11 თებერვალი, 2020
„წელს ძალიან დავითრგუნე, ვინმემ ხომ არ იცით რით ვუშველო თავს“ - ნინა სუბლატი დახმარებას ითხოვს
მომღერალი ნინა სუბლატი, რომელიც სასცენო იმიჯითა და გემოვნებით ყოველთვის გამოირჩევა, სოციალურ ქსელში სეზონური დეპრესიის შესახებ ვრცელ პოსტს აქვეყნებს და მეგობრებს დახმარებას სთხოვს.

„აქ ვინმეს სეზონური დეპრესია ხომ არ გაქვთ? ამ წელს დამეწყო. ადრეც ძლივს ვუძლებდი სიცივეს, მაგრამ წელს ძალიან დავითრგუნე და არ ვიცი რა ვქნა. ყოველ დილას დღეებს ვთვლი პოტენციურ სითბომდე. არსად გასვლა არ მეხალისება და საწყალი აზალიაც აღარ გამყავს სასეირნოდ. ვინმემ ხომ არ იცით რით ვუშველო თავს...“

მომღერალს კომენტ
არებში უამრავი ადამიანი გამოეხმაურა და რჩევებიც არ დაიშურეს. მათი თქმით, ნინას შეუძლია დეპრესიას თბილ ქვეყნებში გაექცეს, ასევე ურჩიეს სპეციალური ლამფა, რომელიც საქართველოში არ იყიდება და მზის სხივების მსგავს ენერგიას გამოყოფს, როგორც ზაფხულშია, და ნერვებზე დამამშვიდებლად მოქმედებს.


Rating

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS