11 თებერვალი, 2020
გიგი უგულავას დაკავებით აღშფოთებული ნატა გულიაშვილი ლელა კილაძეს ამშვიდებს
გიგი უგულავას დაკავებას სოციალურ ქსელში ორი პოსტით გამოეხმაურა მისი ყოფილი ცოლი ლელა კილაძე.

ლელა კილაძემ პირად გვერდზე მისი და გიგი უგულავას ვაჟის, ალექსანდრე უგულავას ფოტო გამოაქვეყნა - "გიგი და სანდრო, თქვენი სიყვარული ყველა განსაცდელს მოერევა. ისევ ერთად იქნებით ძალიან მალე, ბოროტება არის ხანმოკლე, სიყვარულს და სიკეთეს დასასრული არ აქვს. გიგი, შენ კარგი ადამიანი და ძლიერი კაცი ხარ. კიდევ ერთხელ გაუძელი და იქიდან ათასჯერ უფრო ძლიერი დაბრუნდი", - დაწერა კილაძემ.

პოსტს არაერთი ცნობილი სახე გამოეხმაურა, მათ
შორის იყო ნატა გულიაშვილი, რომელმაც ლელა კილაძის გამხნევება სცადა.

"ეს გამწარება არ შერჩებათ არარსებობსსს", - დაწერა ნატა გულიაშვილმა.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS