11 თებერვალი, 2020
მარიამ კუბლაშვილისა და მაკა კვიციანის დედას ერთნაირი სვიტერები აქვთ
ცნობილი ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი ზამთრის არდადეგებს თოვლიან კურორტზე ოჯახთან ერთად ატარებს.

სოციალურ ქსელში ის დასვენების ამსახველ ფოტოებს ხშირად აქვეყნებს. ცოტა ხნის წინ, მარიამმა გამოაქვეყნა დიზაინერ მაკა კვიციანის დედასთან ერთად გადაღებული ფოტო, რომელსაც სახალისო მინაწერი გაუკეთა.

"Maka Kvitsiani მე და დედაშენი აღმოვაჩინეთ რა, რომ შენი შემოქმედება გვაცვია, ვერ დავფარეთ მოჭარბებული სიხარულის ემოცია. 1. შეხვედრის და 2. სილამაზეების", - წერს კუბლაშვილი.

Rating

ფოტოზე ბაია კვიციანს და მარიამ კუბლაშვილს აცვიათ მაკა კვიციანის ბრენდის "დალოოდის" სვიტერები, რომლებიც თბილისში დიდი პოპულარობით სარგებლობს და
მისი ფასი 1350 ლარია.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS