19 თებერვალი, 2020
რატომ არ დებს პირად გვერდზე ლევ დენგოვი ქეთა თოფურიას ფოტოებს
მომღერალი ქეთა თოფურია თითქმის ერთი წელია, რეპერ გუფის დაშორდა, თუმცა, მარტოობა დიდხანს ვერ შეძლო და 35 წლის დიპლომატის ლევ დენგოვის შეყვარებულია.

ქეთამ და დენგოვმა ერთმანეთი ერთ-ერთ კორპორატიულ წვეულებაზე გაიცნეს, სადაც თოფურია და ჯგუფი "ასტუდიო" მღეროდა.

მათი ურთიერთობა შემდეგ ტელეფონით გაგრძელდა, შემდეგ კი ეს ყველაფერი გრძნობებში გადაიზარდა და ისინი ერთად არიან.

ქეთა საყვარელ მამაკაცთან ერთად გადაღებულ ფოტოებს სოციალურ ქსელში ხშირად აზიარებს და აშკარაა, რომ წყვილი თავს ბედნიერად გრძნობს.

აღსანიშნავია ასევე ერთი ფაქტი, როდესაც თოფურია რეპერ გუფის
დაშორდა, მის გარემოცვაში ხშირად შენიშნავდით ქეთას ყოფილ ქმარს ლევ გეიხმანს, თუმცა, ლევ დენგოვისა და ქეთა თოფურიას რომანის ამბის გავრცელების შემდეგ, ისინი ერთად არავის უნახავს. აშკარაა, რომ გეიხმანს ყოფილ ცოლთან შერიგება სურდა, მაგრამ ქეთა მას არ შეურიგდა.

ქეთა თოფურიას ინსტაგრამის პირადი გვერდით თუ ვიმსჯელებთ, ის ახალ რჩეულთან ერთად ხშირად დადის სამოგზაუროდ და სიახლეებს მის გამომწერებს უზიარებს.

თუმცა, იგივეს არ აკეთებს ლევ დენგოვი. ის ინსტაგრამზე გასული წლის მარტში დარეგისტრირდა და სოციალურ ქსელში აქტიურობითაც გამოირჩევა, თუმცა, მხოლოდ პირად ფოტოებს და ოფიციალურ პირებთან გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. შეგახსენებთ, ის დიპლომატიურ საქმიანობას ეწევა და შესაძლოა, ამითაც იყოს გამოწვეული ის, რომ პირად გვერდზე რომანტიკულ ფოტოებს არ დებს.

Rating

გავრცელებული ინფორმაციით, წყვილი უკვე ბავშვსაც ელოდება და ქეთა მოზრდილ მუცელს თავისუფალი სტილის კაბებით ფარავს.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ზიზ8
იმიტომ რომ არაპირებს სამუდამოდ მასთან ყოფნას
16:48 / 23-08-2020
გამოხმაურება / 0 /
TOPS