ის ამჯერად არც ერთ ტელეკომპანიაში აღარ მუშაობს და არც ინტერვიუებს აძლევს ჟურნალისტებს.
ამის მიუხედავად, ინტერესი მის მიმართ საზოგადოებაში არ იკარგება. თიკო წლებია, მშვიდი ცხოვრებით, სკანდალების გარეშე ცხოვრობს და ბევრს მოგზაურობს.
ცნობილი და ნიჭიერი, ყოფილი ტელეწამყვანი ამჯერად შრი-ლანკაზე ისვენებს. დასვენების ამსახველ ფოტოებს და სთორებს კი ინსტაგრამის პირად გვერდზე აქტიურად აქვეყნებს.
თიკო ისევ ისეთ
ეკრანიდან გაუჩინარების შემდეგ, სადუნიშვილი ყოფილ შეყვარებულსაც დაშორდა. არქიტექტორმა რატი რატიანმა უკვე თამთა შედანიაზე იქორწინა, თუმცა, აშკარაა, რომ მარტო თიკოც არაა.
ტელეწამყვანმა ინსტაგრამზე რომანტიკული სთორი გამოაქვეყნა, სადაც უცნობ მამაკაცთან ერთადაა გადაღებული.
ყოფილი ტელეწამყვანი შრი-ლანკაზე სავარაუდოდ ახალ რჩეულთან ერთად ისვენებს და თავის სიყვარულის ამბავს საიდუმლოდ ტოვებს.
თუმცა, წარსულში ის პირად ურთიერთობებს არ მალავდა და ხმამაღლაც საუბრობდა ამის შესახებ.