წლის მარტში დარეგისტრირდა და სოციალურ ქსელში აქტიურობითაც გამოირჩევა, თუმცა, მხოლოდ პირად ფოტოებს და ოფიციალურ პირებთან გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. შეგახსენებთ, ის დიპლომატიურ საქმიანობას ეწევა და შესაძლოა, ამითაც იყოს გამოწვეული ის, რომ პირად გვერდზე რომანტიკულ ფოტოებს არ დებს.
გავრცელებული ინფორმაციით, წყვილი უკვე ბავშვსაც ელოდება და ქეთა მოზრდილ მუცელს თავისუფალი სტილის კაბებით ფარავს.